RSS

რუბიკონი – სამში ბევრი

12 Mar

გურამა – რუბიკა, ის ანეგდოტი თუ იცი, სეროჟამ რო ოქროს თევზი დეიჭირა და სამ სურვილს შეგისრულებო, ის თევზი ქე რო დაპირდა.

რუბიკა – იი! ბებიამისისამ. რატომ სამი? მითომ ხუთი რო იყოს, მაგისი რა მიდის? თანაც, ჩემ ხელში არ არი? რამდენსაც მინდა, იმდენიც ვსურვებ.

გურამა – ე, ბიჭო, მათქმევიე. ხოდა, ამბობს სეროჟა – ჩემი ბიჭი რაჩიკა სკოლას ამთავრებს წელსო და იურიდიულზე უნდა მამიწყვოვო, თანაცო, ინსტიტუტში სასიარულოდ კაი ფირმა მანქანაც დაჭირდებაო და ბენზინის ფული მე რო არ მთხოვოს, თვეში ერთი ხუთი ათასი დოლარი ხო დაჭირდება კიდოო და მერე დასვენება რო მოუნდება, თავისი იახტით რო იკატაოს–ხვამეო და სასიმამრო უნდა ყავდეს მილიონერი და ჩემ რაჩიკას თუ იმაზე მეტი არ ექნა, დამეჩაგრებაო და მე და ჩემი ცოლიც ვისზე რა ნაკლები ვართო და ჩვენი გოგოც რა, შვილი არ არიო? იმასაც ერთი კრუპნი ბანკოვსკი კნიჟკა ხო უნდა და ერთიც პატარა სობსტვენი ოსტროვი, სამში ბევრი
საკმარისია და თუ არ გამოდის, კორსიკაც ეყოფაო, თავის გარდერობიანადო, ენაცვალოს პაპიკამო. ეს პირველი სურვილიო.

რუბიკა – იი! რა მალე გაათავა?
არა, ეგ სომხის ნათქვამს არა ჰგამს, ტაშკუილა ქართველის მოგონილი იქნება.
როგორ, მამაძალი, ზედაც ერთი ფულებით სამსე ზანდუკიც რო ეთქო, დაამძიმებდა? და ერთიც დუბაი… და კიდე კარიჩნი “პაბედა”… დაიცა… არაფერი გამამრჩეს…
ჰოოო! სამი გლავნი – ნალოგოვი ინსპექცია ვერა გპოვნილობდეს. მითომ მორჩა?

გურამა – რა მორჩა, კალბასის ცეხი ვორონეჟში?

რუბიკა – ჰო, ეგაც კარგია, მაგრამ ღორი ხო არა ვარ, მაგითი მეორე სურვილი დავიწყებ…

 

ტეგები: , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: