RSS

რუბიკონი – მინამ, სინამ…

29 Aug

გურამა – რუბიკა, ნახე რა სუფთა ხელები მაქვს.
რუბიკა – ჰო, აზრზე ვარ, ხელის ჭუჭყი გინდა რო გსესხო, არა?
გურამა – ო შენ გენაცვალე მაგ აზრიან გოგრაში.
რუბიკა – თუ ფული არ მოგეცი, შავი ვარ და ოღრაში, თუ მოგეცი, ეგრევე მენაცვალებ გოგრაში. არა, მაზალო იცი რა არი? თან რო იძახით, რო ფული ხელის ჭუჭყია, თანაც რო ზედ მთელი თქვენი წმინდანიანები ახატამთ, თამარი, ზახარი და რამე. კიდე ისა, პოეტი როა, ჭვაჭვაძე.
გურამა – რაიო? ვინაო?
რუბიკა – ჭვაჭვაძე, ელი. აი ისა, რომელიც სომეხივით სტროგი უჩოტი აკეთებდა. ნაპრიმერ: ყოველ დღესა თავსა ჰკითხე – აბა დღეს მე ვინ რა მარგე.
ჰოდა, მე ერთი აზრიანი რამე ვიძახი, რო ეგენები მანდედან აიღეთ და ჩემი სიფათი დადეთ, რადგანაც რო ფული ჩემთვინ ჭუჭყი კი არა, ეგეთი სიხარულია, როგორც რო თქვენთვის სბორნი გრუზია ფინალში.
გურამა – ფინალში არა ფუნაში. მაგათი არაფერი გეიშვა. დაძუგძუგობენ წელკავიანებივით.
რუბიკა – კსტაწი, შენი რადიკულიტი როგორა გყამს? იმერეტინეც ბეზ გრაციი ეტა პოლჩელავეკა, ხო იცი?
გურამა – მასეა, მასე, მარა დეილოცოს ვოლტარენის მამგონი. ხენწიფის ვერა, მარა ერთი საშუალი აზნოურის მიხვრა–მოხვრა ქე დამიბრუნა. გვარიშვილი კიდო, პირველ რიგში, მიხვრა–მოხვრით იცნობა.
რუბიკა – გვარიშვილი არა ვირიშვილი. თუ ეგ არი მთავარი, რატო ერთის მეტი წესივრული გვარი ვერ მოაგონეთ?
გურამა – ეგ ერთი რომელია, შენი მოსაწონი?
რუბიკა – იი! მითომ არ იცი რომელი. წინიდანაც მაგარი როა და უკნიდანაც. ჩერეზჩურ სომხურად რო იწყება და ვაბშეე სომხურად რო თავდება.
გურამა – ე, ბიჭო, ამოღერღე, თუ კაცი ხარ.
რუბიკა – ფულარიანი…
ჰო, კიდე ისა, პრასპეკტები რა სახელები არქმემთ. ადრე პლეხანოვი ერქვა და ყველაც ჰალალად ვიძახდით – პლეხანოვზე გავიარე. ეხლა კიდე როგორ უნდა სთქო – აღმაშენებელზე გავიარე. ის კაცი ერთხელ დასწერა – ყველანი ჩემს გულზე თითოჯერ ფეხი დადეთ, განა თუ დღედაღამ ზედ იგულავეთ.
ჰოდა, მე ვიძახი, სინამ უკეთესი რამე მოაიფიქრებთ, იქნებ სჯობიან შამშობლოსთვინ ერთი ჟერტვა მეცა ვქნა და ეგ პრასპექტი ჩემი სახელი მივცე. გაუშვი თქვან – შაშლიკიანზე გავიარე!
ნახე, როგორ მუზიკივით ჟღერანემს. არც ვინმე ეწყინება, თანაც კიდე, ერთი ჰალალი ქალაქელი კაცი, ისტორიანებში შავალ.
თუმცა, მეც რა ტყვილად ვრაპრაკობ. თქვენ აბა რისი გამამცვლელი ხართ, სოჩიკში რო პროპკა დაიწვას, იმაზეც მანტიორი იძახებთ.
გურამა – დაიკიდე.
რუბიკა – ჰო არა? ყველაფერი რო ზედა გკიდიათ, ბარემ აიღეთ და იოლკის მაგივრადაც ეგ დადგით, ელი.
ვაბშეე, თქვენ რო გიყურემთ, ეს გული სკდება. ამ ქვეყანას საქართველო კი არა, უდარდელო უნდა რქვოდეს.
ინტერესი რო არა გაქთ აღარაფრის, გარდა ვაზის,
იქნებ ჭკუა შაისმინოთ პაპაჩემი არტავაზის,
მარიფათი რო ესესხოთ ჰამაც ჩვენებს, ჰამაც გრეკებს,
მინამ, სინამ ეს ცხოვრება ერთი მაგრა ცხვირში გრეკებს.

 

ტეგები: , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: