RSS

რუბიკონი – ეშმაკის ბაშმაკი

11 Feb

ტანმორჩილი მამაკაცი – ამხანაგო რუბენ! მაქვს პატივი წარმოგიდგეთ – მოძრაობა “სტალინი ცოცხალიას” იატაკქვეშა კომიტეტის წევრი სევარიონ თარგამაძე.

რუბიკა – ვააჰ!…

გურამა – იმე! სევარიონა, ბიჭო! რა ქარმა გადმეგისროლა აქით. ვერც შენ მიცანი, ხომ? გურიკა ვარ, ხაჭაპურიძე, შენი კლასელი. კი, მარა, ახლა სროკზე არ უნდა იყო? გამოგიშვეს თუ გამეიპარე, შენებურათ?

სევარიონი – ჭორებს ნუ ავყვებით, ამხანაგო. მთელი სახელმწიფო მანქანა ჩვენი სახელის შესაბღალად მუშაობს, მაგრამ ჩვენი რიგები ისე მტკიცეა, როგორც არასდროს.
ახლა კი მადროვე, ჩემს თანამოაზრესთან საქმე მაქვს პატარა.
ამხანაგო რუბიკ, თქვენი სახელოვანი ბაბუა 1951 წელს მოღვაწეობდა იმ ბრიგადაში, რომელმაც შექმნა დიდი ბელადის ლეგენდარული ჩექმა “შავი მერცხალი”.

რუბიკა – ნეუჟელიი! თქვენ ეგ საიდანღა იცით?

სევარიონი – ჩვენ ყველაფერი ვიცით, ამხანაგო.

რუბიკა – იი! მა აბა ჩემი ტიოშჩის სახელი უთხარით, რა გვარია…

სევარიონი – ანაიდ ვაღარშაკის ასული თარჯუმანიანი, დაბადებული 1934 წელს, 645–ე სკოლის პედაგოგი, ინტიმურ კავშირშია ფიზკულტურის და გეოგრაფიის მასწავლებლებთან.

რუბიკა – ვაა… ზნაჩიტ მაგან ბოზია? დაიცა, ჩემგან რა საქმე გაქს?
სევარიონი – ურთიერთხელსაყრელი წინადადება – თქვენ ჩვენი კომიტეტის წევრებს გვიკერავთ ჩექმებს, ჩვენ შეგიყვანთ კომიტეტის შემადგენლობაში, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ინიშნებით ინდკერვის სახალხო კომისრად…

გურამა – ვააა–ხა–ხა–ხა! არ გაბრიყვდე, რუბიკა, ჯერ ჰკითხე, რამდენი კაცია მაგათ კომიტეტში, თვარა სიკვდილამდე მაგათ საპოჟნიკად დარჩები…
რუბიკა – მა ფული?

სევარიონი – რა ფული? ამხელა ნდობა გამოგიცხადეთ და შენ მაინც წვრილბურჟუაზიული პოზიციიდან გველაპარიკები? ინჩუ დუ ხაიტარაკუმენ პარავორ ჰიშატაკ კო მეც პაპიკ? არ გეკადრება ჩემნაირი პატიოსანი კაცის გატყავება.

რუბიკა – ვაბშეე ტა, შენი ტყავი რა ფეხებად მინდა? მაგისგან რა ტუფლი გამოვა რო?

სევარიონა – არ შეგრჩებათ ბაღლინჯოებს მშრომელების სისხლის წოვა, სულ ათმაგად გაზღვევიებთ, ჩვენი ვლასტი როცხა მოვა.
მალე გაგახსენებთ მაგას, შე რენეგატო კოლაბორაციონისტო (წაკუნკულდება).

რუბიკა – იი! შენ თვითონ დეგენერატო კოლა ცუანისტო! წადი ტოლი ნახე, კოჭი გაგორე!

გურამა – უი დედაია, რამდენი ვიცინე, თქვენ გეიხარეთ. ისე, ძალიან შარიანი პროფესია კი გაქვს, ხო იცი.

რუბიკა – რასა ვზამ. ჩემი გვარი ხო პრაკლინონნია. დრევნეიში ლეგენდის თანახმად ჩემი პრა–პრა–პრა–პრა–პრა–პაპიკა ერთხელ თურმე ფულზე იხარბა და მეფის–ტუფელი შაჰკერა, ეშმაკის ბაშმაკი, რაღა.
მაგის მერე ჩვენი გვარში ყველა საპოჟნიკი ხდება.
რაღანაც რომ ის ბაშმაკი ჩემ პრედკისგან შეკერვილი, მაგიტომაც ჩვენი გვარი ეგრე არის დაწყევლილი… როგორაც რომ ბასკერვილი…

გურამა – აქიდან მორალი: გინდაც გადაგიხადონ ჰონარარი ასმაგი, არასოდეს შეკერო ეშმაკისთვინ ბაშმაკი!

 

ტეგები: , , , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: