RSS

რუბიკონი – რუბიკა და სემანტიკა

23 Feb

გურამა – ბიჭო, გუშინ ერთი ერევნელი ბიჭი გამაცვნეს, ბიზნესის ამბავში. რაცხა ისთე აზრიანად ლაპარიკობდა, რომე დიდი იმედით დავრჩი.
იმისთანა სქემები მოხაზა, მე კი არა, ლაბანოვსკი ეიბურდებოდა შიგ – იქიდან ჩამევიტან ჭერმის ჩირს და აქანე გადაგიცვლი ხურმის ჩირშიო. აქანე იმის დეფიციტია და იქანე ამისიო. საცხა დეფიციტიაო კიდო, იქ ტავარი არ გიჩერდება, სუ ლიწი–ლიწინით გადისო.
არ არი აზრიანი? რატო ჩემ თავში არ მოდის მაგნაირი არაფერი?

რუბიკა – ვაჰ! ყველა ხალხი თავისი ამბავში მაგარია. აბა ეგ წავიდეს და შენსავით მუქთად იგულაოს, თუ მაგარია…

გურამა – ჰო, ეგეც ქეა მართალი… მარა ისთე უმფრო მეტი ფულის შოვნა შეიძლება. რასაც ის ერთ სეზონზე შოვნილობს, იმდონი მაშოვნია მეცე და მერე ნავხოთ.
რუბიკა – ეე, ფული რო იშოვნებ, მერე ტორმუზი ჰკარგამ. სულ მეტი და მეტი გინდა. არა, განა ცუდია, მაგრამ მაგისთვის შიგნიგანად მზად უნდა იყო, ელი.
გურამა – ჰო, ეგ ფული იქით იყოს, და, სტორი რო გითხრა, თავიდან ცოტა უცნაურიც ქე მეჩვენა მისი ლაპარიკი. რაცხა, მეგონა, სუ გლახა სიტყვებს იძახოდა, მარა მერე ჩვენი ალბერტას ბიჭი მითარგმნიდა და მშვენიერი აზრები გამოდიოდა.
რუბიკა – იი! კანეშნა მშვენიეროვი გამოვიდოდა, როცა რომ ალბერტას ბიჭი შვრება. ამ ქალაქში მეორე არ არი ეგეთი კულტურნი ოჯახი.
გურამა – სიდან ასკვნი მაგას?
რუბიკა – იი! ძმაო–ჯან, ეგენები ჩვენსავით მარტო შალახო კი არა ტანცაობენ, ორ–ორი ბავში ბალნი ტანცების კრუჟოკზე დაჰყამს. მაგითი სახლიდან სულ სამბა–რუმბა–ჩა–ჩა–ჩა ხმები გამოდის, ელი. ისე, ეგ ერევნელი ბიჭი მაინც ეგეთი რა თქვა, რო გინება გეგონა?
გურამა – მაგალითათ, ერთხელ თქვა – ანფაჩარ დრაფოხარენ არევტრაკან ჰეტაქრუწუნ ფოხადრუცუნ!
ერთი ქე წამევიწიე ზეით, მარა ბოვშმა თარგმნა მაშინათვე, რომეო – აუცილებელია სამაგიერო კომერციული ინტერესის წარმოდგენაო…
რუბიკა – ოოო, კარგი ყოფილა, რაც მე ქართული ენა დღეში ჩამგდო?
გურამა – რას მელაპარიკები, ქართული როის არი მაგნაირი…
რუბიკა – ეგ ვინ როგორ შახედამს. ნაპრიმერ, ქართულში სიყვარული და ბინძურიანობა სუ ერთი ბუკვის რაზნიცა.
გურამა – ნუ ბჟუტურობ რაცხას…
რუბიკა – იი! თითონ ნახე – გოგო მიყვარს, ნასკი მიყარს.
ადრე, როცა რო ჯერ კიდევ ესეთი თავანკარიანი ქართულით ვერა ვმეტყ… ვბაზრობდი, მაგ ერთი ბუკვისთვინ წინაღამ როზა დავკარგე, ელი. ეგ რო მითხრა – მგონი ნასკები გიყარს,
მეთქი – რა ნასკები, მე მარტო შენ მიყარხარ… არადა, უნდა მეთქო – მგიყვარხარ….

 

ტეგები: , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: