RSS

წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?

10 Nov

დღე რა უცბად გამეპარა სამზადში და მარანშია,
ვახშმის დროა ჩემო ყველავ, ადე, ნუთუ არა გშია?
ზურგიელი, სუკი, ყველი, იქაც მსუყე ბოზბაშია,
არც ვინ არი შენი დარი ჯამში პურის მოსმაშია.
ვიყოჩაღე, ჩემი ვაცი რაზედ უნდა დამემშია?
გენაცვალოს დარეჯანი მაგ ნამგალა წარბებშია…
– სიყვარულით მაძღარი ვარ! არც მწყურია, არცა მშია!
ლუარსაბი გეხუტუნოს მაგ ბუთქუჩა ღაბაბშია!
ღმერთის გარდა ვინ მამცემდა ქალსა მე შენსნაირასა,
კვანწი ჰქენი დარეჯანო, მე შამოვკრავ დაირასა,
პაწპაწინა ნიგვზის ტოტო, ნუ დამლიე ყოყმანითა,
მოდი, გული გამიხარე მაგ ნარნარი გოგმანითა,
მემრე აქვე კოტრიელა, მე კი გეტყვი ნანასაო,
ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი ჩუპარ, ჩუპრი დარეჯანასაო.

 
2 Comments

Posted by on November 10, 2010 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , , , ,

2 responses to “წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?

  1. ზაზა

    February 2, 2011 at 6:34 am

    კარგი ხარ, კობა!

     
  2. გვანცა კერესელიძე

    March 27, 2011 at 4:54 pm

    “- სიყვარულით მაძღარი ვარ! არც მწყურია, არცა მშია!”
    სულ სიყვარულით ძღომას გისურვებთ, ბატონო კობა!!🙂

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: