RSS

რუბიკონი – ანაიდას ბენეფისი

10 Dec

გურამა – უუჰ, რა თამაში იყო გუშინ. ორი პაჭკა მოვწიე, ისე ვინერვიანე.

რუბიკა – დაიცა, თამაშის გულისთვინ სამი ლარის პაპიროზი მოსწიე? მაგხელა ზარალი რო ნახე, რამე მოიგე მაინცა?

გურამა – მე რა უნდა მომეგო, ნიუკასლმა კაცურ ბრძოლაში დათმო მანჩესტერთან.

რუბიკა – ზნაჩიტ
ეგ ამბავი გულში მოგხვდა, როგორც კრუპნი ვინჩესტერი,
თითქოს დაქალ ჯეინ ეარს შეგიცდინებს როჩესტერი,
ანდაც მითომ კარტში წაგე შენ საგრაფო ვესტმინსტერი,
– გაიმარჯვა მანჩესტერი, რო გურამა დარჩეს შტერი…

გურამა – შენნაირი პროზაული არსება რას გაიგებს ფეხბურთის სიდიადეს. შენთვის ყველაზე კარგი სეირი ის არი, ცირკში რო ქალები ფეხებს პლაკავენ. საწყალი, შენი ბიჭი მეცოდება, დავაჟკაცდა უკვე და შენ კიდე ყოველ კვირა ცირკში დაათრევ, ვითამ მაგას უხარია იქ სიარული. ლუსიკაც გიჟდება ალბათ, რა მაგარი მამა ყავს ჩემს ბიჭსო.

რუბიკა – რაც არ იცი, ნუ იძახი. აბა ჩემი ბიჭი კითხე, ვინ ვის დაათრემს. უჟე როლები გავცვალეთ. მაგას უყვარს კორდებალეტი, მე კიდე რიჟიკები.

გურამა – ოო, მართლა საშენო საქმე გიპოვნია. აბა დღევანდელი ფეხბურთი ისე გართულდა, შენ კი არა, მე ძლივს ვგებულობ. არა, ძმაო, ინგლისელებს ერთი დიდი ძეგლი ერგებათ მაგ თამაშის მოგონებისთვის.

რუბიკა – დაიცა ტო, გიჟები არიან. ეგ ფხეხბურთიც მაგიტომ გამოაგონეს, რო სტადიონზე ბლომად იჩხუბონ.

გურამა – რა ჭირს ბიჭო ინგლისს შენი დასაწუნი? მასთე მერე გეიბერე, ქე რო შექსპირისხელა გენიას შობ.

რუბიკა – ეგ შექსპირიც დიდი ვინმე მყავდა რაღა… კაცი თუ პიდარასტი არა ხარ, როგორ იტყვი – არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!
მაგ ჩემისას ან დედა არა ჰყამდა, ან ცოლი, ანაც ვინმე როზა?
მაგიტომაც იყო, ოტელოსი თითონვე რო შეშურდა და ანგელოზსავით ბელამრამორნი ახჩიკა რო მააკვლევინა. აი, მალადეეც.

არა, ერთი გულამოხდილად უთხარი, არა ჯობდა დეზდემონი სიდედრი ყოფილიყო? ლუბოი ოტელოც ხო უფრო ჯიგრიანად ეგ ამბავი ქნამდა?

ლიჩნა მე სულ მაგასა ვნატვრილობ, რატომ მე და ანაიდა ვაგარშაკოვნა არტისტები არა ვართ, რო შაუმიანში “ოტელო” ერთად ვითამაშოთ. მერე ნახამდა ეგა, ყოველ საღამოს რო ცოტ–ცოტა ჭკვა ვასწავლებდი, ხოლო, თუ ბევრი გატრაკამდა, ეგაც მაგისი პრაშჩალნი ბენეფისი, ელი.

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: