RSS

რუბიკონი – ძლევაი საკვირველი

18 Jul

რუბიკა – ჩემო გურამ, იცი რასა ვფიქროვნებ, აი, კაკრაზ რუსებზეა ნათქვამი – მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო.

გურამა – შენ ხო ვეღარ მოგაშლევიე ამ რუსეთზე ფიქრი. კომპასივით სულ ჩრდილოეთისკენ გეღრიცება კისერი.

რუბიკა – მე კომპასი, შენ მომპასი, ცავატანემ ჩემო ლუბა, ესლი ხოჩეშ, ტვაიმ სტანუ, ბუდუ ლუბიტ ოჩენ გრუბა…
შენ კიდე, გურამ–ჯან, რაც არ უნდა თქო, ტოკიც ეგენები იძლევიან და გაზიც.

გურამა – მგონი შენ ის უფრო გენატრება, იქოური ქალები რასაც იძლევიან.

რუბიკა – ვახ, მამა–ჯააან, მაგათი ძლევა მაშინ უნდა გენახნა, პირვლად როცა რო ტაგანროგში ჩაველი, ჯეელი, კრასავეცი… აი, ჩვენს ისტორიანებში რო სწერია – “ძლევაი საკვირველი”, ეგ არის კაკრაზ ჩემი თავგადმოსავალი რუსეთში.
ქალები ეგენები არიან, ძმაო. აბა, ჩემი სიდედრი რო დაინახავ, ეგრევე უნდა იმღერო “კვდარი ვიყო, ავდგები”, ოღონდ ნააბაროტ.
არადა, დადის და იძახის – ზოდიაკით ქალწული ვარ!
მეთქი – ქალწული არა, ბებიაშენისამ, რა ბლიზნეციც მე ვარ, ის ქალწულიც შენა ხარ, ელი. მაგას ეგეთი სიფათი აქს, რო არც როდის ქალწული არ იქნებოდა.

გურამა – ვა–ხა–ხა–ხა! შენ არ იძახოდი, რომე სკოლაში რო დავდიოდი, ჩემი მასტავლებელი იყო და მიყვარდაო?

რუბიკა – ეე, ნი სიპ მნე სოლ ნა რანუ. თორე შენ რა, ვაბშე უღრუბლო ბავშობა გქონდა?

გურამა – ეეხ, ჩემო რუბიკა, ბავშვობა მართლა უღრუბლო გვქონებია და არ ვაფასებდით. ადრე პოლიტიკოსები ქე მაინც არ გვეჩხირებოდენ თვალში. ახლა ყველას ტელევიზორში აქ თავი გამოყოფილი და საცა არი, ქეც მოგახტებიან იქიდან.
მერე, მე შენ გეტყვი, სასიამოვნოს გეტყვიან რაიმეს. სულ ერთმანეთზე თავდასხმა და ლაფის შესხმა…

რუბიკა – თან რასაც ისენები მურტალი რამეები იძახიან, ორი იმდენიც ტელევიზია ამატებს. აი ეგ ყველაფერი სუ პირვლად “რუსთავი 2″ დაიწყო და დღემდე ეგრე უბერამენ.
„რუსთავი ორზე” სულ მუდამ სკანდალია და განგაში,
ყველა მელოჩზე ჰყვირიან პანიკის თესვის ამბავში,
თურმე ვიღაცა ვიღაცას ხელი ჩაუყო ჩანთაში,
ტამოჟნის თანამშრომელი არა ქნა სწორე განბაჟი,
ვიღაცის ბიჭი ყოფილა მალალეტკების ბანდაში,
ვიღაცა პარლამენტარი უქნეს მაგარი შანტაჟი,
ქურდი აღარ ზის რამკაში, ქვა არ გავიდა დამკაში,
ვიღაცას კიდევ ბალკონზე კატამ ჩაუფსა ბანკაში…
რა მაგის ატვეტია და,
ლუსიკა ეგრე გასუქდა, ვეღარ შაიკრა ბანდაჟი.

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: