RSS

რუბიკონი – ფერისცვალება

11 Sep

გურამა – რუბიკა, გამეიჭყიტე ერთი გარეთ. ი კაცი მეცნობა და ვერ ვიხსენებ.

რუბიკა – როგორ არ გახსომს. ეგ ხო ზნამენიტი პროქტოლოგია. ამ ქალაქის ყველა კაი პურის მჭამელი მაგისი კლიენტი იყო.

აზრობ ტრაკების რა ვერნისაჟი აქს ნანახი?

ოღონდ ეხლა პრაფესია შეუცვლია და ეკოლოგი გამხდარა.

გურამა – რატომ, ტრაკში ყურება მობეზრდა?

რუბიკა – იი! ხელობის მობეზრება ვის გაუგია. ალბათ მაგდენი ფული ვეღარ შოვნობდა.

ხალხი როცა მშიერია, ტრაკიც შვებულებაშია, ელი. თუ არ შაშჭამ, ზნაჩიტ არცა შვრები. მა ბუასილი რაღამ უნდა გაგიჩინოს?

გურამა – ეს ეკოლოგობა უფრო ფულიანი საქმეა ვითამ?

რუბიკა – მა რა! თანაც, უფრო გიგიენიჩნია, ელი. ადრე თუ თითი უკანში უყოფდა, ეხლა სპეციალნი პრიბორი მაშინის უკან შაჰყოფს და იძახის – ეგ ვიხლოპი ვრედნია, თქვენ აბინძუროვებთ გარემო და რამე.

მიდი და გაიგე, მართალი ეუბნება თუ არა. ჯობია ეგრევე შტრაფი მისცე.

გურამა – ასე იოლია მაგ საქმით ფულის შოვა?

რუბიკა – იოლი პავიდლოს ჭამაა. მითომ ადვილია, როცა მაგდენი შოფერი დაშხოშიანად გაგინებს?

თანაც, ხო იცი, რო საპოჟნიკებზე მაგარი გინება შოფრები იციან. დაჟე, გინდაც ვასპიტანი ოჯახიდან იყოს.

იმ დღეს ტაქსში ვზიოდი. შოფრად ინტილიგენტნი კაცი იყო, ქუთაისელი, ელი. თავისი ატეკის უფროსზე აგინებდა – მაგის დედის უკნიდან ლამბადა ვცეკვეო.

მითომ ზრდილობიანი რამე მბობდა. არადა, რო აგინებენ, შენ ხომ მაგაზე არცა ფიქროვნებ, მითომ ის რასა შვრება. აი მაგ ლამბადაზე კიდე მთელი ეგ ამბავი თვალწინ, როგორც რო კინო, ეგრე დამეხატა.

მაგას არა შჯობია, რო ერთი მაგრა შააგინო?

ეგრეა, ძმაოჯან. ვის რად უნდა, კაცის უკნიდან რა გამოდის.

მანქნის უკნიდან რაც რომ გამოდის,
მაგით მაყუთიც მეტი გამოდის,
პოლნი კარმანით სახლში წამოდის,
უჟე სამსე აქს უჯრა კამოდის.
.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: