RSS

რუბიკონი – ფრთხილად, პოზიტრონი!

01 Mar

რუბიკა – გურამ, განა ეგეთი რა კითხვილობ, რო ერთი სათია ხმა აღარ გაღე.

გურამა – საინტერესო სტატიაა ატომის ახალი ნაწილაკებზე.

რუბიკა – ერთი უთხარი ეგ ნაწილაკი რასა ნიშნამს?

გურამა – ძაან პატარას.

რუბიკა – იი! განა მაგას ჩვენებურად ლაწირაკი არა ჰქვია?
დაიცა, დაიცა, ეგ როგორ, ტო? სად ატომი და სად ლაწირაკი?
არა, გასაგებია რო ეხლა მთელი თავრობა ლაწირაკების ხელშია. ეტყობა, ვიღაცა ჩვენზე ეკსპერიმენტი აკეთებს, მაგრამ ატომი უჟე ჩერესჩურ…
ეგეთი სტრაშნი რამე ლაწირაკების ხელში ვინ მისცა?
დაჟე მაგდენი სერიოზნი ხალხის ხელში იყო და გახსომს რა გაკეთეს? მთელი ხიროსიმა ეგრე დააუთავეს, როგორც რომ ნაგასაკი…
ეგენები კიდევ იტყვიან, რო ატომნი ბომბას მამა არის ბუმბერაზი ფიზიკოსი ოპენხუიმერი.
რა ბუმბერაზი, ტო. კაცი რო ეგეთი ბომბა გამოაგონებს, ეგ არი ბომბარაზი…
ისე, ხო იცი ეგ ატომი რა მურტალი რამეა. ეგეთი მელკი ასკოლკები აქს, რო ნეზამეტნა იაიცებში შეგივა და ს პაკონ ვეკოვ რაც რომ გენეტიჩესკი ინფარმაცია მოგიგროვნია, ეგრე წაგიშლის, როგორც რომ დაფაზე სველი ტილო.
მაგიტომაც შესაძლოვანია, რო შენ ბავში გაკეთო, ეგ კიდე ვაბშეე სხვასა ჰგამდეს.

გურამა – მეიცა ერთი, თუ ძმა ხარ. რამდენი ქალი მეზობლისგან დაორსულდება, ყოლიფერი აინშტაინს დააბრალეთ აწი.

რუბიკა – იი! ზნაჩიტ შენ გინდა უთხრა, რო მუტაცია ნა სამამ დელე არის სასედსკი კუტაცია?
და ბავშები კიდე სასედსკი კუტანტები?!

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: