RSS

ეჭვი და ბეწვი

01 ნოე

რუბიკა – ვაჰ, ზოგისა რო კაკალიცა ჩხარუნობს. მა რიფსიკას ეგეთ ბედში ჩავარდნას ვინ იფიქრებდა. ეგ ბოზანდარა უბანში ლამის ყველა კაცი გაშინჯა. ხუთჯერ მარტო ზამუჟემ იყო, ელი. ხელიდან ხელში ეგრე გადადიოდა, როგორც რომ გარდამავალი ვიმპელივით.
განა ყველა ქალი ჩემი როზასნაირი წესიერია…
როზა რო ტოლმა აკეთებს, მაგისი ჭამით ვერ ვძღები,
როცა რო გამახსენდება, რამის დამახრჩოს ნერწყვები,
ჰალალი იყოს, როზა–ჯან, შენზედ რუბიკას კვერცხები…

გურამა – ჰა, ეხლა, ნუ გააჭენე. კი, მარა, როზა რაის წესიერია, შენთან ქე რო გორავს, ცოლია შენი თუ?

რუბიკა – ერთი კაცი ყველა ქალი უნდა ჰყამდეს. ეგ მაგათი კანსტუტუციონნი უფლებაა.

გურამა – ისე, ან ეგ რა იცი, რო მარტვა შენ ყავხარ.

რუბიკა – მა ეს ბინოკლი რისთვინ არის?

გურამა – რავა, უთვალთვალებ კიდეც, შე გლახა?

რუბიკა – კამუნისტები ერთი ეგ კარგი რამე გვასწავლეს – დავერიაი, ნო პრავერიაი. აგე, ბინოკლში კაკრაზ მაგისი აკოშკა. ზანავესკი ვეჩნად ღიაა. ზნაჩიტ, დასამალიც არაფერია.

გურამა – კი, მაგრამ ეგ საწოლის ფანჯრებია და იქნება იმ შენ მეწილეს კუხნაში უყვარს მაგისი კეთება. ამერიკული კინოები მაინც არ გინახია?

რუბიკა – იიი!
(წამოხტება და გარბის).

გურამა – სად გარბიხარ, შე ოტელო. შენი ნაღძობი ტვინით ამ დილაუთენია როზას კუხნაში ბანჯგვლიანი კაცი დაგხვდება?

რუბიკა (უკანმოუხედავად) – ბანჯგვლები ხო დამხვდება!…
.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ნოემბერი 1, 2009 დუიმი რუბიკონი

 

ტეგები: , , ,

დატოვე კომენტარი