RSS

რუბიკონი – კულტურული დასასრული

31 Aug

გურამა – რუბიკ, სულ ჩამორჩი კულტურულ ცხოვრებას ამ ბოლო ხანებში. მასე შეიძლება სულიერად გაღარიბდე და უინტერესო ადამიანი გახდე. მერე? მაწყობს მე ეგ ამბავი?

არა, ძმაო, კვირაში ერთი ლექსი უნდა ჩამაბარო, იცოდე.

რუბიკა – ერთი კაკრაზ გუშინა ვწერამდი. ეხლავე გითხრამ:

გაიცანით პაჟალუსტა – ბიძაჩემი არაქელი,
სომეხისთვინ – ვარსიმ ელი, ქართველისთვინ – დალაქ ელი,
გულის ბეწვი – ხშირი, გრძელი, უსიკები – წვრილი, თხელი,
ერთ ადგილზეც ტატუროვკა, ცოტა ძნელად გასამხელი,
კაცი – ჯიგრის ყაურმა და ჭეშმარიტი ქალაქელი,
ძირით ძველი ჰავლაბრელი, ტრადიციის მართლა მცველი,
ტკბილი სიტყვით უბნის ყველა კანფლიკტების ჩამფარცხველი,
კორჟიკების ბლომად მჭმელი, ლიმანადის მაგრა მსმელი,
ლაკის ტუფლის ჩამცმელი და ფეტრის შლაპის ჩამამცმელი,
უსიკების გამთხელი და კისრის სუფთად ამპარსველი,
ერთი კუკლი ბუტკა ედგა, თავის ბიზნეს–სამყოფელი,
ერთიც თეთრი ხალათი და ერთიც ძველი სავარძელი,
ერთი პულვერიზატორი, ერთი – კარგი მაკრატელი,
ერთიც სარკე, ერთიც გრძელი ალუმინნი სავარცხელი,
ათი სათი ფეხზე დგომა, კრიჭი–კრიჭი დამქანცველი,
***
ყველა დიდად აფასებდა, გამგონი და დამნახველი,
მაგისაგან დაკვრილ დუდუკს გასდიოდა სხვა ნაღველი,
შესაქების შემქებელი, პოლ–ჰავლაბრის გამლახველი,
სულ ყველასთან ღირსოვანი, არავისთან ჩამქაქველი,
მთელ თბილისის ისტორიის მომყველი და ამსახველი,
ომის წლებშიც გრაჟდანთათვის იმედების ჩამსახველი,
რადგანაც რომ რადიოში ლევიტანის გამბაძველი.

გურამა – უუხ! მომჭერი ხო თავი? ეგ ლექსი კი არა, ჭეშმარიტი ხალტურის ნიმუშია. გასწი, გამცილდი აქიდანი…

რუბიკა – კი მაგრამ, ჩემ ბუტკიდან თუ მე წაველი, ვართანას შტიბლეტი შენ დაკერამ?

გურამა – ვართანას შტიბლეტიც შენ ჯანში იყოს და ნიკულინის გძელი მაკასინიც.

მე კიდო სა წევიდო ამ ავდარში. კაი, ილაპარიკე, მარა რაიმე კულტურული ქე მაინც მოყევი, მუსიკაზე მაგალითად.

რუბიკა – მუზიკა? პაჟალსტა. იმაზე გინდა, აი, ადინოკი მომღერალი რო იყო, ოცი წელი რო მარტო იყო ნეაბიტაიმი ოსტროვზე.

იქაც ერთი მესტნი იმპრესარიო იპოვნა და პიატნიცა დარქვა, რადგანაც რომ ვ ასნავნომ მაგ დღეს აძლევდა…

გურამა – ვისა?!

რუბიკა – რა ვისა? შენ კულტურულად როგორ უნდა გერაპარაკო. კონცერტები აძლევდა, ელი.

ეგ საწყალი, მითომ იქნებ სპასატელები მაგისი ხმა გაგონ, მთელი დღე ეგრე გრომკათა მღეროდა, რო გემაროი გაიჩინა.

ერთხელაც პარახოდიდან შლუპკა მოვიდა, რომელიც კაპიტანი გამოგზავნა – ერთი ნახეთ, ვინ ვირიშვილი მთელი ღამე არ დამაძინა.

აი, ეგრე ეგ იპოვნეს და ეგრევე ლასკალაში წაიღეს.

მერე უჟე მანდა მღეროდა და რობინზონ კარუზო რქვოდა.
.

 

ტეგები: , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: