RSS

რუბიკონი – შანსიანი შანსონიე

18 Oct

რუბიკა – კარგით რა ხალხო, ნამუს ვაბშეე ჩკა ელი? არ უნდა იცოდე შენი ბინძურიანი ენით ვის ახსენო?
ეგ როგორ შაილება, რო ჩვენი ნაროდნი სიამაყობა, როგორიც რომ შარლ აზნავური, ადგე და აქედან რევიზორი გაუგზავნო, რო მაგისი ქონების აღწერა ჩაუტაროს.
არა, აქ რო ყველაფერზე წილი ითხოვთ, გგონიათ რო ევრაპეისკი ქვეყანაც ჩალმით არი დახურებული?
საწყალი ბიჭი მთლად ჯეელი აქედან წავიდა, რო თავისი ტალანტი ევროპაში ფურჩქნოს. მე შენ გითხრამ, ხელს შენი რამე თან გააყოლა. ან თავისი რა ჰქონდა რო? მთელი მაგისი იმუშესტვა ერთი ყანყრატო იყო.
აბა ეხლა შენ უთხარი, რომელ კანონში სწერია, რო კაცი უფლება არ აქს, რო თავისი სობსტვენი გლოტკა, სადაც უნდა, თან წაღოს???
ეხლა უჟე დაჟე ონ ჟე განა მარტო ჩვენი, მთელი ფრანციის ლუბიმჩიკია. ეგრე უყვართ, რო მიკვირს, ვაბშე ჟივიომ როგორ არა ჰყლაპამენ.

ერთი რამე გითხრამთ გიჟ ვრაცუა მართებს,
ჩვენს შარლიკას თქვენი არაფერი მართებს!
ეგრე მღერის, როგორც ზურნაჩების დასტა,
ტალანტი და ოფლიც კარგად დაუფასდა,
რუკი პროჩ ატ შარლა,
ბასტა!

გურამა – ეეე! დრრრრ! რა გარეკე, რას ბოდიალობ, რის რევიზორი, რა აზნაური…

რუბიკა – რა და გუშინ ტელევიზორში ტეატრალნი სასტავი თავისი პარიჟსკი გასტროლების უსპეხები იხსენებდნენ და ვდრუგ ერთი კიკიმორა ვინმე იძახის – ნახეთ რა საოცარი ხერხებით აღწერს კლდიაშვილი იმერელი აზნაურის ცხოვრებასო.
გესმის შენა? ცხოვრებას აღწერამსო. თანაც ნახე, მითომ შარლ აზნავური სომეხი კი არა, იმერელია, ელი.
მერე კიდე ისა, თან რო ემუქრება კიდეცა – ნახეთ რა საოცარი ხერხებით აღწერამსო…
შენ კაი დედმამიანის შვილო, თუ ეგრეთი ნიჭიერი ხარ, რო სუ ახალ–ახალი პრიომები იგონებ, მოდი რაღა და აქვე საქმე ქენი. მაინცა და მაინც პარიჟში უნდა აღწერაობა ქნა?
არა, მარტო სცადონ და ნახამენ რაც მოუვათ. ფრანცუზები სუ პანჩურით გააგდამენ, რატომ შენ შარლი აწყინე.

გურამა – ვითამ მაგის გულისთვის ჩვენ რატო გადაგვიკიდებენ? საქმე არაფელი აქვენ მეტი?

რუბიკა – რა რატომ, ეგენი ხო ჩვენი ჯიგრები არიან. სომეხი და ფრანგი ეტა ჟე პაჩტი ადნო ი ტოჟე, ვაი.

გურამა – ჰოო, ეგ არაერთხელ გვითქვამს, მარა ახალი არგუმენტები ხომ არ გაქვს რამე?

რუბიკა – რამდენსაც გინდა. ნაპრიმერ ერთნაირი სიტყვები: დარტანიანი – ვართანიანი, არმენი – ბარმენი, დიჟონი – დილიჟანი, შანზ–ელისე – გალისე, სირუჟ – მულენ რუჟ, კან–კან – ლენინაკან, შარმან – კარმან და რამე.

გურამა – კაი ახლა, კარმანი რაღას მიაბი, ეგ ხო რუსული სიტყვაა…

რუბიკა – იი! რუსს კარმანი რაში შჭირდება, შიგ რა უნდა დადოს რო? კარმანი იმისია, ვინც რო კარგა იხმარებს.

გურამა – უფ! აბა პროცენტულად ყველაზე მეტი პარიკმახერიც რო სომეხია, ეგეც სომხური სიტყვა გამოდის?

რუბიკა – შენი რა მიდის რო?
.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: