RSS

რუბიკონი – ეტატ შოთა რუსტაველი ნასტრადამუს ელი?

12 Aug

გურამა – რუბიკ–ჩემო, თარგმანის ამბავში წინ ხომ არ წაგიწევია?

რუბიკა – კანეშნა, თითონ შოთა იძახის – მოშაირე არა ჰქვია, თუ სადმე თქვას ერთი ორი.

მეც ვპასუხობ – შენზე ნაკლებს ვინც დასწერამს, მაგას ერქვას შენი ჩმორი.

გურამა – ოო! შოთას წყალი გადაგსხმია და ეგ არის. აბა, გადმოალაგე, რა გაქვს ახალი.

რუბიკა – თინათინ სოლნცე ბრაკოვალ, ნო სოლნცე თინათინოვალ. ჰა, როგორია?

გურამა – ვისთვისაც თარგმნი, იმისთვის ზედგამოჭრილია. კი მარა, აქეთ იქით რო დახტიხარ, თანმიმდევრობით არ უნდა მიჰყვე?

რუბიკა – მაცლი რო? აბა უსმინე:

ვ არაბისტანე როსტევან სიდელ ატ ბოგა ვეზუჩი,
ვისოკიმ, შჩედრიმ, ნიზკიმ ბილ, ვოისკამნოგი ბატრაჩი,
სუდია ბილ ი ლუბეზნი, ატკუსნი, უპრავლენჩესკი,
იშჩო ბაევიკ ისკუსნი, ი სობესედნიკ ვოდისტი.

ნე იმელ კაროლ მალჩიკა, ლიშ ადინ დოჩკა იმევში,
სელსკაია სვეტა, სვეტილა, სოლნეჩნიხ ვისოტ დასტიგში,
ანა უ ნაბლუდატელეი სერცე, უმ ი დუხ უნესში,
მუდრეც დლია ხამა ვასხვალიტ, იაზიკ ვა მნოგომ ვზაშედში.

არა, ისე თუ დაკვირვებლიხარ, ეს ხამები ვეფხისტყავსანში რა მაგარ პაჩოტშია. სუ მაგენებზე მანდა სწერია. ხან იძახის – ბრძენი ხამს მისად მაქებრადო, ხანაც – ხამს მოყვარი მოყვრისათვისო. გახსომს? ერთგან დაჟე იძახის – ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

აი, ეგ სტროკი ძალიან არ მამწონს, მაგრამ რასა ვზამ, დედანი ხო არ შავცვლი. მეც ავდექი და ეგრევე ვთარგმნე:

ხამუ ვ უდელ გოსტ ჟელანნი, ა ხოზიაინ – ბალაგურნი.

ისე, ვაბშეე, ეგ ჩვენი შოთა ცოტა ნასტრადამუსიც ხო არ იყო, ელი?

ხანდახან ეგეთი რამე მბობს, ტელევიზიონნი ნოვოსტი გეგონება. ნაპრიმერ:
აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე.

გესმის შენა? მაყუთი გადაიხადე და ციხიდან გაგიშვებთო, ელი, როგორც ეხლა.

გინდაც ესა: თუმცა დია მოიჭირვის, ვერცა ეგრე დამიჭირეს.

ხედამ, ტო? გეგონება ლევანა მამალაძე იძახის…

ანდაც: ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო.

ბავონც! თუმნიანებზე იძახის, ჯანს გეფიცები. ვაა, იმ დროს ეგ რამხელა ფული იქნებოდააა…

ოღონდ ნეპრილიჩნი რამეები არ მამწონს და ვერ ვიცი ეგენი როგორა ვთარგმნო.

გურამა – რა ნეპრილიჩნი, შენ ხო არ გაჟრიალებს. მაგ ნაწარმოებს ბოვშები სკოლაში სტავლობენ, რო იცოდე.

რუბიკა – მითომ რაზე არ ვიცი, ჩემი გეღამჩიკაც რა, ქართულ შკოლაში არ დადის? დადის და მეც მაგასა ვტირივარ, რო სახში მოვა და მკითხებს – პაპიკ, ეგ რას ნიშნამს –

დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრული.

და მერე მე მაგას რა უნდა უთხრა? ერთი ნახე, რუსულად რა მაზალო რამე გამოვიდა.

სელ, უვიდელ ნარიაჟენნი სედალიშჩე აბასრანნი…

არა, ძმაო, საღოლ თქვენა! მა ლოჩიკის გული არ უნდა, რო ეგეთი რამები შკოლაში ბავშებზე ასწავლო?

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: