RSS

რუბიკონი – იეთიმი რო შაახედა…

03 Sep

გურამა (თავს მოულოდნელად წამოადგება და დასჭყივლებს) – რუბიკ!

რუბიკა (დაფეთებული წამოხტება) – ვაი! რა ამბავი? პაჟარი? ავარია? არარატმა წაგო?

გურამა – არაფერი ისეთი. უბრალოდ, ისე იყავი ჩაფიქრებული, შემეშინდა – ფიქრში არ გეიპაროს–თქვა.

რუბიკა – აი, შენ კი გაგიხმეს ეგ თავი, როგორც ალოე როზას პადაკოინიკზე. აბა ჩემთვინ ეგეთი სტრესი იქნება? გული რამის ტრუსიკში ჩამივარდა, ელი. თან რა ფიქრი გამაწყვეტინე…

გურამა – მაინც რაზე ფიქრობდი ამისთანაზე?

რუბიკა – რაზე და, ეხლა რო უცებ ააყენო, სეირი არ იქნება…

გურამა – რა უნა ვქნა?!

რუბიკა – შენ რა უნდა ქნა, თავისით რო ვდრუგ ადგეს, ელი, სულ ერთი სათით. არა, სათი რად უნდა, ათი მინუტიც ეყოფა.

გურამა – გააჩნია ვის, და ვისთან… მე, მაგალითად, როსტოვში ქე რო დავდიოდი, ქალი მყავდა იქინე ერთი, ალიმპიადა მარკოვნა, მთელი სუტკა ვერ გამამწიწკნიდი ხელიდან.

რუბიკა – აბა ეგ რა შვაშია? ან შენ რა შვაში ხარ?

მე ვიძახი, ეხლა რო იეთიმ გურჯი სუ ცოტა ხნით ააყენო და თავისი თბილისის ამბები ანახო, ის თავისი ზნამენიტი ლექსი იცი უცბად როგორ გაასწორებდა…

გურამა – რომელი? კარგი იყო არ მენახე თავიდან?

რუბიკა – მაგას რა გასწორება უნდა. ეხლაც ზუსტად ეგრე გეტყოდი.

გურამა – აბა რომელი? ქვეყანაზე შემიყვარდა სონა მე?

რუბიკა – ჰო, მანდ კი უნდა ცოტა გასწორება: ქვეყანაზე შამიყვარდა როზა მე, მაგან დამწვა, მაგან გამაბოზა მე… დაიცა, ეგ რეებს მათქმეინებ.

ეგ კი არა, აი, გლავნი მაგისი ლექსი როა – დაკარგული შენი შვილი მოველო.

მაგას იცი ეხლა როგორ იტყოდა? შენ დაუკაა:

მემკვიდრეო ამგვარ საუნჯისაო,
ერთად–ერთის ქვეყნად სამოთხისაო,
საქმეს მუდამ რად უბზუებ ცხვირსაო, ლუკმა პურის გაჭირვებით მშოველო,

პატრონობა თუ გსურს ამ ქვეყნისაო,
ცარიელი რატომა გაქვს ქისაო,
შენ სირცხვილო თბილის–ქალაქისაო, გრანტების და კრედიტების მთხოველო,

გულო ქვისა, თავო კიდევ ხისაო,
დაგიკარგამს ყნოსვა ხეირისაო,
საქმე ნახე, ნუღარ ბურღამ ტვინსაო, სულ წარსულზე მტირალო და მგლოველო,

ჩემპიონო უსაქმურებისაო,
გაანძრიე ხელი შენ ჩემისაო,
ნუთუ რიდი არ გაქვს წინაპრისაო, მხოლოდ ამის საკითხავად მოველო.

 

ტეგები: , , ,

One response to “რუბიკონი – იეთიმი რო შაახედა…

  1. ninimariqeti

    February 23, 2014 at 4:47 pm

    magari poeti iyo ietim gurji

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: