RSS

რუბიკონი – პირველი პაემანი

07 Sep

გურამა – რუბიკა, შენი პირველი პაემანი მაინც თუ იყო რომანტიული, თუ მაგ დროსაც რაიმე სარგებელზე და სახეიროზე ფიქრობდი?

რუბიკა – სარგებელზე კი არა, მაგაზე ვფიქრობდი, როგორ ჩემი შკურა გადავარჩინო…

გურამა – რატომ? შეყვარებული ვამპირი აღმოჩნდა?

რუბიკა – რა ვამპირი, როზა არ იცი? ანგელოზსავით გოგოა. არა, სინამ მაგასა ვნახამდი, მინამ ეგ მოხდა.

პირველი სტრელკა როზა აქედან პადალშე, ხუდადოვზე მომცა, რო ხალხი არ გაგოს, თორე ხო იცი ამ ქალაქის ამბავი. შენ მარტო იფიქრე და უჟე ყველა ყველაფერი იცის.

უბანში კიდე, ოღონდ პატიოსანი ადამიანზე რამე ფინთი გაგონ, ეგრე უხარიათ, მითომ ლატარიაში შაკალადნი ცვეტ პაბედა თუ არა, ზილ–მასკვა მაინც მოიგო, რაღა.

პადიომთან რო მივედი, უჟე ცოტა დრო დარჩა. კაცისგან კიდე პირველ სვიდანიაზე დაგვიანება როგორ იქნება.

ჩემ უბედო ბედზე იქვე, მესტნი ბეზდელნიკების ბირჟაზე ვკითხე, მეთქი – იმ გორაზე შუსტრად როგორ ავალ?

მაგათგან ერთი ყველაზე სალიდნი ბიძა, ჭაღაროვანი და რამე, იძახის – აბაზი დადე, დანარჩენიც ჩემზეა.

იი! ჩემთვინა ვფიქრობ – ტრამვაი სულ სამი კაპიკი ღირს, მაგრამ რა იცი, როდის მოვა. რაღასა ვქნამდი, მივეცი და ეგაც ეგრევე თავისი ნემეცკი ავჩარკა ცეპიდან მოსხნა…

ვაი, მამაჯააან! სვიდანიაზე კი დროზე მივედი, მაგრამ რად გინდა. ტყეში ეგეთი ქოშინით შავვარდი, რო ბედნი როზა იფიქრა, რო მანიაკი ვარ და წივილ–კივილით შინ გაიქცა.

კიდევ კარგი, რო ეგრე ქნა, თორე აბა მე ქალის თავი სადღა მქონდა. არა ჯობია ქალს მანიაკი ეგონო, ვიდრე იმპატენტი?

მეორე დღეს კიდე როზა თითონ აქ მოვიდა და უთხრა – ჩემო ოპოსუმო, ნეუჟელი ეგრე გიყვარხარ, რო გუშინ ეგრე ცოფიანსავით ჩემზე მორბოდი?
და თავის სახში წამიღო. იქაც ამბავი და რამე.

შინ რო მოველი, უჟე ეგ ამბავი ოჯახი იცოდა.

– ჩემ რუბიკას თავი განებოს, თორე მოვჰკლამ ეგ ბოზანდარა! – ჩხაოდა ლუსიკა.

დედამაგისი კიდე, ეგ ბებერი სუჩკა, ჭკვა ასწავლებდა – მოჰკლამ და ციხეში დალპები. ეგეთ როზას კიდე ამ ქვეყანაზე რა დალევს. თანაც, უშენოდ უფრო კარგა არ იგულავებენ?

ჯობია ჩემთითონ შენი მაწანწალა ქმარზე ჯადო გავაკეთო.

შენ ეგრე თავი დაიჭირე, მითომ არაფერი მოხდა. ნააბაროტ, სულ ტკბილი სიტყვები უთხარი, თან კარგი სუფრა მაგისთვინ გაშალე და ერთი რუმკაც ჩვენებური კანიაკი. მაგაში კიდე ერთი კაპლი ჩემი სისხლი ჩავდებ, რო გული სხვა ქალისკენ აღარა ქონდეს…

ეგა თქვა და მეც ზალაში შეველი.

ლუსიკა – ვაი, რუბიკ–ჯან, ცავატანემ, ჩემო შრომით დაღლილო ოჯახის ბურჯო, მოდი რა ტოლმა გაჭამოს შენი ლუსიკამ, რო ეგეთი ვერსადა ნახო.

მაგ დროს ტიოშჩაც შემოდის და კანიაკის რუმკა მძლევს – აჰა, ზედაც ეს დააყოლე, გენაცვალოს ანაიდა ვაგარშაკოვნამ.

მეც დავლიე და ვიძახი – ვაი! ვაი! ეს რა მამდის! არცერთი ქალი აღარ მინდა ჩემი ტიოშჩას გარდა. ანაიდ ვაგარშაკოვნა, დღეიდან ჩემი გული მარტო შენია – და ეგრე მაგის წინ მუხლებზე დავვარდი, როგორც რო სუხიშვილოვი ტანცორი.

– ახ, შენ გამყიდველო, ზნაჩიტ სპეციალნა ეგა ჰქენი? – იყვირა ლუსიკამ და დედიმისის თმები ეგრე პუტა, როგორც ნავაგოდნი ინდიუკი.

მაგის მერე, უჟე ოცი წელია, ტიოშჩას ფეხი ჩემი ოჯახში აღარა დგმულა.

აბა უყურე – როზა ხო შამრჩა, ცოლი ხო მეფერება, ტიოშჩაც ხო სახლიდან წავიდა…

მაგდენი სიხარულისგან უჟე ცუდათა ვარ და ვდრუგ კიდე ერთი…

ორი წლის შემდეგ ქუჩაში ტიოშჩა ვნახე. ძლივას ვიცანი. სადღა იყო მაგისი პამიდორივით ლოყები. ვაბშე პრასტინივით თეთრი გამხდარიყო, თან სკილეტივით.

თურმე, რაც რომ ჩემზე მაგ ჯადოს ეფექტი ნახა, მაგის მერე, სადაც რო სიმპატიჩნი მუჟიკი ნახამდა, ჩუმად თავისი სისხლი ასმემდა.

ბოლოს ანემიისგან ბალნიცაში წაღეს.

ეგეც ჩემი პირველი სვიდანია.
.

 
2 Comments

Posted by on September 7, 2009 in რუბიკონი

 

ტეგები: , , , ,

2 responses to “რუბიკონი – პირველი პაემანი

  1. თამთა ჭუმბურიძე

    September 8, 2009 at 9:03 pm

    ტეგებია მაგარი :)))

     
  2. ბესო

    July 12, 2010 at 2:34 pm

    გაიხარე, ძაან მაგარია…🙂

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: