RSS

შპიონის მკერდი

04 Nov

რუბიკა – ვაჰ, ნეტავ აქნამდინ სად არი, ტო. ეს ახლაგაზრდები ჟამანაკის ყადრი ვაბშეე არ იციან, ელი. ხუთი წუთის საქმეზე გაუშვებ, ხუთი სათი უკან არ მოვა…
გურამა – ვის ელოდები?
რუბიკა – ჩემი ბიჭი, ალბერტიკა. განა ჭრელ აბანომდე და აბრატნა რამდენი ხანი უნდა რო? უჟე ერთი სათის წასულია.
გურამა – ამ დილაუთენია ჭრელ აბანოში რა გესაქმებოდათ?
რუბიკა – ეე, ძმაო–ჯან. ჩვენა, კარენოი თბილისელები, ამ ქალაქის ავტარიტეტზე სხვანაირი ატვიჩაი ვართ. სტუმარი რო აქედან წავა, კიდე უკან მოსვლა ხო უნდა უნდოდეს, ელი. რაც მეტი უკან მოვა, მით მეტი კლიენტი. რაც მეტი კლიენტი, მით მეტი სამ ზნაეშ და რამე.
ამ დილითაც ერთი რუსის ტურისტკა აქ მამადგა…
გურამა – ამ დაძაბულობის დროს აქ რო რუსეთიდან ქალი ჩამოვა, ის ტურისტკა კი არა და, ავანტურისტკა უფროა ალბათ. ან, სულაც, შპიონი!
რუბიკა – რა შპიონი, ტო, იცი რამხელა ძუძუები აქვს?
გურამა – ეგ რა არგუმენტია. რავა, შტირლიცში რო პიანისტკა იყო, იმას არ ქონდა თუ?
რუბიკა – იცი რას გითხრამ – ვინ შპიონია და ვინ კიდე მარმელადი, ოპიტნი მუჟიკი მაგას ყნოსვითა ხვდება. მა ამხელა ცხვირი მარტო მუტუტებისთვინ ხო არა მაქვს.
ხოდა, ეგ ტურისტკა მოვიდა და იძახის – გრაჟდანინ ხაროში, ვი ნე პოდსკაჟიტე, გდე ტუტ ჩრელი აბანო? ტამ რიადომ მაია დვაიუროდნაია სესტრა პრაჟივაეტ…
მეთქი – ვოტ მოი მალჩიკ ალბერტიკ პაკაჟიტ. მიდი პაპიკ, პატივი მიეცი და თან მაგისი ადრესიც აიღე. რა იცი, როდის დაგჭირდება.
აი კაკრაზ დაბრუნდნენ კიდეცა.
ნუ კაკ, გოსტია დარაგაია, ნაშლი სვოი სესტრა?
ტურისტი ლუდა – სპასიბა ვამ აგრომნოე, ია დალა სვოი ადრეს ალბერტიკუ. ბუდიტე ვ ვერხოიანსკე, ზაეჟაიტე კნამ, ბუდემ ოჩენ რადი.
რუბიკა – აბეზატელნა ცავატანემ.
ტურისტი ლუდა – ი ვაბშეე, ეტატ ოტროკ მნე ოჩენ მილ.
რუბიკა – აი ცავატანემ პაპიკამ. და სკოროი ვსტრეჩი, დარაგაია. ვი ტოჟე, ბუდიტე ვ ტბილისი, უჟე ზნაიტე გდე მენე ნაიტი. ია უჟე დვაცატ ლეტ ტუტ სიჟუ.
აი, ხედამ გურამ, ტყუილად კი არა თქმულა – ალბერტიკ ატ რუბიკა ნედალეკო პადაეტო. ხედამ ბავში რა ქნა?
გურამა – რას გულისხმობ?
რუბიკა – რაღა რასა, ძმაო–ჯან. ნახე ქალი რა უთხრა? ეტატ ოტროკ მნე ოჩენ მილო. ზნაჩიტ – შენმა მუტრუკმა მაგრად დამბანაო, გესმის შენა? სად მაასწრო, ტო, დროს არა ჰკარგამს ეს მამაძაღლი. მაგაზე იტყვიან – ალბერტიკა შაშლიკიანზე ხტუნამსო…
გურამა – რაიო?
რუბიაკ – კვიცი გვარზე ხტუნამსო, რაღა. გინდაც ისა – დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ეგრე გამონახე…
გურამა – მაგით რისი თქმა გინდა? შენი ცოლიც რუსის ქალებში დადის?
რუბიკა – იი! ჩემი ლუსიკა მარტო ლილოს ბაზრობაზე დადის. ეგ პროსტა თქვენი პასლოვიცაა ეგეთი დურაკული. დედა რა შვაშია. უნდა იყოს – პაპა ნახე, მამა ნახე, ეგეც მაგათ ბავშის სახე.
ალბერტიკ, ეგ ადრესი მაიტა, შენ ბევრი ცელქობ და დაგეკარგება. რაო – ვერხოიანსკ, პასიოლოკ პროხლადნაია… დაიცა, რაღაც მახსენდება, ეგ ვერხოიანსკი სად არი?
გურამა – შუა ციმბირია, მინუს სამოცს უბრაგუნებს ყინვა…
რუბიკა – ვაი, ეგ ის არ არი, საიდანაც რომ რაფიკამ სვეჟეატმაროჟენი იაიცა ჩამაიტანა? არა, გიჟი ვარ, რო მანდ ჩავიდე და თან შარვალიც ჩავიხადო?ისედაც ერთი შარიკიღა დამრჩენია…
.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: