RSS

რუბიკონი – ვინ უფრო გადაარჩენს საქართველოს

12 Dec

რუბიკა – ამ სისხამ დილით რა გამღერებს, რომელი დილის საარი შენა მყავხარ…

გურამა – სიმღერა მამხნევებს ჩემო რუბიკ, თვარა ხო გადამრევდა ამდონი უფულობა.

რუბიკა – ა ტი ლამანოსოვსკი ზაკონ ნი უჩილ? არაფრისგან არაფერი არ წარმოშვდება. რასაც არ გაკეთებ, საიდან გექნება?

გურამა – კარგი რა, ნუ გამიჭივრე საქმე. ვერ ხედავ რა დროა? რო მოგინდეს კიდეც მუშაობა, რა უნდა აკეთო?

რუბიკა – იი! მე რა ვქნა, რო შრომას ფასი აღარ აქს, თორე ეხლა კაკრაზ შენნაირების დროა. ეხლა ხო ყველაზე ხადავოი ტავარი აფერისტობა გახდა. აღარავინ აღარაფერი აღარ აკეთებს, მარტო ტილივიზორში გვატყუარებენ – ესა ვქენი, ისა ვქენი.

მოდი მაზიანი – მარტო მე მეტი ტუფლი ვკერამ, ვიდრე ზოგი აქაური ფაბრიკა.

ეგენი კიდე გამოდიან და პრიზები იღებენ – ლუჩში ბიზმესმენ გოდა და რამე.

ანდაც ეხლანდელი მეწარმე რა მეწარმეა. მაგათ უნდა რქვოდეს მეწერვე, იმიტო, რო პროსტო მაყუთები აწერავენ, აქეთ ბუჯეტზე, იქით – შრომელი ხალხებზე.

ეხლა ზოგი იძახის – სალომე გადაარჩენს საქართველოს!

მე კი ეგრე ვფიქროვნებ, რო მარტო ხელოსნობა გადაარჩინებს. მაგაზე ერთი სპეციალნი მანიფესტიც დავწერე:
გაანძრიეთ ხელი ხალხნო, უგერგილნო და უტრაკნო,
შენ, ხაბაზო, გევალება აცხო პური უტარაკნო,
კალატოზმა კირი ზილოს, სალაშინი ეპყრას ხუროს,
გლეხმა თოხნოს, მჭედელმა კი თავის ქურა გაახუროს.
კორუფციას ეჯაჯგურეთ მილიც–პოლიციონებო,
იყვავილეთ პიონებო, იშპიონეთ შპიონებო,
ეს სიმღერაც, ჩემი აზრით, გადასწორდეს უნდა ასე –
“ვენაცვალე ჩემს ძმაბიჭებს”, რომ ფიქრობენ მომავალზე.

გურამა – ჰაიტ! შე ეშმაკო, რავარი გამართული ქართულით დაგიწყია წერა. სად გეიზეპირე ეგ სიტყვები?

რუბიკა – მა მთელი დღე შენგან მეტი რა ხეირი მაქ რო?

გურამა – საღოლ. ერთი ისიც თქვი ბარემ, რაფერ შევცვალოთ ეს ცხოვრება. ვინ არი ჩვენი პატრონი ამ ქვეყანაზე.

რუბიკა – თითონ ხალხი, თორე ვინც რო ზემოთ ჯდება, ყველა თავის უკანალზე ზრუნამს…

გურამა – ოო! კანალია! სულ დამავიწყდა! პროქტოლოგთან ვარ მისასვლელი…

რუბიკა – ჩემო გურამ, ჩემო ძმაო, სულ არ მინდა გაწყენინო, როცა ტრაკი მაგ დღეში გაქს, სხვაზე რაღა უნდა სცინო, შენი ტრაკის პრობლემაა აჯიკა და ყანწით ღვინო, ტრაკი მარტო იმას ტკივა, ვისაც თავი აქს უტვინო, ჩემსნაირად უნდა ცხოვრო, ტრაკს რო შარი ააცდინო, ცოტა ჭამო, ცოტა სვამო, შაირგო და შაირჩინო.
.

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: