RSS

რუბიკონი – მე–ორმოცდა–მეშვიდე სერიის მოკლე შინაარსი

25 Nov

რუბიკა – კაცო, გურამ, ერთი რამე უნდა გითხრა, როგორც ძმას. აი, ადამიანი რო რამე ცუდი ხედამს და მითომც არაფერი, ზნაჩიტ თითონაც სპასობნია იგივე ქნას, არა?

გურამა – კი, შეიძლება ასეც ითქვას.

რუბიკა – მაშინ ბარემ ბოლომდე გითხრამ. თუ ჩემი ლუსიკა ბრაზილსკი სირიალები უცქირამს, ზნაჩიტ მოსწონს რაც იქა ხდება, არა?

გურამა – შე კაცო, რა გასაკვირია. ის ხალხი ძალიანა გგავთ თქვენ. თქვენსავით შავგვრემანები არიან, ჭრელა–ჭრულა ტანისამოსი უყვართ და სქელკურტუმა ქალები…

რუბიკა – არა, ეგენები განა მე არ მამწონს, მაგრამ მარტო ეგ ხო არ არი.
გურამა – ვიცი, რაც არ მოგწონს. ხალისიანი ხალხია ნამეტანი და ცოტა უსირცხვილო…

რუბიკა – ეე, მარტო ეგ რო იყოს. არა, ეგ როგორ შაილება, რო კაცი თავისი ძმის ცოლზე ეგრე უყუროს, მითომ ნაშა.
ლუსიკა კიდე, მითომც არაფერი… ეგრე უყურებს, რამის შიგ შახტეს.
არა, ნეუჟელი ჩვენთანაც ეგრე იქნება. მგონი რო ხალხი უჟე მაგისთვინ მზათ არი, ელი. მერე ჩვენ რაღა ვქნათ? სობსტვენი ძმა შიშით სახში ვერ უნდა შაუშვა?
ეგ დამპალი ალეხანდრო კიდე, ისა… არა, ეგ რა ქვეყანა ყოფილა, უპატრონო ელი! აფსუს ჩვენი ესესერი, ეგეთი რამე რო ვინმე ექნა, ხო ეგრევე პარტიიდან გარიცხამდნენ თავის დისტრაკებიანად…

გურამა – ეგ ალეხანდრო ვიღა ოხერია?

რუბიკა – ვინა და როხასი, დონ პედროს ზავხოზი როა. ოხერი კი არა, ჩათლახია, მე მაგის დედას ლამბადა ვქენი. საწყალი თავისი ძმა, იგნასიო ფაზენდაში გაუშვა და თითონ კიდე მაგის ცოლზე აკოცა. აბა უთხარი – ეგეთი კაცი სასი–ცხლო–ცხლოა ვაბშეე?
არადა, იცი რა პრიატნი ცოლი ჰყამს? საწყალი ასუნსიონი ანგელოზსავით ქალია, მაგრამ მაგისი ბოზი მაზლისცოლი, ეგ გველი ინკარნასიონი, და თავისი და ეპილასიონი, ვეჩნათ ინტრიგები ხლართამენ, რო ქმართან ჩორტი ჩაუგდონ, ელი.
სლავა ბოგუ, რო კარგი ხალხი მანდაც არიან. აი, სლუჟანკა როა, ატრაკსიონი, ჩემი როზას რო ჰგამს, ეგა და კიდევ დონ პედროს ცოლი აგლომელიორასიონი, ამის მხარეზე არიან. ეხლა მალე პარიჟიდან ხულიანაც ჩამოვა და მერე ნახონ ეგ ახვრები.
ჩვენ კიდე ჩვენი ადათი დავაფასოთ და შარიც ნაკლები გვექნება.

ბრაზილია, ყველამ იცის, კარგი რამე რომ არიო,
თუნდაც ის, რომ მან აღზარდა პელე, ზიკო, რომარიო,
მაგრამ მაგათ სირიალებს თუკი უცქერ, ჩემო გურამ,
ჩვენს უბანში კაცობაზე ბევრი ნუღარ გაახურამ,
თავის ძმის ცოლს ზადნიცებზე სხვანაირად ვინც უყურამს,
მაგის მერე როგორ იტყვის – კაცი ვარ და ქუდი მხურამს.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: