RSS

რუბიკონი – პირველი სიყვარული

14 Oct

რუბიკა – გურამ–ჯან, ერთი შენი პირველი სიყვარულის ამბავი უთხარი, როგორ იყო, რა იყო, სად იყო და რამე.
გურამა – უჰ, ეგ რა გამახსენე. ისე, ქალად ქალს რა უჭირდა. გასტრონომში მუშაობდა, ბაკალეიაში. მეშვიდე კლასში ვიყავი მაშინ და რასაც ფულს ვშოვილობდი, სულ ხალვა და ბალიშა კამფეტი მიმქონდა მისგან.
კისკისი იცოდა მისთანა, რომე მარტვა მე კი არა, ლომივით ვაშკაცებს აბურბუსალებდა.
ეე, ქე არ გამახსენდა ყოლიფერი, ფაცო ერქვა, თეთრი–ფითქინა ფერ–ხორციანი ქალი იყო. ლოყაზე დიდი, ფართო ხალი ქონდა, თვარა სხვაფრივ არ დეიწუნებოდა ნამდვილად.
რუბიკა – იი! ფართოხალი? მერე ეგ მითომ ცუდია, თუ აპელსინივით ლოყები ჰქონდა.
გურამა – შენი პირველი სიყვარული ვიღა იყო?
რუბიკა – არავის უთხრამ?
გურამა – შენ თავს გეფიცები მუნჯი ვარ.
რუბიკა – ჰოო, მაა, არიფი მიპოვნე არა? ჩემი თავი რო მეფიცები, და ეგ ფიცი რო არ შაინახო, ხო დვაინოი დამენძრევა. არა ძმაო, წადი დურაკი სხვაგან ნახე.
გურამა – მაშვინ სამშობლოს გეფიცები…
რუბიკა – იი! არც ეგ მაწყობს. შენ რო შამშობლო ნაღდად გიყვარდეს, ჩემსავით შრომაში იქნებოდი. ისევ მირჩევნია, რო ულვაშები დაიფიცო.
გურამა – პაჟალსტა, ვფიცავ. ე ბიჭო, ნუ ამამხადე სული. დაფქვი აწი დროზე.
რუბიკა – ვინ იყო და ჩემი მატმატიკის მასწაებელი ანაიდა ვაგარშაკოვნა, ეხლა რო ჩემი სიდედრია… ეგრე მიყვარდა, რო მაგისი ხათრით დაჟე ალგებრასა ვზუბრამდი. ეხლა კიდე, ეგ ჩათლახი, დღე არ გავა, ნერვები არ მამიშალოს.
არა ძმაო, სიყვარული განა მარტო ბრმაა, თანაც გლუხოია, ელი. მე რო ეგრე მაგისი ხმა გამეგო, როგორც ეხლა, ხო ასი კილომეტრი ვირბენდი.
იმ დღესაც ეგეთი ნევროზი მიყო, რო მთელი ღამე ვიძახდი – პიესპი ჩემი ოჯახის აფთიაქია!

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: