RSS

ასე მოგეფერე

19 Oct

თუ გინდა, რომ ერთხელ მაინც სასწაული დაიჯერო, დღეს აქედან ვერსით წახვალ მგზავრო, წუთით შენაჩერო…
ჭურითავზე თხილის ჩერო, სუფრა, მის ქვეშ განაწყობი, თიხის თუნგი, შეცვარული, ნაქურჩალით დანაცობი, ჭადი, კეცზე დანაცხობი, ნიგვზის ფოთლით შეტყეპილი, ჭყინტი ყველი, ცოტა წნილი, პრასი, ახლად შეკრეფილი.

გაილაღე დაბანგულმა ოთხავ კუთხის ტრფიალითა, კულათი და ჭინჭილითა, ალაგ – შროშულ ფიალითა,
სიყვარული დანთებულა მუშამბიან მაგიდაზე…
ამ სუფრასთან ვეღარასდროს დამიძახებს კაკიტაძე…

გამრიგეო, ნუ დამძრახავ, საყვედური თუკი დამცდა, რა გემო აქვს ამ სიცოცხლეს, თუ ჯახირში შემომაცვდა,
ხოლო როცა მოდის განცდა ქვეყნად კაცად დავარგების, სწორედ მაშინ გვიწევს ჟამი საწუთროდან აბარგების,
თუმც მაშინაც არ გასვენებს ის კვიმატი, სულში რო ზის…
ხოლო ვისაც დაბადებით მოსდევს სული ანგელოზის, ვინძლო ძალი არა ჰყოფნის ამგვარ ჯოჯოხეთში ყოფნის, ამიტომაც ეჩქარება მიტოვება წუთისოფლის.

წახველ, ლექსად დაგვიტოვე შენი სულის გასაღები და კაცური ჩუმი სევდა, მხოლოდ ჩვენთვის გასაგები და გაფრინდი ზეციური საქართველოს ბინადრებთან, ვისთანაც კი ჩემნაირი ჩამოჯდომას ინატრებდა
სიყვარულის დიდო ნიჭო, მოწკეპილო შავი ჩოხით…
ასე მოგეფერე ბიჭო, ლექსით, გულის მოსაოხით.

 
4 Comments

Posted by on October 19, 2010 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , , , ,

4 responses to “ასე მოგეფერე

  1. მაკო

    October 19, 2010 at 1:51 pm

    გამრიგეო, ნუ დამძრახავ, საყვედური თუკი დამცდა, რა გემო აქვს ამ სიცოცხლეს, თუ ჯახირში შემომაცვდა,

    …………………………..
    რა მაგარია!!!

     
  2. ლალი

    November 14, 2010 at 6:14 pm

    რა კარგი ხედვაა, კაცური, ქართული. ღირსი იყო კოტე ამგვარ მოფერებისა!

     
  3. liako

    November 18, 2010 at 12:45 am

    არაჩვეულებრივი ლექსია ….

    ძალიან ძალიან ლამაზი

     
  4. ცისანა ზიზიკორე

    February 4, 2011 at 9:04 am

    “სიყვარულის დიდო ნიჭო, მოწკეპილო შავი ჩოხით…
    ასე მოგეფერე ბიჭო, ლექსით, გულის მოსაოხით.”

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: