RSS

რუბიკონი – კოწნაწერა

04 Mar

გურამა – ბიჭო, ამ წინეებზე ქობულეთში ჩევირბინე და შორიდან რო გავხედე პლაჟს, გული გადამიცივდა. ისთე იყო გადაშავებული, მეგონა ნავთობი დეიღვარა–თქვა.
მერე ვიფიქრე, ქვანახშირის ღია წესით მოპოვება ხო არ დეიწყეს აქანე–თქვა, მარა ახლოს რო მივედი, თურმე შენი სახლიკაცებით იყო იქოურობა გადაპიპინებული.

რუბიკა – ვა, რა პიპინი, პლაჟზე მანქნებიანად იყვნენ?

გურამა – ვეღარ გასტავლე ქართული მეტყველება. გადაპიპინებული გადამსებულს ნიშნავს, დეინახსოვრე აწი.
ჰოდა, რო გევიარ–გამევიარე, თქვენებური ლაპარიკიც ქე მომეყურა. დედაია–ჩემო, ეს რა იყო.

რუბიკა – რაო, რას იძახდნენ?

გურამა – შენ ხო არ გიფრიტინებს პაწას. იმას რა გამამეორებიებს, მოსმენამ მირღძო ყური და ახლა ენაც გინდა, რო მივაყოლო? ამფერ დაჯღვარკულ სიტყვებს ან რაფრა იგონებთ, არ რაფრა აბამთ ერთმანეთზე, სასტაულია პირდაპირ.
დეიცა, თუ გევიხსენე… ერთი ანგელოზივით გოგო ნაყინის რიგში თავის კბილა ბიჭს ელაპარიკებოდა რაცხას, დაახლოებით ამფერს: – მერ ჰანრაპეწუცუნ აროღჯაპაჰუცუნ ევ კრტუცუნ ბარეფოხუცუნ ჰასტატუნ ზარგაცუმ ცუცანიშ…
ჰა? რავარია?!

რუბიკა – მერე მანდ რა ნახე ისეთ? ეგ გოგო იძახდა – ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვისა და განათლების რეფორმა მდგრადი განვითარების მაჩვენებელიაო.
ვაბშეე, რო იცოდე, ჩვენები განა თქვენსავით უცხო სიტყვები ვიღებთ და პირდაპირ ჩვენი ენაზე ვდებთ. მანდ სპეციალნი ხალხი ზის და ყველაფერზე რადნოი სიტყვები იგონებს.
ნაპრიმერ, მახსომს, როგორც კი ქართველები ბოლო–ბოლო ერთი ჰალალი კინო გამოუშვეს, “დიდოსტატნი მარჟვენა”, სადაც თავისი თავი ბეზ მასკი ანახეს, თუ როგორ აფასებენ ერთმანეთის ნიჭი და შრომა, ჩვენები სრაზუ ერთი სპეციალნი სიტყვა გამოაგონეს, როგორც რომ ჩერეზჩურ აპასნი – კოწნაწერა, რაც ნიშნამს კოწია გამსახურდიას ნაწერები, რაღა.

გურამა – ერთი დამიზუსტე, რატომ არი კოწიას შემოქმედება თქვენთვის საშიში?

რუბიკა – იი! მითომ თითონ არ იცი, მაგრამ ჩემთითონგან რო გაგებ, დვაინოი ნასლაჟდენია გექნება, არა?

გურამა – ე, ბიჭო, მითხარი, თუ მეუნები, თვარა მაგისთვინ თითვან გადავაბულბულებ მთელ გამსახურდიას და მერე ორჯერ მეტი დაგიჯდება, იცოდე.

რუბიკა – საღოლ, საღოლ. ხარაშო, გითხრამ, ოღონდ ყველაზე მაინც ნუ ეტყვი.
იმ დღეს ჩემი ბავში უროკისთვინ ეგ “დიდოსტატნი მარჟვენა” ხმამაღლა იზუბრამდა. აი კაკრაზ მანდ ერთი ძალიან მურტალი რამე მეფე გიორგი თქვა, მითომ, თუ ვინმე კარგი გამოგვერევა, ეგრე დავაკორტნემთ, როგორც რომ ყვავები.
მანდ ხო იასნია, ეგ ყვავი ვისი ნამიოკიც არის. მა როდის ყოფილა, რო ქართველი ყვავის ადგილზე თავისი თავი წარმოადგინოს.
არადა, მე როდის შენ დაგაკორტანე? ნაბაროტ, მთელი ცხოვრება თქვენთვის ტუფლი იაფად მიკერნია, რა ფასონი არ მამიგონია, რა ზაგრამანიჩნი ტოჩნი კოპიო არ მიქნია…
თქვენ კიდე მაგ ტუფლებით რა აღარ აკეთებთ, რო მალე გაფუჭოთ: მთელი დღე “ავჭალური”, ფუტბოლი, პანჩური და რამე…
მერე გამოხვალ და იძახი – დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ხელოვნების ნიმუშები.
მითომ რატომ ჩემი შრომა არ არის ეგ ხელოვნების ნიმუშები?
ერთხელაც ვინმე თქვას რა – ჩავიცვათ ჩვენი რუბიკას კულტურნი მემკვიდრეობა, მაკასინები, ბასანოჟკები, პოლსაპოჟკები და რამე.
ანდაც, ვინმეს თავში რატო ერთხელაც ეგ აზრი არ დაბადულა, რო ერთი დაშხოშიანი ტუფელნი მუზეუმი გავსხნათ. იმდენი გამოჩენილი ვინმე გვყამდა, ყველა რო თითო ტუფლი მანდ დადოს, აზრობ რამდენი ტურისტი მაგის სანახავად მოვა?
არა, აბა კარგა წარმაიდგინე ერთ ვიტრინაში სტალინის ჩექმა და, მანდვე, აინშტაინის სანდლები, რო რაზნიცა ყველამ კარგად გაგოს…

გურამა – ე, ბიჭო, რაცხა აზრიანს ამბობ, ხო იცი. ნახმარ ტუფლს ვინ დაგიკავებს, მთელი ექსპოზიცია მუქთათ გაკეთდება. მერე, იქვე, აუქციონები და ერთი ამბავი. ხო–ხო, რას მოაწყდება ხალხი… ამ დუნიაზე გამოსირებულს რა დალევს…
არიქა, გევიქეცი მე კრედიტზე საჩალიჩოთ და თუ გამამივიდა რამე, შენი ბუტკიანა უნდა გადაგსვა იმ მუზეუმში, როგორც მთავარი ექსპონატი.

რუბიკა – იი! მალობის მაგიერიააააა…
.

 

ტეგები: , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: