RSS

რუბიკონი – ღიმილის აპლოდისმენტი

21 Sep

გურამა – არა, ძმაო, რაიმე ბიზნესი თუ არ წამევიწყე, გლახათ არი ჩემი საქმე.

რუბიკა – ვა, შენცა ტო? ჩვენთან ხო ყველა მაგასა ჩალიჩობს, რო ბიზმესმენი გახდეს, ელი.

თანაც იცი რატომ ეგ უნდათ? რო არ იმუშაონ და ფული ეგრე კეთონ.

გურამა – მერე რაა მაგაში ცუდი?

რუბიკა – ვინ იძახის, რო ცუდია, მაგრამ ეგრე რო არ გამოდის. სინამ ბიზმესმენი გახდები და საქმე ააწყობ, მინამ ხო უნდა იმუშაო, თანაც ბლომად?

გურამა – რაი მერე, პაწა ხანს ყოლიფერს ქე გოუძლებს კაცი. შენ პერსპექტივა დამანახვე და ერთი კვირა, თუ გინდა, კარცერში ვიჯდომები.

რუბიკა – აი, კაპკანიც მანდ არი. აბა სად გინახნია მოცლილი ბიზმესმენი? საქმე რო უჟე აწყობილია, მაგ დროს აზარტიც მოდის.

შენც ვეღარა ჩერდები და სულ მუშაობ და მუშაობ.

ბოლოს კიდე ეგრე გამოდის, რო ოღონდაც ხელოსანივით სუტკაში ათი სათი სპაკოინად არ გემუშავნა, მთელი ცხოვრება ოცი სათი მუშაობ, თან გიჟსავით.

მე თუ მკითხამ, ხელოსნობას არაფერი შჯობიან. ზიხარ შენთვის სპაკოინად, მარტო ეგ არი, მოდაზე თვალი უნდა გეჭიროს.

თუ კარგი ოსტატი ხარ, მუშაობაც გიხარია და კლიენტის ბლაგადარნი ულიბკაც ხო იგივეა, რაც რომ არტისტისთვინ ტაში.

თუ ხელოსანი თავის ტავარში მთელი ჯიგარი ჩადებს, ის ტავარიც ხომ ხელოვნების აბრაზეცია.

ნაპრიმერ, განა ეგ შენი კურტკა იგივე შედევრი არ არის? საღოლ ზარუბა, რა მაგარი რამე შაუკერნია…

გურამა – რას ბჟუტურობ, რა ზარუბა, ვერ ხედავ ფირმა კურტკა როა?

რუბიკა – ვა, აბა მა რო იძახდი – ზარუბეჟნია?
.

 

ტეგები: , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: