RSS

ჰერაკლეს მოლოდინში

06 Nov

დაემსგავსა ჩვენებური მითიურსა ავგიასა, ნეხვით სავსე ეზო-ყურე არ ადარდებს ავყიასა.
არც საკუთარ შეცდომაზე არ აპირებს ჭკუის სწავლას, იტყვის – მოვა ჰერაკლე და დამიგვისო ბინძურ თავლას.
ხოლო თავად არ ირჯება, არ სურს ხელის გამოღება, გეფუყება, გეურჩება, ფიცხდება და კერპიც ხდება, მამულს ჯღიბად ეტმასნება, მის მზეს მუქთად ეფიცხება, ახურდავებს ნება-ნება და არამი ლუკმით ძღება.
იცვლებიან ეპოქები, სამშობლო კი რჩება მარად, სალოცავად, საფიცარად, ჩვენდა მწედ და ჩვენდა ფარად, ფარავს დიდი მისტერია, არც როს ელის გასვლა ყავლის…
თუმც გვახსოვდეს ისტორია ნეხვით სავსე დიდი თავლის.

 
2 Comments

Posted by on November 6, 2010 in ლექსები

 

ტეგები: , , , ,

2 responses to “ჰერაკლეს მოლოდინში

  1. მირიანი

    February 2, 2011 at 10:20 pm

    არ მგონია კობა რაღაც მე, რომ სიკეთისკენ შეიცვალოს რამე.

     
  2. ქეთევან ჩიკაშუა

    October 29, 2012 at 4:12 pm

    უმაგრესია! აღფრთოვანებული ვარ!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: