RSS

რუბიკონი – პრეტენზაცია

04 Feb

რუბიკა – რა დრო დადგა, რო უჟე ჩემი პუჭურა ალბერტიკა სობსტვენი პაპიკაზე შპიონი, ელი. მა ეგ არის მაგის მადლობიერება, რაც რომ მე მაგისთვის ტანჯვილობა მინახნია?…

გურამა – რა ქნა ამისთანა, რო ლუკმას აყვედრი…

რუბიკა – ეგ ჩემისა თურმე უსმინებდა, მე ძილში რას ვიძახი.

გურამა – მერე, რა გიკვირს? ბავშვი ახლა აქტიურ შემეცნებით ასაკშია.

რუბიკა – იი! რა შემეც ნებით? მაგ ჰასაკში ჩემ პაპიკაზე მე როდის ეგრე ვიყავი? არა, ძმაო, სულ სხვა გაგების პაკალენია მოვიდა. ჩაშვება გრეხი აღარ არის, ტო. ნააბაროტ, მაგაში დაჟე პრემია იძლევიან.

გურამა – რას იძახდი და ვისთან ჩაგიშვა, შე უბედურო. როზას ხო არ აბოდებდი სიზმარში?

რუბიკა – იი! შენ საიდანღა იცი? ნეუჟელი შენცა მყარაულობ? თქვენ რა, ჩემს იქეთ საქმე გაათავეთ?

გურამა – მერე, მერე? გაყურადებდა აბა ეგ მამაძაღლი? მომაბარე ერთი ეგ ბიჭი პაწა ხანს, ისე გამოვწვრთნი, რო მთელ უბანს დავაწიოკებიებ. რაიო, რა მოგაყურადა?

რუბიკა – რა, და, თურმე ვიძახდი – ახ, ცავატანემ!

გურამა – მერე? იქნება ცოლზე იძახდი…

რუბიკა – მაგას ვინა სჭამს, ეხლა კიევის ტორტი აღარა სჭამენ. ეგ ზმეიონიშიც მოვიდა და მკითხებს – პაპიკ, რამე კარგი სიზმარი თუ ნახე, წილში ვარ.

მე დურაკიც ჰალალად, მეთქი ბავში ხო ვერ მოვატყუარებ, ვეუნები – აბა, როგორ გითხრა, სინოკ–ჯან. მალალეტკა ეგ სიზმარი ვერ გაგებს. ერთი ათი წელიც მაიცადე და მერე მკითხე.
ეგაც კიდევ წავიდა და ყვერაფერი სიდედრის ყურში ჩაუყაჭავა.
სიდედრიც ეგრევე ჩემი სპალნაში შტურმი ქნა და თავისი პრეტენზაციები დაიწყო:
– ჩემი ლუსიკა შენზე არამიაო.
– ახი არ არი, რო ეგ ბოზი როზა იყოს შენი შვილების დედაო.
– ან კი რასა ჰგამსო ეგ ბოზვანდარაო. აბა მაგისი გაპუტვილი და ჩემი გოგოს პერვაზდანნი, ჩაის ბუჩქებსავით წაბრები ერთიაო?
– მაგისი ჩათლაშკა დედამისი და მე ერთიაო?
კაროჩე, იმდენი ეგეთი რამეები იძახა, რო ეგ როზა უფრო მამინდა.
– შენაო, – იძახის – კიდე კარგი, რო ქალი არა ხარ, თორე შენც ეგეთი იქნობოდიო.
მეთქი – ჩემ დაკაჟიშ?
ეგ კიდე ვენტელატორი აიღო და მაგითი თავში მარტყამდა – შენ ოხრისავ, ჩვენ შენი სექსი კი არა, შენი ფული გვადარდებს. იმ დღესაც რო ასულხარ და ბამბანერკა აგიტანია, ჩვენ რა, გვაწყენინებდაო?
მეთქი – სუ რო იძახი – ჩვეენ! ჩვეენ! ერთი უთხარი, შენ რაღა შვაში ხარ, მამაძალი. რაღაც არ მგახსომს რო ლუსიკთან ერთად ცოლათ შენც შაგირთე…
არადა, გურამჯან, იცი ჯეელობაში რა ქალი იყო… როგორც ტოლმის მურაბა. შკოლაში რო დავდიოდი, ეგ უფრო მამწონდა, ვიდრე ლუსიკა, რომელიც მაშინ ეგეთი ფეხები ჰქონდა როგორც რომ ქლოროხ–მოროხ–წაკ.

გურამა – ეგ რაღა ოხრობაა?

რუბიკა – მაკარონი, რაღა.

 

ტეგები: , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: