RSS

რუბიკონი – გოეთე თუ მოპასანი

04 Feb

გურამა – არა, ძმაო, გოეთესხელა არც დაბადებულა, არც დეიბადება აწი. წუხელი მის “ტორკვატო ტასოს” ვკითხულობდი და თავზე ისე დამათენდა, ვერ გევიგე.
შენ თუ მოგსვლია ასეთი რამე?

რუბიკა – იი! რამდენსაც გინდა. როზასთან რო ვარ, პასტაიანა ეგრე არ მამდის.
ისე, ეგ ტასო კი გამიგია, ნახალოვკელი, მაგრამ ეგ ტერ–კვატო ვინღაა?

გურამა – უუფ, ორ სიტყვაში რაფერ აგიხსნა ახლა ამხელა ბუმბერაზის შემოქმედება.

რუბიკა – მე ბემურაზი კი არა, ის უფრო მაინტერესებს, ტასო რისგან მოკლევდება…

გურამა – რაა!?

რუბიკა – აი, ნაპრიმერ, კატო ხო ეკატერინასგან მოკლევდება…

გურამა – უჰ, შენ რა გითხარი. რა აღარ ვიფიქრე. ტასო, შენ ხარ ჩემი ბატონი, სრულად იქნება – ანასტასია.

რუბიკა – იი! ეხლა ეგეთები არ უნდა, გაიგე!? ვრაჩი ბეზ გრანიც გამიგია და შუტკი ბეზ გრანიც – არა.

გურამა – გამაგებიე მაინც, რა გეკბინა ასე მწარეთ.

რუბიკა – რა, და შენ გინდა უთხრა, რო ჩვენი ნაციანალნი გეროი ანასტას მიკოიანს შინაურობაში ტასიკო რქვოდა?
აი, მაგიტომაც ეგ ფაშისტი ნემცები არ მევასება. მე ფრანცუზსკი პისატელები მირჩევნიან. ნაპრიმერ – მომპასიანი.

გურამა – გი დე?

რუბიკა – იი! ვისა ბიჭო!?…

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: