RSS

რუბიკონი – ხარი რო ხართან დაბა

17 Aug

რუბიკა – გურამ, გურამ, ნახე ვინ აქ მოდის, ტო.

გურამა – ვინ არი ეგ პროტიკი კაცი, პირველად ვხედავ…

რუბიკა – ოოო, ეგ არი ვინც არი. მაშ შენ ლევონა ჩახმახჩიანი არ გაგიგია? ვეტერან ბიტავოვა აბსლუჟივანია და რამე.

ეგეთი ჟუკია, რო რასაც ხელი მოკიდებს, აღარც გაუშვებს.

ჩვენ კლასიდან კამპიუტერი მარტო ეგ ისწავლა და ეხლა იცი რამდენი რამე მაგაზე კეთავს? ფოტო–მოტო, რეტუში–მეტუში, პრინტი–მრინტი, სკანერი–მანერი, ვობშემ, რაც გინდა.

ვაა! ვინც მოსულა, გაუმარჯოოს? ვონცეს, ლევონ–ჯან?

ლევონა – როგორც მანთაშოვის პარახოდი. შენ თითონ რასა შვრები? კიდე მაგ მახათითა ჩალიჩობ? ვერა ხედამ, ცხოვრება როგორ წინ მიდის.

რუბიკა – იი! მა რა ვჰქნა, ტუფლი კამპიუტერში ხო არ შავჰკერამ?

ლევონა – რა არი რო? ეხლა უჟე ეგეთი სპეციალნი სტანოკები გაკეთეს. მაგას კამპიუტერი მიაერთამ და ეგ არი, რასაც დაუხატამ, იმასაც ჰკერამს, ელი.

რუბიკა – ჰოო, მე მაგისა მაინც ვერაფერი გამეგებნება.

აი, ეს კაცი გაიცანი, ჩემი ძმა გურამა. ამას უფრო ესმის ეგეთი რამეები, ყოველდღე ინტერნეტ–კაფეში დადის.

გურამა – კაი გამარჯობა შენი.

ლევონა – გაუმარჯოს. რუბიკას ბრატი იგივე ჩემი ბრატია. გიყვარს კამპიუტერი?

გურამა – აბა, კაცო. სიგარეტივით მომინდება ხვამე ხანდახან. ისე, დიდი უბედური კაცის მოგონილია, რაცხა არი.

ლევონა – რატომ უბედური? მაგდენი ფული მქონდეს, კვდარიც ბედნიერი ვიქნებოდი. მაგას იმდენი მაყუთი აქს, რო დაჟე თქმა მიჭირს, ენა მიკანკალდება.

გურამა – წამღერებით თქვი და აღარ დაგებლუკება. ასთე ა – შვიდი მილიონი დოოლარიიი!

ლევონა – რის შვიდი, რა მილიონი.
დაიცა… 60 მილიარდი დოოლარიიი!

ვაჰ, კაცო, ცხოვრებაში პირველადა ვთქვი მაგხელა რამე. სპასიბა, გურამ–ჯან. ეგ რა მაგარი რამე ასწავლე. შენი ვალში რო არა ვზიოდე, ერთი პივა ჩემზე იყოს.

ვააა, რა კარგ ფეხზე დღეს აქ მოველი.

გურამა – კაი ახლა, ნუ გედირევი. ბრძენკაცს უთქვამს, რომეო, ნამდვილად მოსალოცი მაშინ ხარ კაციო, ქე რო ფულზე აღარ ფიქრობო.

რუბიკა – იი! შენ მაგოდენა ფული მამე და ჩათლახი ვიყო, თუ მაგაზე კიდე ვიფიქრო…

ლევონა – მაიცაა! მითომ რო ვიფიქრო, რა მამივა რო? დაჟე უფრო კარგი არ არი? როცა არა გაქ, მაშინ მაგაზე ფიქრი უფრო ტანჯვილობა არ არი?

გურამა – კი მარა, სუ ასდოლარიანებით რო მოგცენ მაგდენი ფული, ნახევრის დათვლას ვერ მოასწრებ, ისე მოკვტები და რაღათ გინდა მერე?

ლევონა – ეე, ძმაო–ჯან, კაცი კი არ უნდა გაღორდე. ეგ რა, ცოტაა, რო მაგდენი ფული გქონდეს, რო ვერ დათვალო?

თანაც, ეგეთ სიკვდილს განა რამე სჯობიან?

არა, ვერ გავიგე, ნეუჟელი შენთვის ბედნიერება მარტო ის არი, რო… დაიცა, რა ვთქვა?

ჰო, აი, წარმაიდგინე, რო ომში ხარ და ვდრუგ დაინახე შახ–აბაზი. ეგ შეეშინდა და გაიქცა, შენც მისდევ, ბოლოს დაეწევი და ტრაკში ხმალი ურჭებ. კარგია?

გურამა – უჰ, შენ გენაცვალე მაგ აზრიან გოგრაში! მაგნაირი სიზმარი მანახვა და იმ შენ მილიონებს იქვე ჩაგითვლიდი დო კაპეიკა.

ლევონა – აი, ხო გეუნევი. გავარია პა კამპიუტერსკი, ვი ჟივიოწე ვ ვირტუალნომ მირე, ელი.

ნაპრიმერ, იმ დღეს ერთი მეგრელი ჩემთან მოდის და ტიტველა ქალის სურათი მძლევს, თან იძახის – ასეთი მინდა კიდო ბევრი!

მეთქი – ზნაჩიტ დაგისკანერო?

ეგაც – ხო, დამიჩქიმერე…

მეთქი – ეგ რაღასა ნიშნამს?

ეგაც – როგორ, მაგდენი მეგრულიც არ იცი? სკანი შენსას ნიშნავს და ჩქიმი კიდო – ჩემსას. ხოდა, მე დამიჩქიმერე ერთი ათი ცალი მაგალითად და მერე, თუ გინდა, შენთვისაც დეისკანერე.

მეთქი საღოლ, ძლივას ვრაცი ვნახე, რო ბიზნესის მუღამი ჰქონია. ეხლა ეგ სურათები აიღებს, შკოლაში წავა და პადროსტკებზე კარგ ფასში გაყიდებს.

ეგ კიდე იძახის – ხოხ, მაგას ჩემი ავტობუსის კაბინაში გავაკრავ კრუგავოიზე. სითაც არ მივბრუნდები, სულ თვალწინ მექნება…

რუბიკა – ვაჰ, ეგ როგორ ჩემთითონ ვერ მოვიფიქრე, ტო! ეხლა, ჯიგარო–ჯან, ეს როზას სურათი აიღე და დამიჩქიმერე, მერე კიდე ათი ცალი დამიპრინტერე…

ლევონა – ვაჰ! უჟე შენც ეგრე დაიწყე არა? ეგრეც ვიცოდი. ეგრე იცის ქართველებთან ძმაკაცობამ. მაგაზე უთქვამთ – ხარი რო ხართან დაბა, ორი ხარი იქნებაო.

.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: