RSS

რუბიკონი – ბურიმე

14 May

გურამა – მოი, რუბიკა, “ბურიმე” ვითამაშოთ.
რუბიკა – ეგ რაღა ახალი შარია?
გურამა – რა, და ერთ სტრიქონს მე ვიტყვი ლექსად, მეორე შენ უნდა მიაბა და ასთე.
რუბიკა – მიდი.
გურამა – ჯერ გავხურდეთ პაწა. მაგალითად, “ქეთო და კოტედან” სიკოს და საქოს კუპლეტები გენახსოვრება ალბათ – ქართველებს დასცინიან, ღვინის სმა რომ იციან…
რუბიკა – იმიტომ რომ სვამენ და ვალებს აღარ იხდიან… ვა, ეგ რა კარგი რამე ყოფილა, ტო. ვინ მოიგონა?
გურამა – ფრანგებმა.
რუბიკა – ვაჰ! ცავატანემ, ფრანცია მაინც ევრაპეისკი კულტურა და რამე.
აბა ის საქმეა, გუშინ რო აქ სიღნაღელი გოგია შაირები იძახდა? მთელი ღამე მაგის ნათქვამები ჩემ თავზე წარმოვიდგენდი და ცივი ოფლი მასხამდა, ელი.
დავაი, ეხლა მე ვიწყებ: მოდი ახპერ გურამ–ჯან, ვითამაშოთ ბურიმე…
გურამა – შუშან შენზე რო ვფიქრობ, აღარ მშივა პური მე…
რუბიკა – ეგ რა ტურფა ვინმე ხარ, რა ქორფა და რა შუშა…
გურამა – აბა შენთან რას მოვლენ სირუშა და ვართუშა…
რუბიკა – ეგ თვალები რამდენი იმედები ჩაფუშა…
გურამა – გული, შენგან დაჭრილი, ნეტავ ვინ მოაშუშა…
რუბიკა – ჩემი შარიც მეყოფა, გენაცვალოს რუბიკამ…
გურამა – ეჭვიანი ცოლი მყამ და სიდედრიც გრუბი მყამ…
რუბიკა – სკანდალები არ მიყვარს, მიტომ ვარ ასტაროჟნი…
გურამა – შენ კი ეგრე ცივი ხარ, კაკ ესკიმო მაროჟნი….
რუბიკა – ტუჩები გაქ კლუბნიკი, თვალები გაქ ვიშნები…
გურამა – ნეტავ სადმე შაგვყარა აბსალუტნა შიშვლები…
რუბიკა (წამოხტება) – ჯან–აია, ჯან–აია, ჯან–აია, ჯანაი–ჯანაი–ჯაააან! დაიცა, ცავატანემ, ეგ შუშანა რომელ უბნელია?

 

ტეგები: , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: