RSS

რუბიკონი – დუეტ დუეტ, ანუ ორნი უბერამენ

14 Feb

რუბიკა – ვაა! რაზმიიკ! ცავატანეემ! შკოლის მერე ვაბშე არ მგინახივხარ, ელი. ძლივას გიცანი ტო, ეგ რამხელა წვერი მოგიშვია.

რაზმიკა – მეც ძლივას გიცანი, ელი, ეგ რამხელა ცხვირი მოგიშვია…

რუბიკა – მომიშვია, ხო არ ჩამიშვია. ეხლა, ხო იცი, ჩაშვება ვაბშეე როგორი მოდაშია. ყველა ერთმანეთი უშვებენ. იმ დღეს დაჟე იძახდნენ – ადიდასმა წარმოებაში ახალი მოდელი ჩაუშვა…

გურამა – ხო, მართლა, ამ გახსენებაზე, ის ჩემი საყვარელი სიმღერა უნდა მიმღერო ახლა, ორთაჭალის მწვანილებზე, თორემ ცოლთან ჩაგიშვებ, როზასთან რო დაძვრები.

რუბიკა – საღოლ, ტყვილად კი არა სწერამს შენზე საბან–ორბელიანი “კუდა მორი ელი”…

რაზმიკა – იი! ზოგი რა ბედი აქს, ტო. ნეტა ვინმე მე მამღერებდეს, ჯანუმ, რამდენი პირი არ გავაღე, მაგდენიც ჟალობა წერვენ, ეგ ჩათლახები.

გურამა – ვინ გიჩივის?

რაზმიკა – ვ ასნავნომ ხირურგები. მე ხომ პროკტოლოგიჩესკი აპერაციონნი სანიტრადა ვარ. ჰოდა, მჩივიან, მითომ მე საფრთხე ვუქმნი პაციენტის ჯამრთელობა, სტრესი და რამე. მამაძალი, თითონ თავისი ტრაკი სვეჟად ვერ შაინახა, ეგაც ჩემი ბრალი?

გურამა – კაი, შენც იმღერე, ოღონდ მარტვანა მისამღერი. აბა, სამი, ოთხიიი…

რუბიკა – ჯააააააან!
თუ გაქს წარმოდგენული, დილით ჩამოტანული, ტატარ ძლივს დაკრეფული არტაჩალსკი მწვანილი…

რაზმიკა – ჯან–აია, ჯან–აიაა, ჯან–აიაა, ჯანაი, ჯანაი, ვააი!

რუბიკა – სუ პირველი ტარხუნა ხახას გაეხახუნა, მერე პიტნა ასვეჟა, ნიახური – ახურა…

რაზმიკა – ჯან–აია, ჯან–აიაა, ჯან–აიაა, ჯანაი, ჯანაი, ვააი!

რუბიკა – როცა პირი გიქონამს წვადები, მუჟუჟები, ოხრახუშთან სუყველა არის ოხ რა ხუჟები…

რაზმიკა – ჯან–აია, ჯან–აიაა, ჯან–აიაა, ჯანაი, ჯანაი, ვააი!

რუბიკა – მარტო ერთი უყნოსე სუნი რძიან ნიორის, მიმიქარავს სუნები შანელის და დიორის…

რაზმიკა – ჯან–აია, ჯან–აიაა, ჯან–აიაა, ჯანაი, ჯანაი, ვააი!

რუბიკა – ჯერ პრიპევი რად უნდა, ჯერ სიმღერა დამაცა, კამაც–კამაც რეჰანი, კამაც–კამაც – კამაცა…

მე შენ გითხრამ – გაწყინებს, მაგათ ჭამას რა უნა, წიწმატი და ბოლოკი, ხახვი, პრასი, მჟაუნა…

რაზმიკა – ჯაან–აია, ჯააან! გურამ–ჯააან, ხვალ კიდე მოვალ და ერთიც მამღერე რა, ცავატანემ…

 

ტეგები: , , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: