RSS

რუბიკონი – სტრაბაც ხოზაკცუწუნ (გულღია საუბარი)

14 Mar

გურამა – რუბიკა, სტუმარი მყავს სამეგრელოდან. მე უნდა გევიქცე, ერთი ოცი წუთის საქმე მაქ და აპა შენ იცი, არ მოაწყინო.

რუბიკა – ა ჩომ რეჩ, ცავატანემ, როგორც ვამბობთ ხოლმე – სტუმარი ხვთისაა.

სტუმარი – ხვთისო კი არა, ტოლიკი მქვია მე, მაგალითად.

რუბიკა – პაჟალსტა, ჯიგარო–ჯან, რაც გინდა გრქვოდეს, შენი ნებაა, გინდაც ტოტორიკი…

სტუმარი – ტოტორიკი ჩემს ძმას ჰქვია, ხოლო მე მქვია ტოლიკი, პერსონალურად.

რუბიკა – იი! რა ერთი–იგივე ამეორებ, როგორც რეკლამნი როლიკი…

სტუმარი – გიმეორეფ კიდო – როლიკი კი არა, ტოლიკი მქვია მე, დოკუმენტალიურად.

რუბიკა – კარგი, ჰო, შარზე ნუ ხარ. გინდა რამე ვითამაშოთ? ნაპრიმერ კრესტიკი ი ნოლიკი?

სტუმარი – ნოლიკი ოჯახში იყოლიე, თუ კაია. ტოლიკი მქვია მე, კონკრეტულიად!

რუბიკა – ვახ გურამ, შენ რა გითხრამ, ვინ მამიყვანე ეს მელანხოლიკი…

სტუმარი – მელანხოლიკი კი არა, ტოლიკი, ტო–ლი–კი! ბიჭოს!

რუბიკა – ხარაშო, ვაბშე სხვა რამეზე ვირაპრაკოთ. შენი უშანკა რა ტყავია, კროლიკი?

სტუმარი – ა! მერე იტყვიან, კაცი რატომ მოკალიო. ამ ბოლოჯერ გეტყვი კიდო – კროლიკი კი არა, ტოლიკი მქვია მე, პრინციპულიად და კატეგორიულად.

რუბიკა – ვაი! ა მოჟეტ რელიგია ვამ ინტერესნა? თქვენი ვერაისპავედანია რომელია, პრავასლავნი თუ კატოლიკი?

სტუმარი – კატოლიკი პასპორტში მიწერია, ცხოვრებაში კი ძირითადად მქვია ტოლიკი.

რუბიკა (თავისთვის) – ვახ, საღოლ, მგონი პლასტინკა გამოცვალა. აბა რუბიკ, ასტაროჟნა, კიდე რამე არ შაგეშალოს.

– პატივცემულო ტოლიკი, როგორც გამიგონამს, თქვენი კუთხის ხალხი განსაკუთრობით აფასებს ზრდილობიანობა.

ტოლიკი – ნამდვილად, მაგრამ რად გინდა მერე. სულ გაუზდელდა მთელი მსოფლიოს ხალხები. მიორედ მოსვლის ნიშნებია ეს. კინოს ვინღა ჩივის, შენ ხარ ჩემი ბატონი, ფეხბურთის ჩემპიონატისთვის ვერ მიყურებია ბოვშებთან ერთად.

რუბიკა – მითომ რატომ? ახ, დააა! ტრუსიკებით რომ დარბიან?

ტოლიკი – მაგას რა უჭირს კიდო. დადგებიან და იძახიან, ბოდიში და – მუნდიალ, მუნდიალ!

რუბიკა – ეგ რას ნიშნამს, რო?

ტოლიკი – მათებურად მსოფლიო ჩემპიონატს ნიშნავს ვითომ, მაგრამ იმას კი აღარ ფიქრობენ, მუნდი მეგრულად საჟდომს რომ ჰქვია.

რუბიკა – ჰოო. ისე, თქვენზე კი ახია, ხო იცი. რო დადგებით და მღერიხართ – აბა დელი, ვორუდილა – ეგ კარგია?

ტოლიკი – მერე და რაა ვორუდილაში ცუდი, მაგალითად?

რუბიკა – მაგალითად ისა, რო ვორ ხო ტრაკია დედიჩვენის ენაზე.

ტოლიკა – ჰოხ! რას არის რომ კადრულობთ თქვენ. დედათქვენის ენაზე ტრაკს რა უნდა მაგალითად?

რუბიკა – იი! ახპერ–ჯან, შესაძლოვანია, რო ამქვეყნად ეგეთი ენაცა რსერბობდეს, რომელშიც არ იყოს ტოლმა, მაგრამ ეგეთი ენა სად გინახნია, რო შიგ ტრაკი არ იყოს?

ტოლიკი – უკაცრავად, მაგრამ თქვენ გლანდებს ხომ არ გულისხმობთ ამ შემთხვევაში კონკრეტულიად.

რუბიკა – კანეშნა მაგასაც. ვაბშეე, ლუბოი რამე, რაც რომ ამქვეყნად რსერბობს, შენს ენაზე უნდა გქონდეს, მააშ.

ტოლიკი – ჰოხ! რა საოცარი ხახა გქონებიათ, ჩქიმ პატენი, უკიდეგანო ნამდვილიად. უჰ, გურამ, რა კარგია რომ მოხვედი. აქიდან წამიყვანე მალე, თუ კაცი ხარ, სანამ მეც ამასავით არ გამიფრენია. სად დამტოვე, თუ იცი? ვინ არის ეს უცნაური შავი კაცი და რას არის რომ ლაპარიკობს. აი, ამ წუთას, მაგალითად, გულმოდგინედ მიმტკიცებდა, რომ დედაჩემს პირში ტრაკი აქვსო, თანაც სხვისი…

 

ტეგები: , , , , ,

One response to “რუბიკონი – სტრაბაც ხოზაკცუწუნ (გულღია საუბარი)

  1. tamar

    April 1, 2010 at 10:48 pm

    ესეც მეგრულ სომხური გაუგებრობააააა. ისე მეგრელი უფრო ურევდა.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: