RSS

რუბიკონი – კიდევ ერთი ტრადიციული – იიიი!

30 Nov

რუბიკა (ღიღინებს “ადანდალი დანდალის მოტივზე):
– ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიმწყრენია, გურამა თუ არ გწყალებს, რუბიკა ხო აქვეა.

გურამა – ბებია გიჭყავის. მიდი, საფრანგეთს უმღერე კიდო მასთე, იქნება ისიც შენ დაგჩეს.

რუბიკა – საფრანგეთში რა მინდა, ეს სიმღერა შამშობლოზეა. მე ხო შენ არ გეჯიბრები. პროსტა ვიძახი, რო ყველა კაცი რამე უნდა შვრებოდეს თავისი ქვეყნის აყვავებაში და რამე.
აი, ნაპრიმერ – შენა. რო იძახი რო ჩვენ ვეფხისტყავსანი დავწერეთ, მითომ შენი რა წვრილია?

გურამა – რაი? რა მაქ წვრილი?

რუბიკა – რა გაქ კი არა, რაში გაქ.

გურამა – წვრილი რაში მაქ?

რუბიკა – ჰო რა, შენი წვრილი, ღვარწლი რაღა. რა ვერ გაგე კაცო, როცა იძახი , რო მითომ ჩვენ დავწერეთ, შენი დოლია მაგაში რა არის? რამდენი კუპლეტი?
არც არაფერი, რადგანაც რო ეგ დაწერა პოეტ–აძინოჩკამ და ხუთი მილიონი კაცი იძახის – ჩვენი უკდავი პოემი.
გინდაც ეგრე იყოს, მარტო ეგ რას გეყოფათ. ხანდახან ხო კარტოშკაც უნდა შჭამო. ერთხელ მაინც გიკითხია – ეს საჭმელი საიდან?
მიდი რა, ხელი გაატოკე, რამე ჰქენი, ელი… გინდა ექსპრომტად თქვენი პარტრეტი ვქნა?
(აგრძელებს ღიღინს) პირში ვეჩნათ ჯონჯოლი, გულზე – ბლომად ჯინჯილი, წელზეც ზორბა ხანჯალი, მაშ რატომ ხარ ჯანჯალი? ადანდალიიი, დან–დააა–ლიიი.

გურამა – ე ბიჭო, მეეშვი მაგ ბოდვას და მისმინე, რა წერია აქანე…

რუბიკა – დაიცა, ეგ რა ჟურნალია? აა, ვიცი, მაგისი რეკლამა ვეჩნათ ტელევიზორში ანახებენ. უჟე ნაიზუსტ ვიცი. ეგეთი სტრანნი ზაგალოვკებია. დაიცა, გავიხსენო:
“ლესბოსელობა დედამთილმა მასწავლა”
“ქმარი მოკლე კაბის ჩაცმას მაიძულებს”
“მინისტრს ცოლმა მძღოლი შეუცდინა”
“გეპეის პროფესორი საპირფარეშოში ქონდარს ყნოსავდა”
“სიმამრი სიგარეტსა და ვიაგრას მპარავს”
“სიდედრის წყევლამ პოტენცია დამიქვეითა” და ეგეთი რამეები, არა?

გურამა – მაცალე პაწა ხანს და მიგდე ყური: – ფუტუროლოგების ვარაუდით მომავალში ადამიანს თმოვანი საფარი საერთოდ აღარ ექნება. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა უკვე დღეს დაფიქსირებული ტენდენცია – რაც უფრო განვითარებულია ესა თუ ის რასა, მით ნაკლებია მისი თმოვანი საფარი.

რუბიკა – იიიიიი!
.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: