RSS

რუბიკონი – ადვაკატ დიავოლა

23 Jul

გურამა – რუბიკა, გეიცანი, ჩემი სახლიკაცია, დათო. ამაზე მცოდნე და მეიაფე ადვოკატს ვერსა იშოვნი. მაღარიჩი შენზეა.

რუბიკა – აი, ცავატანემ! აი, ამ ჩემი ბუტკის გაყიდვა მინდა ჯიგარო. ერთი ჩინელი კაი ფული იძლევა, ოღონდ იძახის, რო ყველა დაკუმენტი წესივრულად უნდა იყოს.
ხო აზრობ, ეხლა ეგეთი დროა, რო დაკუმენტები თუ სწორე არ გაკეთე, მოვლენ და ყველაფერი თავის სახში წაღებენ.
ეგ კიდე რა, შაიძლება ვაბშე აქეთ ვალი მოგადონ.

ადვოკატი დათო – ნუ ღელავთ, ბატონო რუბიკ. გურამმა მთხოვა ჩემს თავზე ამეღო თქვენი ჯიხურის ყიდვა–გაყიდვის პროცესის იურიდიული მომსახურება. მე გავეცანი ამ საქმეს და ჩამოვაყალიბე შესაბამისი რეკომენდაცია, რომელსაც ახლა გავაჟღერებ:
“გამომდინარე იქიდან, რომ გამყიდველთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქონების გამყიდველი ჯერ აღნიშნულ ქონებას მოხსნის იპოტეკას და შემდეგ გადასცემს შპს–ს ამ ოპერაციის განსახორციელებლად და გამყიდველსა და ბანკს შორის რისკების განსასაზღვრად, ბანკი ითხოვს იმ ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დრაფტს შესაბამისი მონაცემებით (ქონების მონაცემები, ნასყიდობის ფასი და ა.შ.), რომელიც უნდა დაიდოს თქვენსა და შპს–ს შორის იმისთვის, რომ დარწმუნდეს შემდგომში განსახორციელებელი ნასყიდობის ფაქტის განხორციელების რეალური ნების სინამდვილეში და ასევე გაეცნოს თქვენი მხრიდან ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის პირობებსა და ვადებს.”

რუბიკა – ვაიჰ! ერთი, თუ უკაცრავად არ ვიქნები, ეგ ქართულად როგორ იქნება?

იურისტი დათო – ეს სწორედაც რომ ქართულად იყო.

რუბიკა (ათწამიანი პაუზის შემდეგ) – პროსტა რო ვაჩუქო, შაიძლება?

იურისტი დათო – რასაკვირველია. ოღონდ, ასეთ შემთხვევაში ნასყიდობის პროცედურა უნდა შეიცვალოს ჩუქებისათი და იგი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება…

რუბიკა (განწირული ხმით) – არა! არ მინდა! აღარ ვყიდებ, აღარცა ვჩუქებ! ჩემთითონ აქ ვიჯდები, აქ დავლპები! ანდაც ჩემი ხელით ეს ბუტკა დავწვამ!

იურისტი დათო – ამ შემთხვევაში მისი საბალანსო ღირებულებიდან…

რუბიკა – ძმაო–ჯან, შენ გენაცვალოს რუბიკამ, წადი რა, რას გადმომეკიდე, რამე შენი ვალი მაქ თუ რა?

იურისტი დათო – რა თქმა უნდა გაქვთ. მე ერთი საათი დავხარჯე თქვენს კონსულტირებაზე და ჩემი ერთი საათი 300 დოლარი ღირს.

რუბიკა – იი! სუ ორას დოლარად ბუტკა ვყიდებდი და შენ საიდან სამასი დოლარი მოგცე?

იურისტი დათო – ეგ თქვენი პრობლემაა…

– იი! – საშობაო ბურვაკივით დაიჭყივლა რუბიკამ და მეჩექმის დანას წამოავლო ხელი…

იურისტი დათო – ცივი იარაღით მუქარა ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის…

რუბიკა – ვაი, მამაჯან, ეს ინჩ ანგიტაკწაკან ტღა, ოვა ანდარუწუნ? იშკაკან შნაძუკ, ელი! (უი, დედაია, ეს რა შეუგნებელი ვინმეა, სად არის სამართალი? ნამდვილი ზვიგენია, რაღა!)
ძმაო–ჯან, ბევრი რო აღარ ვირაპრაკოთ, ხვალე მოდი და შენი სამასი დოლარი მოგცემ.

 
2 Comments

Posted by on July 23, 2010 in რუბიკონი

 

ტეგები: , , , , , , , , ,

2 responses to “რუბიკონი – ადვაკატ დიავოლა

  1. გულნარა

    March 3, 2011 at 11:26 pm

    ადვოკატ დათოს თოჯინაც მალე იქნება

     
  2. liako

    March 6, 2011 at 4:32 pm

    მაგარია:)

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: