RSS

რუბიკონი – საზი თუ ჯაზი

27 Nov

გურამა – რას ბუტბუტებ რუბიკა, თუ კაის იძახი, მეც გამაგებიე ბარემ.

რუბიკა – ეეჰ, ჩემო გურამ, იეთიმ გურჯის ლექსი ჩემთვინ გულში ვამბობ. ეგრე ზუსტად როგორ დასწერა, თითქოს მე ვიძახდე როზაზე:
– სიყვარულის ანა–ბანა ტარტაროზმა იცის განა?
ოღონდ მანდ სტამბაში ერთი პატარა აშიბკა ქნეს. ტარტაროზის მაგივრად იეთიმი იტყოდა – ტორტი–როზა.
აბა ეგ იყო პოეტი, ძმაო–ჯან. რამდენი ლექსიც არ დასწერა, ყველას ხალხი მღერის. ერთიც არ გამაზა, ელი. მაგიტომაც, ხანდახან ეგრე მამენატრება, როგორც ომის დროს სგუშონკა…
სიყვარულით დაჭრილ გულებისთვინ
ეგა გვყამდა თურმანიძის მაზი,
მაგის ლექსი არკესტრივით ჟღერდა,
ერთად იყო დუდუკი და საზი,
ტკბილი იყო, წყნარი იყო, ნაზი,
განა როგორც ზაგრანიჩნი ჯაზი,
თუმცა აბა ეხლანდელი ქალი
რას გაიგებს მაგ ლექსების ფასი…

გურამა – რას ამბობ, ლამზირა ჩახავა როა, პოეტი, იმფერ ლექსებს წერს სიყვარულზე, კაცი იმას სად მიედრება. რო ვკითხულობ, სისხლი მიდუღდება პირდაპირ. უგდე ყური:
ძველებურად მხოლოდ შენზე ვფიქრობ,
ისევ გელი, ვით გელოდი გუშინ,
ამ სიყვარულს წლები ვერ ჩამიქრობს,
მოდი, მაგრად ჩამიკარი გულში.

რუბიკა – იი! ეგ როგორ გამოდის? თუ ქმარია, რატომ შინ არ არის, თუ ქმარი არ არი, რატომ შინ ეძახი? ვდრუგ მართლა მოვიდა. მერე რასა შვრები?! შიგ კარებშივე რო შარვლის გახდა დაიწყებს, მერე აუხსენი, რო – უკაცრავად, თქვენ ისე არ გამიგეთ, ეგ მხოლოდ სიმბალიჩესკი მეტაფორიჩესკი ტვორჩესკი ამბავი და რამე.
მაგ ჩახავას ერთი რჩევა მივსცემ,
ნუ დასწერამს ეროტიკა ლექსებს,
თორემ ვინმე მართლა დაიჯერებს,
ადგება და მაგრად მიასექსებს.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: