RSS

რუბიკონი – კომუნიკატორი

28 Jul

კოწია – რუბიკა შენ ხარ? კოწია ვარ მე. გურამიემ მითხრა მალე მოვალ, იყავი მანაო.

რუბიკა – პაჟალსტა.

რუბიკას კლიენტი ფიდო – ვაა! რას აღარ გაიგებ კაცოუ!

რუბიკა – რა გაიგე, რო?

ფიდოი – გაიგე ვიღაც გურამამ ამაი რა უთხრა? მანა იყავიო. ეგ მანა იცი რამხელა სარია? ეგ როგო უნდა შაიყო, ჯო?

რუბიკა – არა ძმაო–ჯან, გურამა პროსტა უთხრა მანდ დამელოდეო, ელი.

ფიდოი – მე ველი?

რუბიკა – შენ კი არ ელი, პროსტა, როგორც რო სომეხი კაცი, მე ჩემი ნათქვამი, კაკ აბიჩნა, ეგრე ვათავებ – ელი.

ფიდოი – როგორ ათავებ?

რუბიკა – ელი.

ფიდოი – შენ ათავებ, მე ველი? იი!?

რუბიკა – იი!? ეგრე ხო სომეხები ვიძახით. დაიცა, შენც კაი ჩორნა მყეხარ. რა გვარი ხარ?

ფიდოი – კოჭლამაზაშვილი.

რუბიკა – ვაჰ! ცავატანემ, ეგეთი გვარი გაქს, მაკასინის შეკერვა მოგინდება.

ფიდოი – რა მაკასინი, ჯო, ბათინკა დამიკერე მეთქი. ანდე, ეს კაცია მოწმე.

რუბიკა – აბა ვინა?

ფიდოი (კოწიაზე უთითებს) – ანდე!

კოწია – ჰი, მე ვინ რას მანდობს, თვარა…

ფიდოი – დაიცა, შენ ის არა ხარ, ამწინებზე სასაუზმეში სუპ რო ჭამდი და არაყ ლევდი?

კოწია – რაიო, რას უნობ?!

ფიდოი – მე ვსუნობ?

რუბიკა – დაიცა, დაიცა, აქ თქვენებური შუხური არ დამიწყოთ, თორე შარი მამდებენ, ბუტკა დამიკეტამენ. ისევ მე უნდა გითარგმანოთ, თორე თქვენ როდის იყო, რო ერთმანეთი აგებინებდით.

ზნაჩიტ, ფიდო იძახის, რო შენა გოდერძასთან სუპი ჭამებდი და ზედაც არაყი სვამებდი, გაიგე?

კოწია – შე კაცო, მერე აგრე ეთქვა, ადამიანურად. რაიო, რა თქვი? სა მიყურე?

რუბიკა – ეგ ნიშნავს – სადა მნახე, რო სუპი ვჭამეო.

ფიდოი – ისნი მეტროითან, ჯო, პეტაი სახლი წინა, ახლი წინა.

კოწია – ვინ ვის ახლიწინა?

რუბიკა – მაგისი ნათესავი პეტრე როა, მაგისი ახალი სახლის წინიდან რო სასადილოა, იქა.

ფიდოი – მენც მანდ ვიყა. არ გახსომს? ერთი ციდა დუქანია, სულ ათი სკამია, ჯო.

რუბიკა – კოწია სტოპ! მიაჯო კი არა, ეგ იძახის, რო მანდ ჩერეზჩურ პუჭურა ზალია.

ფიდოი – ჰოოდე და სამი მაგიდაა ჯო!

რუბიკა – იი! რა დააჯო! სპეციალნა ეგრე იძახი, არა? რო ჩემი გული გაასკდინო… შენც კიდე, ძმაო–ჯან, რაღა აქ დადექი, ან ვაბშე ვინა ხარ და აქ რა გინდა?

კოწია – ზესტაფონის თიატრში ვარ მე ნამუშავარი. თბილისშიც ქე ვართ გასტროლებზე ნამყოფი. მე რო მარჯანიშვილში ჰამლეტის მონოლოგი ვთქვი, გაწყდა დარბაზი სიცილით, აპა! ხოდა ახლა მაანე გადმევედი თლათ და ველოდები როლს როის მამცემენ.

ფიდოი – როლს–როისს არა, იმაი მოგცემენ… ოპლიჯიპსა.

რუბიკა – ოპელის ჯიპსაო, ცავატანემ, ცუდი არ იფიქრო…

კოწია – გასწი ბიძია, საქმე ნახე, რას დასობილხარ აქანე.

ფიდოი – რა ვაქანო?

რუბიკა – ტრაკიიიიიიიიიიი!

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: