RSS

რუბიკონი – კულტურული ცხოვრება

09 Sep

გურამა – ბიჭო, მთელი დღე რო აქ აგდიხარ, ხო ხედავ რო საკუთარ ბუტკას ემსგავსები თანდათან…

რუბიკა – იი! თორე რა ცუდ ვინმესაც ვემსგავსები…

გურამა – ა, ელაპარიკე ამას აწი. ე, ბიჭო, ფილარმონიაში მაინც დამპატიჟე იუმორინაზე, თვარა სულიერად სულ თლათ დაკნინდები და გაღარიბდები.

რუბიკა – ეგ მე ვიცი, რითაც გავღარიბდები.

გურამა – რავა, კულტურა მაწყინარია შენთვის? სულსაც ხო უნდა პაწია საზრდო…

რუბიკა – არ მინდა რა, ძმაო, ცუდი ვასპამინანიები მაქვს მაგის გამო.

გურამა, – არა, მაინც რა გახსენდება იმფერი, შორიდან რომ უვლი ამ თემას?

რუბიკა – რა და ჩემი ძმა სერიკა რო მოსკოვში დამპატიჟა, ეგ ამბავი მაშინ მოხდა.

მთელი წლის ნაოფლარი მანდ წავიღე და ჩემი თავისთვინ ყოველდღე პრაზნიკი ვაწყობ, ნაშები და რამე.

ერთხელაც სერიკა იძახის – უჟე ერთი თვეა აქა ხარ. ავლაბარში რო ვინმემა გკითხოს, მაგდენი ხანი სტალიცაში რასა შვრებოდი, ხო არ იტყვი, რასაცა შვრებოდი. ეგრევე ლუსიკასთან ენა მიიტანებენ.

მაგიტომ, საჭიროა რამე კულტურნი მერაპრიატია ვქნათ. შენ თითონ აარჩიე, რა გირჩევნია – სცენაზე ჟივოი ჯიგარხანიანი ვნახოთ თუ მავზალეიში კვდარი ლენინი.

მეთქი ლენინი რად მინდა, თანაც კვდარი. საღამოს ეგეთ ნატაშასთან სვიდანია მაქს, რო მთელი კრემლი მაგას ენაცვალოს ჯიქნებში.

თანაც ჯიგარხანიანზე ბილეთი სად იშოვნებ…

ეგ კიდე იჩალიჩა და, აზრზე მოდი, მართლა იშოვნა ორი ბილეთი მაგ ტეატრში, სადაც რო არმენა გამოდის ხოლმე. თანაც პრემიერა.

სპეკტაკლი რო გათავდა, ერთი ზრიტელი ჩემს უკნიდან იძახის – ნუუ, ეტა ნეჩტო იზ რიადა ვონ ვიხადიაშჩი!

მეთქი – იი! კაკაია ვონ, ია ჟე პაზავჩერა ნოგი მილ, ი ნასკი პამენიალ.

თანაც, მითომ რატომ მარტი ჩემი რიადიდან სუნი გამოდის?

ბოლოს კიდე ვუთხარი – ესლი ტი მენე ნი რად, პაცელუი მოი ჩორნი ზად!

მაგისთვინ ხუთასი მანეთი შტრაფი წამართვეს.

ეგ არი კულტურნი ცხოვრება? მაგ ფულად ხო ათი ქალი მოვიდოდა თავისი ზაკუსკით…
.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: