RSS

რუბილონი – ეიფელის ჩეროში

23 Nov

გურამა – ვა, რუბიკ, ახალი სათვალე დაირტყი?

რუბიკა – ჰო, სერიკა იყო პარიჟიდან ჩამოსული და მაგან ჩამამიტანა.

გურამა – რომელი სერიკა, ცხვირა?

რუბიკა – იი! აბა ეგრე როგორ გითხრამ. სომეხების ცხვირები ერთმანეთთან სოცსარევნავანია აქვთ. ხან ვისია უფრო დიდი, ხანაც ვისი.

გურამა – აბა როგორ მიგანიშნო?

რუბიკა – იი! მე რა უნდა მანიშნო, ისედაც კოხტად ვიცი, სერიკა ვინც არი.

გურამა – გრძელი ბაკენბარდები რო ქონდა…

რუბიკა – ოოო, აი ეგა.

გურამა – თან სუ რუსის ქალებზე ყვებოდა ეროტიკულ რაცხაებს.

რუბიკა – ეგაც გახსომს? თუმცა რა, მაგის მეტი ვაბშე არც არაფერი იძახდა.

გურამა – ის ლექსი თუ გახსოვს, ზღვაზე ყოფნისას ქე რო დავუწერე?

რუბიკა – კანეშნა.
სერიკა უყვარს მარტო ის ქალი, ფერით მაგაზე ღია თუ არი,
რუსის ნაშებზე ეგრე ნადირობს, როგორც რო პლაჟნი იაგუარი,
რომელი ქალსაც თითი დაადო, ჯერაც არავინ უთქვამს უარი,
ნეტავ ვიცოდე, როგორ ახერხებს ეგ ხიტრი, მამამინაკუარი.

გურამა – გავიგე პარიზშიც კარგად მოწყობილა. შიგ ცენტრში ჩასიძებულა, კაკრაზ ეიფელის კოშკის ჩეროში. ნეტაი ვის რათ უნდოდა…

რუბიკა – იი! მითომ რაზე არ უნდოდათ? ეხლა მანდ ვაბშე ნეგრებია მოდაში. სერიკა კიდე უფრო ხიტრია და თანაც ზომიერად შავი.

გურამა – აუწყვია ცხოვრება და ეგ არი.

რუბიკა – კარგად იცხოვრებს, მა რა იქნება. ეგ ხო აქაც ნაგლი იყო, თანაც როგორი.
ერთხელ, პახმელიაზე, ყელის ჩაკოკლოზუნება მოგვინდა.
არბუზების კლეტკასთან რო მივედით, პრადავეცი არა ჩანდა და ეგაც სრაზუ არბუზი აიღო და ითესება.
მაგ დროს არბუზებიდან ვდრუგ ერთი ამბალა კახელი არ ამოძვრა. ერთი კარგა შააგინა და უყვირა – ეხლავე უკან დადე, სინამ არ ავმძღრენებულვარ!
სერიკაც, რო ნახა, რო მაგას განძრევა ეზარება – რა იყო, შენ კაი კაცო, ესეთი პუჭურა საზამთრო მაინც ხო არავინ იყიდებდა… თანაც, არბუზი ხო პაჩტი სტო პრაცენტოვ წყალია… მაგ დარჩენილი ორი პრაცენტისთვის უნდა დავხოცოთ ქართველები ერთმანეთი?
კახელიც – ჰო, კარგი, წაიღე და დამეკარგე აქედანა.
სერიკაც – იი! თუ მაძლევ, მაშინ ბარემ ეს ავიღებ – და ორჯერ დიდი აიღო.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: