RSS

რუბიკონი – სუსკაც, ნორვეგა შუტკა მბობს

28 Nov

რუბიკა _ გურამ, არა, რა ბედი გაქს. ნახე ვინ აქეთ მოდის.

გურამა _ ე იმ დიდთავა კაცზე ხო არ მეუნები?

რუბიკა _ ხო, აი, ეგ არი ზნამენიტი ნორვეგა, რომელიც რომ ამ ქალაქში პირველი შუტნიკი.
ეხლა მაგრა გავერთობით, ოღონდ მაგის პირში არ გაცინო, თორე გაიბუტება და მოკეტამს. მაგის უკნიდან კიდე _ რამდენიც გინდა.

გურამა _ ეგ ნორვეგა რომელი უბნელია?

რუბიკა _ რავი, იმ დღეს მურაზა იძახდა, მითომ ეგ სეროჟიაზე ცხოვრობს…

გურამა _ ეგეთი ქუჩა არ არსებობს.

რუბიკა _ იი! თბილისი შენ მასწავლებ? სეროჟიას ქუჩა არის, რომელიც რო პლეხანოვზე ჩამოდის. აი, სადაც რო გლაზნოი პრაფილაკტიკა, ელი.

გურამა _ ეგ არის შეროზიას ქუჩა.

რუბიკა _ აი, ეგრე ყველაფერი ქართულად აკეთებთ და თან მაგისთვის ისევ სომხებზე დაგვცინით. მაგრამ შენ რამდენიც ეგრე უნდა ეძახო, ხალხის გულში მუდამ სეროჟია იქნება.

ნორვეგა _ პრივეტ ბიჭებს, ტუფლი მიჭერს.

რუბიკა _ პრივეტ, ნორვეგ, მაიტა, გაიხადე, გაგიწელამ…

ნორვეგა _ ა-ჰა-ჰა-ჰა, ო-ხო-ხო-ხო, ვა, რამსისქე გავიცინე. შენ რა, ჩემი შუტკები ვაბშე უჟე დაგავიწყდა?

რუბიკა _ მა რა მამივიდოდა, ერთი წელია არ მინახნიხარ.

ნორვეგა _ იი! კაჟეტსია შენ ჩემი ბალეზნის ამბავი არ იცი. მე ხო ვარაზას სიდედროვი ქელეხში გული სტუკი მამცა. კიდე კარგი კატაფალკა მანდვე იყო, ეგრევე არამიანცში წამიღო.

იცი, რა სასაცილო იყო. _ მე უჟე საიქიოში ვიყავი და აქ კიდე ხირურგი ეგრე ჩალიჩობდა, ტრაკიდან ბოლი გასდიოდა.

რუბიკა _ მერე?

ნორვეგა _ მერე, მაგდენი იჩალიჩა, რო უკან მამათრია, ელი. არადა იქ რა კარგად ვიყავი. უჟე ბიჭებთან ვიჯექი, ჯოკერი ვთამაშობდით, პივაზე.

გურამა _ პივას რითი ყიდულობდით?

ნორვეგა _ აი, ვაი, ოი, ახ-მამაჯააან. იიი! რამხელა გამაცინე, ტო. ეგრე ხო შაილება, რო ეს ახალი დაშტოპკილი გული თავიდან გამისკდინო. საიქიოში პივას ფული რად უნდა, ტო, ვაგზლის ზაბეგალოვკა ხო არა გგონია.

გურამა _ აბა მასე თამაშს რაღა ინტერესი აქვს?

ნორვეგა _ იქ სულ სხვა პრინციპის ამბავია _ ვინც რომ აგებს, ბოთლი აღებს!
თუმცა, შენ როგორ ეგ გაგებ, როცა რო იქაურობის ჰაზრზეც არა ხარ.

გურამა _ შენ თუ აგრე მოგწონდა, უკან რაღას გამორბოდი?

ნორვეგა _ იი! აპერაციის მაყუთი ხირურგი უჟე აღებული ჰქონდა და რად უნდა შამერჩინა? ეხლა უჟე ოპიტი მაქს და როცა მინდა, ვაბშეე მუქთათ მოვკვდები.
.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: