RSS

რუბიკონი – ვაშა, ურა, ვასტარჯი!

14 Aug

– ძია რუბიკ, ერთი ეს ბათინკები კარგად შემოაკერე. მთაში მივდივარ და დაწებებულს ვერ ვენდობი.

– პაჟალსტა, ცავატანემ. ისე, ჯეელი კაცი ხარ, მთაში რა დაგრჩენია. ამხელა ზღვა ღმერთი მოგცა. მანდ არ გირჩევნია? ჰა, ტიტლიკანი გოგოები, რამე…

– კარგია კარგი ცხოვრება, მაგრამ სტუმრები მყავს, უცხოელი მეცნიერები, და საქმეზე მივდივართ.

– ჰოო. ისე კარგია, თუ ეგ უჩონები ხშირად აქ ივლიან, იქნებ ბოლო–ბოლო გაგონ, როგორ დედამიწა ისე მოაწყონ, რო ომი აღარ იყოს.

აბა, ერთი უყურე, უჟე რამდენი ხანია მთელი სოფლიო მაგასა ჩალიჩობს, რო ყველა ხალხები მირნად იცხოვრონ.

ადრე ბაბილონოვი ბაშნი კეთამდნენ, არაფერი გამოვიდა, დაჟე იქით ხალხი დაიბრიდა.

ეხლა გლაბალიზაცია იძახიან, თან ერთმანეთი თოფი სვრებენ…
განა თუ მოვლენ, რო ჩვენ ქალაქისგან პრიმერი ნახონ, როგორია გოროდ ბუდუშჩევა.

მაგაზე ადრე ერთი სიმღერაც დამიწერნია. უბანში ეხლაცა მღერიან ბიჭები:

აისორი, ეზიდი, რუსი, ქურთი, არაბი,
რა სჯობია არაბთან ბაირამზე შარაფი,
ვრაცი, ყივრა, ხახოლი, ჰაესი და აზერი,
ამ ქალაქში ყველა ვართ სისთერი და ბრაზერი.
ვაშა! ურა! ავოე! ალაჰ აკბარ! ვასტარჯი!
რას არ გაიგონებდი ჩვენ ერეკლეს ლაშქარში.
აღა, სუდარ, მუსიე, სენიორი, მისტერი,
ერთი შამბეც კი გვყამდა, ზანგი ბრანდმეისტერი…
თან იცი როდისა გვყამდა? ესესერში რო ზანგი ვაბშე არ იშოვნებოდა, ელი. იცი რა ჯიგარი ვინმე იყო. ერთი გენახნა, პლეხანოვურად რო ბლატაობდა… ჰო:
სინაგოგა მეჩეთზე რო აგზავნის შალომი,
იქედანაც უკნისკენ მოდის ალეიქუმი.
ბარევ, თბილის–ქალაქო, ჩვენი გულის მალამო,
ვინ დაგბადა ნეტავი ეგეთი უნიკუმი.
ადანდალი დან–დაააა–ლიიიიი!

.

 
2 Comments

Posted by on August 14, 2009 in რუბიკონი

 

ტეგები: , , , ,

2 responses to “რუბიკონი – ვაშა, ურა, ვასტარჯი!

  1. გულნარა

    November 23, 2010 at 7:43 pm

    წავიღეეეეეეეეეეეეეეეე
    გაკოცე ბევრი

     
  2. ქეთევან ჩიკაშუა

    October 28, 2012 at 5:55 pm

    ისეთი ლექსია აუცილებლად, რომ ღიმილს მოგგვრის და კარგ ხასიათზე დააყენებს ადამიანს

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: