RSS

შელ ტრეპი – ორგანიზების ხელოვნების საფუძვლები

07 Aug

შესავალი

არსებობს ორგანიზების ხელოვნების ძირითადი ინსტრუმენტები და საფუძვლები, მაგრამ ეს ინსტრუმენტები და საფუძვლები არ არის უნივერსალური. აუცილებელია მათი ისე შესწავლა და ადაპტირება, რომ უპასუხონ თქვენს კონკრეტულ სიტუაციას.

ასე რომ, ორგანიზების ხელოვნების საფუძვლები უნდა განიხილოთ არა როგორც თქვენი სიტუაციისათვისაც გამოსადეგი უნივერსალური რეცეპტი, არამედ როგორც სახელმძღვანელო და რჩევები, რომელიც უნდა დაუქვემდებაროთ თქვენს მოთხოვნილებებსა და კერძო სიტუაციას.

თავიდან ეს სახელმძღვანელო იწერებოდა საშტატო თანამშრომლებისათვის, მაგრამ დრო იცვლება და ხელმძღვანელობას თავის თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება მოეთხოვება.

თქვენი საორგანიზაციო კამპანიის წარმატება არ იქნება მთლიანად დამოკიდებული ამ სახელმძღვანელოზე. გარდაქმნებამდე მხოლოდ თქვენი თავდაუზოგავი შრომა და საქმისადმი ერთგულება მიგიყვანთ.

ეს სახელმძღვანელო ეძღვნებათ იმ ადამიანებს, ხელმძღვანელებსა და ორგანიზატორებს, რომლებმაც თავისი ორგანიზატორული ხელოვნებით მიაღწიეს გარკვეულ გამარჯვებებს საკუთარი რაიონის ცხოვრებაში და სხვა რაიონებსა და მთელი ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებს მისცეს იმედისა და საკუთარი ღირსების გრძნობა.

შელ ტრეპი
სექტემბერი 1985

მოქალაქეთა შემოვლა

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა აზრებითა და გრძნობებით ცხოვრობს რაიონი, საჭიროა მოქალაქეთა შემოვლა. თუ თქვენ ამის გაგების სხვა ხერხები იცით, შესანიშნავია.

მაგრამ თუ ორგანიზაციას სურს ნამდვილად იცნობდეს მოცემულ რაიონს, არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ რაიონის მცხოვრებლებთან მუდმივ კავშირს: რას გრძნობენ ან ფიქრობენ ისინი რაიონის ცხოვრებაზე? რისი შეცვლა სურთ? რისი გაუმჯობესება? ბევრი ორგანიზაცია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა მცხოვრებთა შემოვლა.

როდესაც დადიხართ მოქალაქეებთან, როგორც წესი, ცდილობთ მიიღოთ ინფორმაცია, მიაქცევინოთ ყურადღება პრობლემის გადაწყვეტაზე ან დაარწმუნოთ მონაწილეობა მიიღონ მის გადაწყვეტაში, ან იყენებთ ამ სამი მოქმედების რომელიმე კომბინაციას.

მცხოვრებთა შემოვლისას თქვენ გაქვთ დაახლოებით 30 წამი იმისათვის, რომ წარუდგეთ, მიანიშნოთ თქვენი ვიზიტის მიზანზე და დაარწმუნოთ ადამიანი კარს მიღმა იმაში, რომ არ ხართ გადასახადთა ამკრეფი, ბიბლიის გამყიდველი ან ყაჩაღი.

ამის გათვალისწინებით უნდა მაშინვე წარუდგეთ და ახსენოთ რომელიმე მათთვის ნაცნობი ორგანიზაცია.
გამარჯობათ, მე მქვია ––– და ვმუშაობ (კვარტალის კლუბში, მოქალაქეთა გაერთიანებულ საზოგადოებაში). ჩვენ ვატარებთ რაიონის მცხოვრებთა გამოკითხვას იმ მიზნით, რომ გავიგოთ მათი აზრი რაიონის ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ.

ინფორმაციის მოპოვება

ეს მოქმედება ხდება მაშინ, როდესაც ცდილობთ გამოავლინოთ პრობლემა. მას შემდეგ რაც წარუდგებით მოქალაქეს, შეიძლება უთხრათ დაახლოებით შემდეგი:
თქვენ რომ შეგეძლოთ რაიონში ერთი ცვლილების განხორციელება რა იქნებოდა ის?
თქვენის აზრით რა უნდა გაკეთდეს, რომ რაიონის ცხოვრება გაუმჯობესდეს?
შეგიძიათ დაასახელოთ ის ერთი პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად
გაწუხებთ რაიონის ცხოვრებაში?

თუ ვერ იღებთ კონკრეტულ პასუხს, შეგიძლიათ უკარნახოთ ის რაც თავად შენიშნეთ.
შევამჩნიე, რომ შენობა კუთხეში მოუწესრიგებელი ჩანს, ხომ არ იცით ვინ
არის მისი მფლობელი?

ამან შეიძლება მიიყვანოს საუბარი კონკრეტულ საკითხამდე და იქამდე თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით.

გამოკითხვისას, ჩვეულებრივ, ზოგად პასუხებს იძლევიან:
რაიონი მიშვებულია.
რაიონი ძალიან ჭუჭყიანია.
რაიონი ახლა ისეთი აღარ არის როგორიც იყო.

თქვენი ამოცანაა დამატებითი კითხვებით ზოგადი პასუხები გადაიყვანოთ კონკრეტულში:
რას გულისხმობთ სიტყვაში “ჭუჭყიანი”?
შეგიძლიათ გვაჩვენოთ ყველაზე ჭუჭყიანი ადგილი?

როდესაც დაადგენთ კონკრეტულ პრობლემას შეგიძლიათ კითხოთ:
არ გსურთ მოხვიდეთ კრებაზე, რომელიც ამ კვარტალში დაყრილ ნაგავს შეეხება?

იმის მიხედვით თუ, თქვენი აზრით, როგორ რეაგირებს ადამიანი ამ პრობლემაზე, ისიც შეგიძლიათ კითხოთ – შეიძლება თუ არა ჩატარდეს კრება მის სახლში მომავალ ხუთშაბათს.

თუ წარმატებას მიაღწიეთ და ეს ადამიანი თანახმაა კრების ჩატარებაზე თავის სახლში, მაშინ შემდეგ მცხოვრებთან გადასვლისას შეგიძლიათ შეწყვიტოთ ინფორმაციის შეკრება და შეუდგეთ ადამიანის ყურადღების მიქცევას პირდაპირ ამ პრობლემაზე.

ყურადღების მიქცევა

არსებობს პრობლემის გადაწყვეტაზე ყურადღების მიქცევის ორი ძირითადი სახე: ყურადღების მიქცევა თვით პრობლემაზე ან ყურადღების მიქცევა იმ ორგანიზაციის წევრობაზე, რომელიც მუშაობს მის გადაწყვეტაზე. პრობლემაზე ყურადღების მიქცევის სახელმძღვანელოდ გამოგადგებათ შემდეგი:

მას შემდეგ რაც წარუდგებით:
ბევრი თქვენი მეზობელი ჩივის, რომ კვარტალი ძალიან ჭუჭყიანია,
განსაკუთრებით იქ სადაც ნაგვის მანქანები თავის ტვირთს ცლიან. გავიგე,
რომ ხან და ხან ეს ნაგავი იქ კვირაზე მეტ ხანს ყრია. არ გსურთ
მოსვლა კრებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით?

თუ დაინტერესება არსებობს, დაიწყეთ ლაპარაკი კრების თარიღზე, დროზე და ადგილზე, იმასაც ეცადეთ, რომ კრება მოაწყოთ თვით ამ ადამიანის სახლში უახლოეს დღეებში.
თუ დაინტერესება არ არის, ისევ დაიწყეთ ინფორმაციის მოპოვება.

ორგანიზაციის წევრობაზე ყურადღების მიქცევა მას შემდეგ რაც წარმომიდგებით, უნდა დამარწმუნოთ, თუ რატომ არის ჩემს ინტერესებში თქვენს ორგანიზაციაში შესვლა. რა გაგიკეთებიათ ისეთი ოჯახებისათვის, როგორიც ჩემია?..

აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თუ რაიმეს მიაღწიეთ ჩემისთანა ადამიანებისათვის წარსულში, მაშინ იმასვე მიაღწევთ ჩემისთანა ოჯახებისათვის მომავალში.

ჩვენ ის ორგანიზაცია ვართ, რომელმაც შეაჩერა ვირთხების გამრავლება გაზგაყვანილობის კომპანიასთან ერთად. ამის მეშვეობით ყოველ კლიენტს მოვუტანეთ 225 დოლარის ეკონომია წელიწადში. რაც შეადგენს თვეში დაახლოებით 20 დოლარს, ხოლო ჩვენი ორგანიზაციის წევრობის გადასახადია მხოლოდ 15 დოლარი წელიწადში, ამასთანავე გიგზავნით საინფორმაციო ბიულეტენს იმისათვის, რომ დროულად იყოთ ყველა პრობლემის კურსში.

მონაწილეობაში დარწმუნება

ეს ჰგავს ყურადღების მიქცევას, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ თქვენ არა მხოლოდ პრობლემა გაქვთ დადგენილი, არამედ შეკრების თარიღი, დროცა და ადგილიც.

მას შემდეგ რაც წარუდგებით:

ბევრი თქვენი მეზობელი წუხს, რომ ნაგვის მანქანა ნაგავს კუთხეში ყრის. შემდეგ ხუთშაბათს, 7.30–ზე ვიკრიბებით ჩვენი რაიონის ეკლესიაში. მოვიწვიეთ სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც დაგვპირდა, რომ მოვა. ეს ყველაზე შესაფერისი მომენტია იმისათვის, რომ რაიმე ვიღონოთ ამ ნაგვის თაობაზე. შესძლებთ მოსვლას?

თუ შენიშნეთ დაინტერესება, გაუმეორეთ თარიღი, დრო და ადგილი, მიეცით საინფორმაციო ფურცელი და გაიგეთ, კიდევ ხომ არ არის ვინმე, ვისთანაც შეიძლება ამ კრებაზე ლაპარაკი.

რჩევები

1. შეიძლება მოისურვოთ ტელეფონის ნომრის გამორთმევა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წყნარად გრძნობს ეს ადამიანი თქვენთან თავს. ზოგიერთმა ეს შეიძლება მუქარად აღიქვას.

2. თუ ადამიანის წინაშე რაიმეს იწერთ, აცნობეთ რას, რათა არ ეგონოს, რომ მისი ტელევიზორის მარკამ დაგაინტერესათ.
მინდა ჩავიწერო, რომ თქვენ წამოჭერით ვირთხების პრობლემა, რათა არ დამავიწყდეს.

ეფექტური მეთოდიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჯიბეში იქონიოთ 3 X 5 ბარათები და ყოველ შემდეგ სახლთან თითო ბარათზე ჩაიწეროთ მხოლოდ მისამართი და კითხვა.

3515 – ვირთხები
3517 – ეზიზღება ორგანიზაცია
3521 – შეგვპირდა ინფორმაციას ქალაქის ტროტუარების პროგრამის შესახებ.

ოფისში დაბრუნებისას შეგიძლიათ გადახედოთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ მომავალში. ასევე, შემდგომ, როდესაც შემოვლაზე წახვალთ იგივე კვარტალში, შეგიძლიათ ბარათები თან წაიღოთ და ისინი გამოგადგებათ ადამიანებთან ლაპარაკის დაწყების ამომავალ წერტილად.

3. თუ ადამიანებს დაპირდით ინფორმაციას, იზრუნეთ, რომ ეს ინფორმაცია მიიღონ.

4. თუ ისეთ კითხვას დაგისვამენ, რომელზეც პასუხი არ გაგაჩნიათ, ნუ შეგეშინდებათ ამის აღიარება. ჯობს პატიოსანი იყოთ ვიდრე თავი სულელურ მდგომარეობაში ჩაიგდოთ.

5. თუ მტრულად გხვდებიან, ნუ ჩაებმებით კამათში, გამარჯვებას მაინც ვერ მოიპოვებთ, მხოლოდ ხელს კრავთ ამ ადამიანს ორგანიზაციისგან. უბრალოდ მოუხადეთ მადლობა, რომ დრო დაგითმოთ და გადადით შემდეგ სახლზე.

6. ჩაიცვით ისე, როგორც ეს მიღებულია ამ რაიონში. ზოგან ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ჯინსი შეუფერებელია. არ ატაროთ ორგანიზაციის სამკერდე ნიშნისგან დანსხვავებული სხვა სამკერდე ნიშნები. კარსმიღმა ადამიანმა შეიძლება მხარი არ დაუჭიროს თქვენს კონკრეტულ საქმეს.

7. გახსოვდეთ, რომ თქვენ კარსმიღმა ადამიანის ცხოვრებაში იჭრებით.

პრობლემების განსაზღვრა

მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თქვენ გეჩვენებათ პრობლემად, ნუ შექმნით ამისგან პრობლემას.

მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ეს არ გეჩვენებათ პრობლემად, არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის პრობლემა.

როდესაც ადგენთ იმას, თუ რა გესახებათ თქვენ პრობლემად, საკუთარ თავს შეიძლება დაუსვათ სამი კითხვა:

1. შეიძლება ამის გარშემო ადამიანების მობილიზება?
2. კონკრეტულია თუ არა ეს?
3. შეიძლება რაიმეს გაკეთება ამ სიტუაციის შესაცვლელად?

თუ ადამიანების მობილიზება არ შეიძლება, მაშინ თქვენს წინაშე პრობლემა არ არის. პრობლემის “შემოწმების” კარგ ხერხს წარმოადგენს გამოიძახოთ თქვენი ორგანიზაციიდან რამოდენიმე ადამიანი, ელაპარაკოთ მოცემულ სიტუაციაზე და დაუსვათ შემდეგი კითხვები:

გაქვთ სურვილი შეკრიბოთ რამოდენიმე ადამიანი, რათა განიხილოთ ეს პრობლემა და ნახოთ რისი გაკეთება შეიძლება?

ანდა ეს საკითხი შეიძლება აღძრათ საორგანიზაციო კამპანიის შეკრების ბოლოს, რომელიც სხვა საკითხის გამო შეიკრიბა, და დააკვირდეთ როგორი იქნება რეაქცია.

სანამ შესაძლებელი იქნება რაიმეს გაკეთება, პრობლემა კონკრეტულად უნდა განისაზღვროს: შეშფოთების გრძნობასა და პრობლემას შორის არსებითი განსხვავება არსებობს. რაც შეეხება შეშფოთებას, აქ ვერაფერს გახდებით, მაგრამ პრობლემებს შეგიძლიათ გაუმკლავდეთ!

ცუდი საცხოვრებელი პირობები საზრუნავს იწვევს. ვ. უიპლზე მდებარე #1432 სახლს არა აქვს გათბობა, შესაცვლელი სადარბაზო დაზიანებულია, მისი მეპატრონე, რომელიც ამჟამად იქ არ იმყოფება, წარმოადგენს პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც შეიძლება მოხერხდეს.

შეშფოთებას იწვევს ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა, ხოლო ის ფაქტი, რომ ადგილობრივი აფთიაქი არ გაყიდის არაპატენტირებულ წამლებს – წარმოადგენს პრობლემას.

როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ რაიონი “მიშვებულია”, ეს შეშფოთებაა. მაგრამ იგივე შეიძლება გადავიყვანოთ პრობლემაში, თუ ვაიძულებთ მათ დააკონკრეტონ რას გულისხმობენ სიტყვაში “მიშვებული”. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გზებზე თხრილებია, რომ ქუჩაში არ ანთია შუქი, რომ პოლიცია გამოძახებაზე საკმაოდ სწრაფად არ რეაგირებს, ანდა იმას, რომ მეზობლებმა გაიჩინეს ძაღლი, რომელიც ხმამაღლა ყეფს.

იმისათვის, რომ ორგანიზაციამ მუშაობა შეძლოს, საჭიროა შეშფოთების პრობლემაში გადაყვანა.

შეიძლება რაიმეს გაკეთება ან შეცვლა? თქვენს ადგილობრივ ორგანიზაციას არ ძალუძს ქველმოქმედების სახელმწიფო სისტემის შეცვლა, მაგრამ მას შეუძლია იზრუნოს იმაზე, რომ მისი რაიონის მცხოვრებლებმა მიიღონ ყველა ის შეღავათი, რაც ეკუთვნით, და რომ საქველმოქმედო ორგანიზაციებში მათ პატივისცემით ეპყრობოდნენ.

თქვენ უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც თავის თავზე იღებს ორგანიზაცია, არ გადის მისი საქმიანობის საზღვრებს გარეთ, და რომ თქვენ რეალური საფუძველი გაგაჩნიათ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტისას ელოდოთ უკეთესისკენ ცვლილებებს.

კიდევ რამდენიმე შენიშვნა პრობლემების თაობაზე: თუ თქვენ გადაწყვიტეთ შეუტიოთ იმ პრობლემას, რომლის გადაწყვეტასაც საკმაო დრო სჭირდება, მაშინ მოგიხდებათ მისი ქვემიზნებად დაყოფა და ყოველის მიღწევის ზეიმით აღნიშვნა.

პრობლემის გადაწყვეტა დაიძრა ადგილიდან, შეხვედრა გვაქვს მერთან.
გეგმარების განყოფილება პირველად დათანხმდა შეხვდეს ადგილობრივ
ორგანიზაციას. ჩვენ წინ მივიწევთ!

ხანგრძლივი საორგანიზაციო კამპანიის დროს ასევე იზრუნეთ იმაზე, რომ გქონდეთ სათადარიგო ვარიანტები. თქვენს მოწინააღმდეგეს კრება აქვს რომელიმე სააგენტოს ან კორპორაციის დირექტორთა საბჭოში?

მაშინ ეწვიეთ ამ სააგენტოს ან კორპორაციას და სთხოვეთ თანამშრომელს გამოიძახოს თქვენი მოწინააღმდეგე კრებაზე.

ეკუთვნის თქვენი მოწინაამდეგე რომელიმე კლუბს, ორგანიზაციას ან ეკლესიას? შეიძლება ისეთივე ვიზიტი მოუწყოთ.

ჩვენ მერთანაც კი მივსულვართ სახლში იმ რაიონში, სადაც ცხოვრობდა ჩვენი მოწინააღმდეგე და გვითხოვია მერისთვის, დაერეკა ჩვენს მოწინააღმდეგესთან და დაებარებინა კრებაზე.

მოწინააღმდეგის თანამშრომლები, სწრაფად ასრულებენ ასეთ დავალებებს, რათა თავიდან აიშორონ კამათი.

ხანგრძლივი საორგანიზაციო კამპანიის დროს უნდა იყოს სათადარიგო ვარიანტები, რათა ხალხმა არ მოიწყინოს, ხოლო მოწინააღმდეგე სხვადასხვა მხრიდან გრძნობდეს დაწოლას.

გახსოვდეთ ამ ნაწილის დასაწყისში მოთავსებული ორი წინადადება. იყო შემთხვევები, როდესაც ორგანიზაცია ატარებდა კამპანიას ზოგიერთი ძალიან უჩვეულო პრობლემის გადასაწყვეტად და წარმატებასაც აღწევდნენ და თავსაც იმკვიდრებდნენ. რამოდენიმე ასეთი პრობლემის მაგალითი: ხელის ურიკები მაღაზიებში, ზარები ნაყინის გადამტან მანქანებზე, ტუალეტის ქაღალდი სკოლებში.

არც ერთი ამ პრობლემის გადაწყვეტას არ შეურყევია მსოფლიოს საფუძვლები, მაგრამ პრობლემები მოიხსნა, რაიონი განმტკიცდა და ორგანიზაცია გადავიდა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე.

ხელმძღვანელების განსაზღვრა
არასდროს მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ვინმე მოსულიყო ჩემთან და ეთქვა: “გამარჯობათ, მე ხელმძღვანელი ვარ და მინდა ვუხელმძღვანელო თქვენს ორგანიზაციას.” ასევე არასდროს მომხდარა ისე, რომ შევსულიყავი ოთახში და დამენახა კაცი შუბლზე დიდი ასოთი “ხ”.

საორგანიზაციო კამპანიის ხელმძღვანელთა ძებნა და მომზადება წარმოადგენს ნელ პროცესს, რომელიც შეიძლება დასრულდეს წარმატებით და ასევე ხშირად წარუმატებლადაც. ეს პროცესი ეფუძნება დაჟინებასა და თავდაუზოგავ შრომას.

მიუხედავად ამისა არსებობს ზოგიერთი მითითება:

1. ბრაზობენ ისინი? როდესაც ისინი ლაპარაკობენ პრობლემებზე, ეს მათი ემოციური გამოცდილების შედეგია თუ ინტელექტუალური ვარჯიშის? ჩვენ გვინახავს ბევრი მომხიბვლელი და ინტელიგენტური ხელმძღვანელი, მაგრამ ემოციის არქონის შემთხვევაში ხელმძღვანელს არ ძალუძს “მოწინააღმდეგის განადგურება”.

ასე, რომ ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ იმას, ვინც პირადი შეხვედრისას, ხელმძღვანელობის ან საზოგადოების კრებებზე ავლენს გაბრაზების გრძნობას. როდესაც იპოვით ასეთ ადამიანს, მიეცით საშუალება ეს გრძნობა გამოავლინოს საერთო დისკუსიის დროს.

გაფრთხილება: მოერიდეთ “სახლის ლომებს”, იმ ადამიანებს, რომლებიც სახლში აფრქვევენ ტირადებს და ბობოქრობენ, იმუქრებიან თუ როგორ დაგლეჯენ თავის მტერს ნაწილებად, ხოლო პირისპირ შეხვედრისას ბატკნებად იქცევიან. ერთხელ ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც საშინლად ბრაზობდა გეგმის შემუშავების შესახებ თავის სახლში ჩატარებულ კრებაზე.

ჩვენ ის ავირჩიეთ ორატორად მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ წევრთან სახლში ვიზიტის წინ. ის იმდენად ძლიერი გვეჩვენებოდა, რომ ხელმძღვანელად არჩევასაც კი ვფიქრობდით. როდესაც მივედით მოწინააღმდგეს სახლში, ამ კაცმა დაასრულა იმით, რომ უთანაგრძნო ჩვენს მოწინააღმდეგეს იმაში ,თუ რა ძნელია მუნიციპალიტეტის წევრობა.

ასეთი სიტუაციის თავიდან აცილების ერთ–ერთი ხერხია მივცეთ პოტენციურ ხელმძღვანელს პატარა როლის შესრულების საშუალება ერთ–ერთი მოთხოვნის წაყენებისათვის ჩატარებულ შეკრებაზე და დავაკვირდეთ შერჩება თუ არა თავისი სიბრაზე საზოგადოების შეკრებაზე.

2. გაყვებიან მას სხვა ადამიანები? მახსოვს ერთხელ ვესწრებოდი კამპანიის ხელმძღვანელთა კრებას, რომელზეც ჯგუფი ცდილობდა მოქმედების მიმართულებაზე მიეღო გადაწყვეტილება. ისევ და ისევ ცდილობდა თავმჯდომარე წამოეყენებინა წინადადება კონკრეტულ მოქმედებაზე, მაგრამ ყოველთვის ნახულობდნენ ამ წინადადებაში რაიმე არასწორს.

განხილვის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ჯგუფის ერთმა წევრმა შემოიტანა წინადადება. ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა მაშინვე აიტაცეს ეს წინადადება და მიიღეს. ხელმძღვანელობის შემდეგ შეკრებებზეც დავინახეთ, რომ იგივე მოხდა. დიდი დრო არ დასჭირვებია იმის გაგებას, რომ ჯგუფის ნამდვილი ხელმძღვანელი იყო ის ადამიანი, რომელიც იჯდა უკან, საზღვრავდა თავისი წინადადების წამოყენების დროს, აყენებდა მას და შემდეგ აკვირდებოდა თუ როგორ იღებდნენ მის წინადადებას.

3. მიიღებენ ისინი მითითებებსა და წინადადებებს სხვებისგან? კარგი ხელმძღვანელი არ არის მიუდგომელი; ის თავისუფლად იღებს წინადადებებს და ცვლილებებს სტრატეგიაში. ისინი, სანამ რაიმეზე თანხმდებიან, ითვალისწინებენ ჯგუფის თვალსაზრისს.

კარგ ხელმძღვანელს საფუძვლიანად ესმის ის, რომ მისი ძალაუფლება მოდის ხალხიდან და აუცილებელია ამ კავშირის მხარდაჭერა, თუ უნდა თავისი ძალაუფლების შენარჩუნება.

4. აიღებენ თავზე პასუხისმგებლობას? სურთ მათ იმაში დარწმუნება, რომ რიგდება საინფომრაციო ფურცლები, რომ ტელეფონზე რეკავენ, რომ წერილები იწერება? სურთ მათ ორგანიზაციის გადაწყვეტილებების მიღება, და შემდეგ მათი დაცვა თავდამსხმელებისგან?

მახსოვს ერთი სიტუაცია, როდესაც კამპანიის ხელმძღვანელები გეგმავდნენ ძალიან ძლიერ დემონსტრაციას. ყველამ მიიღო ის, დაამტკიცეს და მისი განხორციელების ნაწილად იქცნენ. ეს იყო ფანტასტიური დემონსტრაცია! მაგრამ ვიღაცას მტკივნეულად დავაბიჯეთ ფეხზე და ამას მოყვა ძლიერი რეაქცია ქალაქის ხელისუფლების, საინფორმაციო საშუალებებისა და ზოგიერთი დამფინანსებელი წყაროებიდანაც კი.

იგივე ხელმძღვანელობამ, რომელმაც შეიმუშავა, დაგეგმა და განახორციელა დემონსტრაცია, მალე დაიწყო უაირის თქმა მის ყოველ ნაწილზე. ვერავითარმა დარწმუნებამ და ტაქტიკამ ვერ აიძულა ისინი დაენახათ, თუ რა ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან.

მოქმედებაზე უარის თქმის გარდა მათ შეაფერხეს პრობლემის გადაჭრა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ დღეს არც ერთი მათგანი არ არის ხელმძღვანელი. კარგი ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე, ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზეც.

5. კიდევ რა? ბევრი რამ, როგორიცაა მომხრეების ყოლა, ლამაზი ლაპარაკის ცოდნა, აგრესიულობა, აღქმის უნარის ქონა და ა. შ. და ა. შ. ისევე როგორც სხვა წამოწყებების, ამის გასაღებსაც წარმოადგენს პრაქტიკა, სწავლა საქმიანობის დროს. გამოცდილების მიღება ჯერ ერთი მოთხოვნის წაყენებისას, ან ორგანიზაციის გამოკვლევის შედეგების წარდგენისას, ხოლო შემდეგ სულ უფრო გაზრდილი რაოდენობის მოვალეობების თავზე აღება. პროფესიონალები არ ხდებიან ერთ დღეში ან ერთ კვირაში; ამისათვის საჭიროა პრაქტიკა და გამოცდილება. იგივე გამოდგება ხელმძღვანელის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

თქვენ უნდა იყოთ ხელმძღვანელის მუდმივ ძიებაში და უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგ ადამიანს შეუძლია გარკვეულ სიტუაციაში ხალხის გაყოლიება, ხოლო სხვა სიტუაცია მოითხოვს ხელმძღვანელისგან სულ სხვა ცოდნასა და გამოცდილებას. ხელმძღვანელი, რომელიც ძლიერია მოწინააღმდეგესთან შეტაკებისას, შეიძლება ასეთი არ იყოს მოლაპარაკებებზე.

საჭიროა განსხვავების ცოდნა. კარგ ხელმძღვანელს შეგნებული აქვს ეს და სხვადასხვა სიტუაციაში იყენებს სხვადასხვა ხელმძღვანელს კონკრეტული თვისებების მიხედვით.

საორგანიზაციო კამპანიის ხელმძღვანელთა მომზადება
უმეტეს ორგანიზაციაში ბევრს ლაპარაკობენ საორგანიზაციო კამპანიის ხელმძღვანელთა მომზადების შესახებ; მაგრამ ცოტა მათგანს თუ გააჩნია ამ ხელმძღვანელთა მომზადების რამდენადმე სისტემატიზებული გეგმა.

მართალია ის, რომ ხელმძღვანელი მზადდება იმ კონკრეტულ საქმიანობაში და სიტუაციაში, რომელშიც უხდება თავისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება. თუმცა იმ ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია ხელმძღვანელთა მომზადების სისტემური გეგმა, ძალუძს თავის ხელმძღვანელებს გადასცეს დამატებითი ინსტრუმენტები გაუმჯობესებისა და მომზადებისათვის.

ერთ–ერთი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ შეკრიბოთ კამპანიის ხელმძღვანელთა ჯგუფი და ჰკითხოთ თუ მათი აზრით გამოცდილების რომელი მხარე უნდა გაძლიერდეს. რის შემდეგაც შეგიძლიათ შეიმუშავოთ მომზადების საკუთარი პროექტი ან დაუკავშირდეთ ვინმეს გარეთ, ვინც აწარმოებს მომზადებას ამ სფეროში.

თქვენ უნდა მიიღოთ ხელმძღვანელთა მტკიცე დაპირება, რომ დაესწრებიან ამ მეცადინეობებს. ორგანიზაციის საქმიანობის გეგმის მიხედვით მეცადინეობები დაგეგმეთ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ ან კვარტალში ერთხელ.

ზოგიერთი თემა, რომელიც შეიძლება განიხილოთ პროგრამის მომზადებაში:
1. როგორ მოვიზიდო კრებაზე მეტი ადამიანი?
2. როგორ შეიძლება გავაუმჯობესო პრობლემის გადასაწყვეტად მოწვეული ჩემი რაიონის/კლუბის ჯგუფის კრება?
3. როგორ გავაუმჯობესო საზოგადოებრივ კრებაზე თავმჯდომარის როლი?
4. როგორ შევიმუშაო უკეთესი დღის წესრიგი?
5. როგორ გავიუმჯობესო ხელმძღვანელისთვის აუცილებელი თვისებები შეჯახების ან დემონსტრაციის დროს?
6. როგორ გავიუმჯობესო გამოცდილება მოლაპარაკებების წარმართვაში?
7. წარმატებული სტრატეგიის შემუშავება.
8. პრობლემის შემუშავება.
9. სახსრების შეკრებისათვის აუცილებელი უნარი.

ეს უნდა გამოგადგეთ საწყისად. მოიგონეთ სხვა თემებიც. სახელმძღვანელოს ბოლოს მოთავსებულია ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა “ამოცანებისა და სამუშაო თვისებების საკონტროლო სია”, რომელიც შეიძლება სასარგებლო გამოდგეს ორგანიზაციისათვის.
მომზადების კურსში ჩადებული თემის გარდა ყოველ მეცადინეობაზე უნდა გამოიყოს დრო კონკრეტული კამპანიის სტრატეგიისათვის, რომელშიც მონაწილეობს კამპანია ან რითიც დაკავებული იქნება მომავალში. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მეცადინეობის ყოველი ნაწილი იქნება არა აბსტრაქტული, არამედ პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციის ცხოვრებასთან.

ყოველი საწვრთნელი მეცადინეობის ბოლოს უნდა განიხილოთ ასეთი საკითხები:
1. წარმატებული იყო ეს მეცადინეობა? რატომ/რატომ არა?
2. როგორ გააუმჯობესებდით ამ მეცადინეობას?
3. რის შეცვლას აპირებთ ამ მეცადინეობის წყალობით?

მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვა დაწვრილებით იქნას ჩაწერილი. ეს ხელს შეგიწყობთ უფრო ეფექტური საწვრთნელი მეცადინეობის მომზადებაში, აგრეთვე საშუალებას მოგცემთ ყველა გახადოთ ანგარიშგებადი.

მაგალითად – თუ ერთ–ერთი ხელმძღვანელი მესამე კითხვას დაახლოებით ასე უპასუხებს: “ამ მეცადინეობების წყალობით ვაპირებ ჩვენს წაყენებულ მოთხოვნებზე პირდაპირი პასუხები მოვითხოვო “ჰო” ან “არა”, და თუ იგივე ხელმძღვანელი შემდეგ შეკრებაზე ისევ დაუბრუნდება ძველ შაბლონებს “გეთაყვათი”, მას შეგიძლიათ წარმოუდგინოთ საწვრთნელ მეცადინეობაზე თავისივე გაკეთებული განცხადება.

ერთ–ერთი ორგანიზატორის მიერ ეფექტურად გამოყენებული მეორე მიდგომა იმაში მდგომარეობდა, რომ ის ყოველ შაბათს საუზმეზე იწვევდა თავისი საორგანიზაციო კამპანიის ორ ხელმძღვანელს.

საუზმეზე განიხილავდნენ სამ საკითხს:
1. განვლილი კვირის საქმიანობის განხილვა მიღწევებისა და წარუმატებლობების შეფასებით.
2. მომავალი კვირის საქმიანობის განხილვა მოვალეობების განაწილებით.
3. გარკვეული პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიის განხილვა ან იმაზე მსჯელობა თუ ორგანიზაციას სად სურს იყოს სამი თვის შემდეგ და როგორ მიაღწიოს იქამდე.

ამის წყალობით იმ ორგანიზატორმა, რომელიც ამაყობდა რომ თავად იყო კარგი სტრატეგი, აღმოაჩინა, რომ ამ ხელმძღვანელებმა შეიძინეს ისეთი სტრატეგიული გამოცდილება, რომელიც ისეთივე (თუ აღმატებული არა) იყო როგორიც მისი საკუთარი.

როგორი მიდგომაც არ უნდა გამოიყენოთ, აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ორგანიზაცია სერიოზულად უდგება ხელმძღვანელთა მომზადებას, ეს მოითხოვს უფრო მეტს ვიდრე ხელმძღვანელთა უბრალო კრებებსა და საერთო კრებების შემდგომ შეფასებით შეკრებებს. უნდა არსებობდეს ხელმძღვანელთა მომზადების სისტემატური, გააზრებული პროგრამა.

ხელმძღვანელთა/საშტატო თანამშრომელთა როლი
საშტატო თანამშრომელთა და ხელმძღვანელთა კარგი დამოკიდებულება ორგანიზაციის კარგი მუშაობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ამ ურთიერთდამოკიდებულების ძირითადი შემადგენელია ნდობა და პატივისცემა, ეს ვრცელდება ორივე მხარეზე.

ნდობა ყალიბდება მუშაობის, აღებული ვალდებულებების შესრულების საშუალებით, და ეს ეხება როგორც საშტატო თანამშრომლებს, ასევე ხელმძღვანელებსაც.

პატივისცემა, გარდა საერთოდ ადამიანისადმი აუცილებელი პატივისცემის გრძნობისა, იმ უნიკალური თვისებების შედეგია, რომელსაც ყოველი ადამიანი ამჟღავნებს გარკვეულ სიტუაციაში. ხელმძღვანელები აკეთებენ რაღაც ისეთს, რისი გაკეთებაც მე, საშტატო თანამშრომელს არ შემიძლია და პირიქით, მე ვაკეთებ რაღაცას რასაც ხელმძღვანელი ვერ გააკეთებს.

იმის მაგივრად, რომ ამაში ჩვენთვის საფრთხე დავინახოთ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს იმ თვისებების პატივისცემის საფუძვლად, რაც ყოველ ჩვენგანს მოაქვს ორგანიზაციაში.

არსებობს თანამშრომელთა და საორგანიზაციო კომპანიის მუშაობის ექვსი შეხების წერტილი:

1. პირისპირ როდესაც საშტატო თანამშრომლები მუშაობენ საორგანიზაციო კომპანიის გამოუცდელ ხელმძღვანელთან, ურთიერთობა მიიღებს სწავლების ხასიათს, რომლის დროსაც გამოცდილი საშტატო თანამშრომელი ხელმძღვანელს გაატარებს შეკრების ყველა ეტაპს.

გამოცდილი ხელმძღვანელის შემთხვევაში ურთიერთობას განხილვის ხასიათი ეძლევა, რომლის დროსაც ორი პროფესიონალი ერთმანეთს უზიარებს თავის იდეებსა პრობლემის გადაწყვეტაზე ან ორგანიზაციაზე და იმუშავებენ მოცემულ სიტუაციაში მოქმედების ერთობლივ სტრატეგიას.

2. პატარა ხელმძღვანელი ჯგუფი ჩვეულებრივ ეს არის შეკრება, რომელზეც საორგანიზაციო კომპანიის ხელმძღვანელთა პატარა ჯგუფი იმუშავებს კრების დღის წესრიგს ან რაიმე ღონისძიების სტრატეგიას.

აქ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხელმძღვანელი, საშტატო თანამშრომლები ალბათ აქტიურ როლს შეასრულებენ, შეთავაზებენ სტრატეგიასა და იდეებს – ბოლოს და ბოლოს ორგანიზაცია საშტატო თანამშრომლების გონებრივ შრომაში იხდის ფულს.

3. საზოგადოების შეკრება თუ საშტატო თანამშრომლებმა კარგად მოამზადეს საორგანიზაციო კამპანიის ხელმძღვანელი ხელმძღვანელთა შეკრებისათვის, მაშინ მათთვის ამ შემთხვევაში აქტიური როლის შესრულება შეიძლება არც იყოს აუცილებელი.

4. დემონსტრაცია ან მოქმედება საშტატო თანამშრომლები უნდა იყვნენ კამპანიის ძირითადი ხელმძღვანელების გვერდით, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ორი ან სამი ხელმძღვანელის შეკრება გადაწყვეტილების მისაღებად.

5. საზოგადოების შეკრების და/ან დემონსტრაციის შეფასება აქ საშტატო თანამშრომლები აქტიურ როლს ასრულებენ, ეხმარებიან რა თანამშრომლებს შეაფასონ ის, რაც მოხდა და შესაცლებელია დაიწყონ საორგანიზაციო კამპანიის მომდევნო ეტაპის დაგეგმვა

6. მოლაპარაკებები ოპონენტთან მოლაპარაკების დროს საშტატო თანამშრომლები ორგანიზაციის ძირითადი წარმომადგენლის, რომელსაც მიჰყავს მოლაპარაკება, გვერდზე უნდა იყვნენ, რათა უზრუნველყონ მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა საკითხის გამოტანა.

კვარტალის კლუბის ან ჯგუფის ორგანიზება პატარა პრობლემის გადასაწყვეტად

ასეთი ჯგუფები ჩვეულებრივ პატარა, ადგილობრივი პრობლემის გარშემო იკრიბებიან, როგორიცაა სახლის ცუდი მდგომარეობა ან ორმოები გზებზე. მას შემდეგ რაც ასეთი პრობლემა მოიხსნება ჯგუფები წყვეტენ თავის საქმიანობას ან გადაიქცევიან საზოგადოებრივ კლუბად.

როგორც არ უნდა იყოს, მათი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი იზიდავენ ადამიანებს და აძლევენ ორგანიზების საწყის გამოცდილებას.
მაშინაც კი, როდესაც ჯგუფი მუშაობს თავისი ადგილობრივი პრობლემის გადაწყვეტაზე, ის უნდა ჩაწვდეს ორგანიზაციის ცხოვრების სხვა ასპექტებსაც. ამის გაკეთება შეიძლება ჯგუფის ბირთვის მიპატიჟებით საზოგადოების უფრო ფართო კრებაზე.

კრების ორგანიზებისას კარგი იქნება, თუ მოახერხებთ მის ჩატარებას იმ კვარტალში სადაც წამოიჭრა ეს პრობლემა ან მის გვერდით.

მას შემდეგ რაც გაარკვევთ პრობლემას, დაადგენთ ადგილს, თარიღსა და დროს, რამოდენიმე ადამიანმა უნდა განიხილოს, თუ რა შეიძლება მოხდეს კრებაზე. ეს ის ადამიანები უნდა იყვნენ, ვისაც ყველაზე შესამჩნევად აღელვებს ეს პრობლემა.

კრების ძირითადი ფორმა მოყვება ხელმძღვანელთა შეკრების ფორმას. (ნახ. შემდეგი თავი.) მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ესენი ახალი ადამიანები არიან, რომლებსაც ან სულ არა აქვთ, ან ძალიან ცოტა აქვთ გამოცდილება, ასე რომ მათ გარკვეული დახმარება დასჭირდებათ იმის გარკვევაში, თუ რა სურთ და როგორ ჩაატარონ კრება.

როგორც წესი, არაფერია იმაში კარგი, რომ მოწინააღმდეგე დაესწროს კვარტალის ან ჯგუფის პირველ კრებას პრობლემის გარშემო. პირველ კრებაზე უნდა განისაზღვროს –არსებობს თუ არა დაინტერესება პრობლემის გადაწყვეტაში, უნდა დადგინდეს მიზნები და გადაწყდეს, ღირს თუ არა იმის მოწვევა, ვინც შეძლებს მოცემული პრობლემის გადაწყვეტას.

თუ ეს საერთოდ შესაძლებელია, ჯობია მოწინააღმდეგე მოიწვიონ შემდეგ კრებაზე, როდესაც ადამიანებს დაუგროვდებათ მეტი გამოცდილება, და ისე, რომ წარმატების შემთხვევაში გამარჯვება მიღწეულ იქნას ორგანიზაციის წყალობით. ახალ ჯგუფებს ხშირად უჩნდებათ სურვილი მისწერონ წერილი ან დაურეკონ ვინმეს და სთხოვონ რაიმეს გაკეთება არსებული პრობლემის გადასაწყვეტად.

ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ–ერთი საშუალებაა მოიწვიონ ვინმე სხვა ასეთივე ჯგუფიდან, რომელმაც უკვე მიაღწია გამარჯვებას, და რომელსაც თავის მხრივ ვიღაც ჰყავდა მიპატიჟებული თავის კრებაზე და სთხოვონ გაუზიაროს თავისი გამოცდილება. თუ ეს შეუძლებელია, საჭიროა ცადონ ასეთი კომენტარები:

დაინახონ თუ რა ბევრნი ვართ დაინტერესებული ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

ძალიან საჭიროა, რომ ისინი მოვიდნენ ჩვენს კვარტალში და თავად დაინახონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემა.

თუ ამის შემდეგაც ჯგუფი დაასრულებს მხოლოდ წერილის გაგზავნით, შეეცადეთ, რომ წერილში დადგენილი იყოს პასუხის გაცემის ბოლო ვადა. თუ ორი კვირის შემდეგ არაფერი მოხდა, იმედია, რომ ჯგუფის წევრები მოისურვებენ ამ ადამიანის შემდეგ შეკრებაზე მოწვევას.

მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფმა რაიმე გადაწყვიტოს თავის პირველ შეკრებაზე, თუნდაც მისწერონ ვინმეს წერილი რაიმეს გაკეთების თხოვნით. როგორც კი ჯგუფი გადაწყვეტს რაიმე გააკეთოს, ის უკვე ხდება სხვა ჯგუფი, სხვა ხასიათით; ის იწყებს თავისი საქმიანობის ისტორიის შექმნას.

თქვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ როგორმე მოახერხოთ ჯგუფმა თავისი მუშაობა წერილის დაწერით არ დაასრულოს. ეს ეხმარება ჯგუფს დასაწყისშივე მიხვდეს, რომ ეს ორგანიზაციის სხვა ტიპია, რომელმაც არ იცის სიტყვა “არას” მნიშვნელობა და რომელიც იმოქმედებს ყოველგვარი ოპონენტის წინააღმდეგ.

როდესაც დაიწყებთ ჯგუფთან მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ მან სწრაფად მიაღწიოს რაიმეში წარმატებას. რამდენადაც ეს ორგანიზაციაში ადამიანების მუშაობის პირველი ცდაა, სასურველია, რომ ის დადებითი იყოს.
ხშირად, როდესაც პატარა ჯგუფები ხვდებიან, ვინმემ შეიძლება თქვას: “დღეს მხოლოდ ხუთნი ვართ, მოდი შემდეგ კვირას შევიკრიბოთ, როცა მეტი ხალხი შეძლებს მოსვლას.” ეს კატასტროფაა! შემდეგ კვირას, ისიც იმ შემთხვევაში თუ გაგიმართლათ, შეკრებაზე მხოლოდ სამნი მოვლენ.

ხელმძღვანელთა შეკრება

საორგანიზაციო კომპანიის ხელმძღვანელთა შეკრების მიზანია კონკრეტული შეკრების დღის წესრიგის და/ან განსაზღვრული პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიის შემუშავება. ჩვეულებრივ ასეთი შეკრების შემადგენლობა დიდი არ არის, 4–10 ადამიანი.

ეს იმისთვის არ კეთდება, რომ ვინმე შეკრებაზე არ დაუშვან, არამედ იმისათვის, რომ შეკრებას ფოკუსირებული ხასიათი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, შეკრებაზე დამსწრე ადამიანები უნდა წარმოადგენდნენ თავის რაიონს, ასე რომ მათ მიერ გამომუშავებული სტრატეგია მისაღები იქნება ამ რაიონისათვის.

ხელმძღვანელთა ის შეკრება, რომელიც დაიწყება ფრაზით: “ასე რომ გვაქვს პრობლემა – ვირთხები, რის გაკეთებას ფიქრობთ?”, ალბათ მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შესძლებს დამსწრეთა ყურადღების რაიმე კონკრეტულზე კონცენტრირებას.

ხოლო ის კრება, რომელიც დაიწყება სიტყვებით: “ჩვენ გვაქვს პრობლემა – ვირთხები, ვფიქრობ ორი კვირის შემდეგ უნდა ჩავატაროთ კრება, რომელზეც მოვიწვევთ ბატონ სმიტს, მღრღნელებზე კონტროლის განყოფილების უფროსს”, უფრო სწრაფად ჩატარდება და საშუალებას იძლევა ყურადღების ფოკუსირებას მოთხოვნებზე და არა დისკუსიაზე მთელი საათის განმავლობაში იმის თაობაზე, საჭიროა მოვიწვიოთ ბ–ნი სმიტი, მღრღნელებზე კონტროლის განყოფილების უფროსი, თუ მერი.

ხელმძღვანელთა შეკრებაზე აუცილებელია განვახორციელოთ შემდეგი:
1. პრობლემის დაზუსტება ყოველგვარი ახალი ინფორმაციის შესაბამისად.
2. მოთხოვნების გადახედვა და გამახვილება.
3. დღის წესრიგის შემუშავება.
4. ხელმძღვანელთა ამოცანების განაწილება.
ა. ვინ პოულობს და ამზადებს კრების ჩასარატებელ ადგილს?
ბ. ვინ ალაგებს დარბაზს?
გ. ვინ აგებს პასუხს კრების მსვლელობაზე?
დ. ვინ არის პასუხისმგებელი რეგისტრაციის მაგიდაზე?
ე. ვინ რას აკეთებს შეკრების დროს: თავმჯდომარეობს კრებაზე, წარმოადგენს ფაქტებს ან ინფორმაციას, წარადგენს მოთხოვნილებებს, მიყავს მოლაპარაკებები, ატარებს სამუშაოს კრების დამთავრების შემდეგ.
5. როლების გათამაშება.
6. პასუხების შემუშავება ყოველ კითხვაზე “რა იქნება ასე რომ”.
ა. რას გავაკეთებთ მოწინააღმდეგე თუ არ მოვა?
ბ. რას გავაკეთებთ თუ გამოგზავნიან მის თანაშემწეს?
გ. რას გავაკეთებთ თუ იტყვიან “ჰოს” პირველ მოთხოვნაზე და “არას” მეორეზე და მესამეზე?
დ. რას გავაკეთებთ თუ იტყვიან, რომ ამას დრო სჭირდება?
ე. რას გავაკეთებთ თუ “არას” იტყვიან ყველა მოთხოვნაზე?
ვ. რას გავაკეთებთ თუ “ჰოს” იტყვიან ყველა მოთხოვნაზე?
ზ. რას გავაკეთებთ თუ გვეტყვიან, “ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია უფლებამოსილება გავაკეთოთ ის რასაც თქვენ გვთხოვთ”?

ქვემოთ მოყვანილია ხელმძღვანელთა კრების დღის წესრიგის ნიმუში:
1. მოწოდება წესრიგისაკენ
2. შესავალი
3. როგორია პრობლემა?
4. ვის შეუძლია პრობლემის გადაწყვეტა?
5. კონკრეტულად, რა გვინდა?
6. ამოცანების დანაწილება: ვინ რას გააკეთებს? (ნახ. ზემოთ პუნქტი 4.)
7. როლების გათამაშება
8. პასუხები კითხვებზე ” რა იქნება ასე რომ”
9. და სხვ.

საზოგადოების შეკრება

არსებობს საზოგადოების შეკრების ორი ტიპი:

1. საზოგადოების პირველი ტიპის შეკრების მიზანია ინფორმაციის გადაცემა, რომელიც გამოიწვევს ორგანიზაციის მოქმედებას ან რაიმე საქმიანობას.

ასეთი ტიპის მაგალითი იქნება საზოგადოების შეკრება იმ მიზნით, რომ რაიონის მცხოვრებლებს გააცნოთ გარკვეული ბანკის მიერ სესხების გაცემის პრაქტიკა. ასეთი შეკრება უნდა დასრულდეს ამგვარი ფორმულირებით:
ახლა, როდესაც მივიღეთ საჭირო ინფორმაცია, მოვიწვიოთ ბანკის პრეზიდენტი კრებაზე, რომელიც ჩატარდება მომდევნო ხუთშაბათს 19.30–ზე, ამავე ადგილზე, იმისათვის, რომ მისგან მივიღოთ კონკრეტული პასუხები.

არასდროს არ ჩაატაროთ საზოგადოების შეკრება მხოლოდ იმისათვის, რომ მიაწოდოთ ინფორმაცია. ჩაატარეთ საინფორმაციო შეკრებები, რომლებიც გამოიწვევენ მოქმედებას.

2. საზოგადოების მეორე ტიპის შეკრებაა ის, რომელზეც ორგანიზაციამ მოიწვია სტუმარი ან “მოწინააღმდეგე” იმისათვის, რომ წაუყენოს ამ ადამიანს ან იმ ორგანიზაციას, რომელსაც ის წარმოადგენს, მოთხოვნები.
შემდეგი მითითებები საზოგადოების უმრავლეს შეკრებებს წაადგება:
საზოგადოების შეკრების ჩატარებამდე საჭიროა ხელმძღვანელთა კრების ჩატარება (ნახ. წინა განყოფილება).

ასევე საჭიროა ხელმძღვანელებმა კრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე ჩაატარონ მოკლე საუბარი ყველა მათთან, ვინც აქტიურად მონაწილეობს კრების მსვლელობაში. ამ საუბრისას ხელმძღვანელმა შეიძლება მიიღოს ნებისმიერი ახალი ინფორმაცია და ამგვარად შეიძლება გადახედონ მოვალეობებს ისე, რომ Yყველამ ზუსტად იცოდეს, რა აკეთოს და როდის.

როდესაც ხალხი მოდის, აუცილებლად უნდა გაიარონ სარეგისტრაციო მაგიდა, უნდა მიესალმოთ, სთხოვოთ გაიარონ სარეგისტრაციო მაგიდა და გადასცეთ შეკრების დღის წესრიგი. კარგია თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან მჯდომმა რაიმე იცის პრობლემის შესახებ და შესძლებს ამგვარი შენიშვნების გაკეთებას:

ეს ვირთხების პრობლემა სულ აღარ კონტროლდება. მოგვიწევს მტკიცედ
დავხვდეთ უფლებამოსილ სმიტს, რათა სასწრაფოდ რაიმე მოიმოქმედონ.
მნიშვნელოვანია კრების ჩატარების ადგილის ატმოსფერო. ეს ტონს აძლევს მთელს კრებას. უნდა ჩანდეს ორგანიზაციის განცხადებები, წინა საორგანიზაციო კამპანიების ფოტოგრაფიები და პრესიდან ამონაჭრები, წინა ღონისძიებების საპიკეტო ნიშნები.

ეს არამხოლოდ ტონს იძლევა, არამედ თქვენი ორგანიზაციის წევრებს შეახსენებს ორგანიზაციის ისტორიას და თავიდანვე აჩვენებს თქვენს მოწინააღმდეგეს, რომ თქვენ ხართ ორგანიზაცია – ორიენტირებული მოქმედებაზე.

*რჩევები საზოგადოების კრების ჩატარებისათვის

1. დადგით იმაზე ნაკლები რაოდენობის სკამი ვიდრე საჭიროა. როდესაც თქვენი მოწინააღმდეგე ხედავს, რომ გარშემო ხალხი ფაციფუცობს, დგამენ მეტ სკამებს, ეს მასზე დამთრგუნველად მოქმედებს. ის თავში გაივლებს: “ღმერთო ჩემო, იმაზე მეტი ხალხი მოდის ვიდრე ელოდნენ.”

2. ისეთი განლაგება მოაწყეთ დარბაზში, რომ თქვენს მოწინააღმდეგეზე შემაშინებლად იმოქმედოს. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე მაგალითი:
მიაქციეთ ყურადღება, რომ არც ერთ მაგალითში მოწინააღმდეგე არ არის დაცული მაგიდით. პირველ მაგალითში მოწინააღმდეგე გარშემორტყმულია; მეორე და მესამე მაგალითებში კარისგან შორს იმყოფება.

3. დაიცავით მიკროფონი.
ა. არასდროს დადგათ მიკროფონი იმგვარად, რომ მოწინააღმდეგემ მისი კონტროლირება შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგიდაზე მოწინააღმდეგეს არასდროს არ უნდა ქონდეს მიკროფონი. თუ მაგიდაზე მაინც აყენებთ მიკროფონს ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი ჩართვა და გამორთვა შეიძლებოდეს სხვა ადგილიდან. თუ ლაპარაკის დროს ვინმე მიკროფონს გამორთავს, ეს ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს.

ბ. ხელმძღვანელები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ გამოართვან მოწინააღმდეგეს მიკროფონი მაშინვე, როდესაც ის იწყებს თემიდან გადახვევვას და არ ლაპარაკობს საკითხზე.

4. დაიცავით პოდიუმი. თუ პოდიუმს იყენებთ, არ მისცეთ მოწინააღმდეგეს მისი გაკონტროლების საშუალება. თუ მოწინააღმდეგეს უფლება აქვს გამოიყენოს პოდიუმი, მის გვერდით უნდა იდგეს ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ახლოს იჯდეს და მზად იყოს მასზე კონტროლის ასაღებად. გახსოვდეთ: ეს თქვენი კრებაა!

5. იხმარეთ დამატებითი საშუალებები იმისათვის, რომ პრობლემა თვალსაჩინოდ წარმოადგინოთ და მისი დრამატიზირება მოახდინოთ. გამოიყენეთ თვალსაჩინო სახელმძღვანელოები, პლაკატები, სქემები. მაგალითად თუ შეკრება ვირთხების გამოა, შეგიძლიათ მოწინააღმდეგეს მიართვათ მკვდარი ვირთხა, თუ ეს მეტისმეტად მოგეჩვენოთ, ხაფანგი იყოს, რათა მან შეძლოს მთელი ვირთხების დაჭერა ოლქში. თუ კარგად დაფიქრდებით ყოველი პრობლემის დრამატიზირება შეიძლება.

როდესაც ჩიკაგოს ერთ–ერთმა ბანკმა 1,3 მილიარდი დოლარი დაკარგა სპეკულატიურ სესხებზე, ორგანიზაციამ ძალიან შთამბეჭდავი დიაგრამა შეადგინა, სადაც აჩვენებდა თუ როგორ შეიძლებოდა ამ ფულის ჩიკაგოს სასარგებლოდ გამოყენება, ქალაქის ეკონომოკაში რომ ჩაედოთ – სამუშაო ადგილების შექმნაში, სესხებში რეკონსტრუქციისათვის, კლიმატური პირობების გაუმჯობესებაში. დამატებით ორგანიზაციამ ბანკს მიუძღვნა გულუბრყვილო კლოუნის პლასმასის ფიგურა, რომელსაც ყელზე ლენტით მიმაგრებული ქონდა წარწერა “გულუბრყვილოთა ბანკი”. ეს ჯილდო გაზეთის პირველ გვერდზე მოხვდა, ხოლო შთამბეჭდავი გამოკვლევა და დიაგრამა სტატიაში არც უხსენებიათ.

6. თუ პრესის გამოჩენას ელით, ვინმე, რომელიც არ უზის პრეზიდიუმის მაგიდას, დანიშნეთ პრესის წარმომადგენლებთან დასაკავშირებლად. არ შეიძლება მოწყვიტოთ ხელმძღვანელი პრეზიდიუმის მაგიდას მოლაპარაკების დროს, ასევე არავითარი სურვილი არ გექნებათ, რომ პრესის თანამშრომელმა ვინმეს მიმართოს კითხვით: “აქ რა ხდება?”, იმისათვის, რომ პასუხად მიიღოს, “არც ვიცი. ბინგოს სათამაშოდ მოვედი, ალბათ ეს ხვალ იქნება.”

7. ვინმემ თქვენი ორგანიზაციიდან გადაიღოს ფოტოები. ფოტოგრაფიები კარგი თვალსაჩინოება იქნება მომავალი კრებებისა და თქვენი ორგანიზაციის ისტორიისათვის.

კრების დღის წესრიგის ნიმუში:
უესტვიუს გაერთიანებული მეზობლები
123 უ. ნიუბერი
555 – 7788
საზოგადოების შეკრება – 19–, 17 აგვისტო, 19.30

1. მისალმება
2. შეკრების მიზანი
*პირადი დამოწმება
3. მღრღნელებზე კონტროლის განყოფილების უფროსის, ბ–ნ სმიტის წარდგენა, რომელსაც გააჩნია იმის შესრულების უფლებამოსილება, რაც ჩვენ გვინდა.
4. მოთხოვნები:
*ჩვენ გვინდა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უესტვიუში ორჯერ მოწამლონ ვირთხები. დიახ–––– არა–––––
*ჩვენ გვინდა, რომ ამ საწყისი ორი კვირის შემდეგ უესტვიუში ყოველ თვეს წამლავდნენ ვირთხებს. დიახ–––– არა––––––
5. ბ–ნი სმიტის პასუხი
6. შეთანხმებების გადახედვა
7. სხვა და სხვა
8. განცხადება მომავალი შეკრების შესახებ

მოდით განვიხილოთ ეს დღის წესრიგი პუნქტების მიხედვით.

1. მისალმება ეს შესაფერისი მომენტია იმისათვის, რომ ჯგუფის სრულიად ახალი წევრი ადგეს და დაენახოს მთელს ჯგუფს. ანდა ეს მომენტი გაძლევთ შანსს, მას, ვინც პირველ პლანზე არ ჩანს, მხარზე ხელი მოუთათუნოთ და თქვათ: “დღეს გვესალმება მისის ჯოუნზი, რომელმაც ყველაზე მეტი ლატარიის ბილეთი გაყიდა სახსრების შესაკრებად.”

2. შეკრების მიზანი მიზანი უნდა იყოს პრობლემის სერიოზულობისა და ოპონენტის წინააღმდეგ დაუყოვნებელი მოქმედების აუცილებლობის დამაჯერებელი წარმოჩენა, იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გადაარჩინოთ რაიონი. შეკრების ამ ნაწილში შეიძლება გამოიყენოთ თვალსაჩინოება, ფაქტები, დიაგრამები და სქემები.

პირადად დადასტურება – ეს ერთი ან რამოდენიმე ადამიანია აუდიტორიაში, რომელმაც იცის, რომ გამოიძახებენ და სთხოვენ თავისი სიტყვებით მოყვეს თავისი ისტორია. ეს პრობლემას აადამიანურებს და გამოყავს ის სტატისტიკის სამეფოდან. როდესაც დანიშნული ადამიანები გამოვლენ, შეიძლება სიტყვა სხვებსაც მისცეთ აღნიშნული პრობლემის ირგვლივ, რაც თავისთავად მშვენიერია, მაგრამ კრების წამყვანმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ გამოსვლა ეხებოდეს განსახილველ პრობლემას და არ გაგრძელდეს ძალიან დიდ ხანს.

ერთ–ერთი ხერხი, რითაც წამყვანს შეუძლია დღის წესრიგისკენ მობრუნება, ასეთი შენიშვნაა:
ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა და კიდევ ამდენს სურს გამოსვლა, იმაზე მიანიშნებს თუ რამდენად სერიოზული შეიქნა სიტუაცია. ვთვლი, რომ სწორედ ის დროა გავიგოთ თუ რას ფიქრობს ამის შესახებ ბ–ნი სმიტი!

3. ბ–ნი სმიტის წარდგენა იმის შემდეგ, რაც ბ–ნ სმიტს წარადგენთ, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა თანამდებობა უჭირავს და რა უფლებამოსილებები გააჩნია. ის ერთ–ერთი იმათგანია, ვისაც შეუძლია პრობლემის გადაჭრა! ამ ეტაპზე სმიტს არ ეძლევა სიტყვა. როგორც კი მას წარადგენენ, კრება პირდაპირ მოთხოვნებზე გადადის.

4. მოთხოვნები მოთხოვნები შეიძლება ყველა ერთად წარადგინოთ, ან ჯერ წამოაყენოთ და იმსჯელოთ ერთ მოთხოვნაზე და შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოზე. რიგისგან დამოუკიდებლად, ყოველი მოთხოვნის განხილვა ცალკე ჩაატარეთ. კრების ხელმძღვანელობა ხშირად უნდა ახსენებდეს სმიტსა და აუდიტორიას, თუ რა მოთხოვნის განხილვა ხდება მოცემულ მომენტში: “ჩვენ ვლაპარაკობთ პირველ მოთხოვნაზე!”

კრების ამ ეტაპის სასარგებლო მეთოდიკაა აუდიტორიის წინაშე დიდი ტაბლოს განლაგება ჩამოწერილი მოთხოვნებით და ყოველი მოთხოვნის ბოლოს პასუხით
“დიახ–––– არა–––”. მას შემდეგ რაც პასუხი მიღებულია და პასუხისმგებლობაც აღებულია, ხელმძღვანელობამ ეს ტაბლოზე უნდა აღნიშნოს.

5. სმიტის პასუხი აქ სმიტს პირველად ეძლევა სიტყვა. ძლიერმა ხელმძღვანელმა უნდა ილაპარაკოს კონკრეტულად პრობლემაზე. გვქონია შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირი, რომელიც კრებაზე მოვიდა ქალაქში კომუნალური მომსახურების ნაკლოვანებების გამო, ცდილობდა ელაპარაკა მსოფლიო ბაზრობის შესახებ ან უარესი, ბოისკაუტების ორგანიზაციის შესახებ. არ მისცეთ საშუალება გადაუხვიონ მოთხოვნას.
გახსოვდეთ, რომ ასეთი ფორმულირებები:

შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა საკუთარი მუშაობის გაუმჯობესება. ჩვენ განვიხილავთ ამ სიტუაციას. უნდა გესმოდეთ ჩვენი.

… და ორმოცდაათი ასეთივე გამონათქვამი – უკეთეს შემთხვევაში – ხრიკია, ხოლო რეალურად – ტყუილი. არ დაეთანხმოთ. არც ერთი მშობელი არ დაეთანხმება თავის მოზარდ შვილს, რომელიც მიდის სახლიდან პირელ პაემანზე და ამბობს: “შევეცდები სახლში დავბრუნდე, როგორც კი შევძლებ.” არ უნდა მისცეთ თქვენს მოწინააღმდეგეს იმის საშუალება, რომ საზოგადოების კრებაზე მოზარდივით მოიქცეს.

ამიტომ უნდა ეცადოთ თქვენს მოთხოვნებს ყოველთვის მისცეთ კი/არას ფორმა; ეს გამორიცხავს ყველა გაურკვევლობას.

6. შეთანხმებების გადახედვა თუ მიაღწიეთ მისაღებ გადაწყვეტილებებს, გადახედეთ მათ და სთხოვეთ სმიტს ხელმეორედ დაგიდასტუროთ. თუ შესაძლებელია, აიძულეთ სმიტი კრებაზევე მოაწეროს ხელი შეთანხმებას. თუ ეს შეუძლებელია, თვალი მიადევნეთ, რომ კრების დამთავრებისთანავე გაიგზავნოს წერილი დადასტურებით.

თუ არც ერთი შეთანხმება არ იქნა მიღწეული, ან უკიდურეს შემთხვევაში არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს ხელმძღვანელობას, ხელმძღვანელები ათავისუფლებენ სმიტს კრებაზე დასწრებისაგან; ამ შემთხვევაში მოქმედების სტრატეგია მუშავდება ხელმძღვანელთა შეკრებაზე. მას შემდეგ რაც სმიტი წავა ხელმძღვანელი აკეთებს ასეთ განცხადებას:

მომბეზრდა ისეთი ადამიანები, როგორიცაა სმიტი! ჩვენ ვიხდით მის ხელფასს ის კი, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ჩვენ ვირთხებივით დავრბივართ გარშემო და ვკბენთ საკუთარ შვილებს. ჩვენ მას თავზე გადავაბიჯებთ და პირდაპირ მერთან წავალთ! ხვალ დილით 10 საათზე აქვე ეკლესიაში შევიკრიბოთ, მერთან ვიქნებით 10.45–ზე. ახლა გადმოგცემთ ფურცელს ხელმოწერების შესაგროვებლად, რათა შეძლოთ ხელის მოწერა და ჩვენთან ერთად წამოსვლა.

7. სხვა და სხვა კრების მსვლელობისას შეიძლება ვინმე შეეცადოს თემის შეცვლას:

შეიძლება ვირთხები პრობლემაა, მაგრამ გასულ ღამეს დედაჩემს თავს დაესხნენ. როდის აპირებს ეს ორგანიზაცია რაიმეს გაკეთებას დანაშაულობის წინააღმდეგ?

თუ კრების ხელმძღვანელობა საშუალებას მისცემს დანაშაულობის შესახებ დისკუსიის გაგრძელებას, თქვენ ვეღარასდროს დაუბრუნდებით ვირთხების პრობლემას. მაგრამ თუ ამას საერთოდ არ მიაქცევთ ყურადღებას, ვიღაც იფიქრებს, რომ იმას, რომ “დედამისს თავს დაესხნენ” თქვენთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა. როდესაც წამოიჭრება ისეთი საკითხები, რომლებიც არ შეეხება კრების დადგენილ თემას, ხელმძღვანელმა შეიძლება თქვას:

ეს სერიოზული საკითხია და ამის თაობაზე ვაპირებთ ზომების მიღებას. თუ შეიძლება წამოაყენეთ ეს საკითხი ისევ, როდესაც გადავალთ კრების დღის წესრიგის საკითხზე “სხვა და სხვა”, ისე რომ მისი განხილვა წესიერად შევძლოთ.

დღის წესრიგში “სხვა და სხვას” შეტანა ხელმძღვანელობას ინსტრუმენტს აძლევს ხელში; რაც საშუალებას იძლევა კრების ყურადღება შეაჩეროთ განსახილველ პრობლემაზე. აგრეთვე როდესაც მიაღწევთ დღის წესრიგის ამ ნაწილს და კიდევ გაქვთ დრო, ღირს მისი გახსნა აუდიტორიასთან განსახილველად. შეიძლება იმის წყალობით, რომ ვიღაც გამოავლენს სხვა პრობლემას, თქვენ იპოვოთ საფუძველი მომავალი საორგანიზაციო კამპანიისათვის.

8. განცხადება შემდგომი კრების შესახებ შეატყობინეთ თარიღი, დრო და ადგილი. ხალხს მადლობა გადაუხადეთ მონაწილეობისათვის და კრება დასრულებულად გამოაცხადეთ.

9. თქვენ ჯერ ყველაფერი არ დაგისრულებიათ! კრების შემდეგ:
ა. დაალაგეთ დარბაზი – შეიძლება ის ისევ დაგჭირდეთ. კრების დაწყებამდე იზრუნეთ დალაგების სახსრებზე. სკამები ისევ უნდა გადაალაგოთ? იატაკი უნდა დაგავოთ? სად უნდა დატოვოთ გასაღები? კრების ჩატარების ადგილს უფრო სწრაფად ვერ დაკარგავთ თუ არეულს დატოვებთ ან თუნდაც ისე, როგორც არ ესიამოვნება მას ვინც პასუხს აგებს ამ დარბაზზე.
ბ. ხელმძღვანელები ერთად იკრიბებიან და შეფასებას აძლევენ კრებას.

შეფასება გამოაქვთ შემდეგი კითხვების საფუძველზე:
1. რა მოვიგეთ?
2. რაში ვიყავით შედარებით ძლიერები?
3. რაში ვიყავით სუსტები?
4. როგორ შეგვეძლო გაგვეუმჯობესებინა სუსტი ადგილები?
5. თავიდან, რომ შეიძლებოდეს ყველაფრის გაკეთება, რას შევცვლიდით?
6. შეგვეძლო რაიმეს გაკეთება იმისათვის, რომ მეტი ხალხი მოგვეზიდა?
7. რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ და ვინ აპირებს ამის გაკეთებას?
გ. ხელმოწერის ფურცლების დარიგება და არქივში ახალი სახელების, მისამართებისა და ტელეფონის ნომრების ჩაწერა.

საზოგადოების შეკრებაზე კითხვების საკონტროლო სია
1. ვის აქვს იმ სათავსოს გასაღები სადაც უნდა ჩატარდეს კრება?
2. მომზადებულია დარბაზი? რა უნდა გავაკეთოთ მის დასალაგებლად?
3. კრებაზე მოსაწვევი ბარათი
4. ხელის მოსაწერი ფურცლები
5. იცის ყოველმა ხელმძღვანელმა რა უნდა გააკეთოს? დანიშნეთ ვინმე, რომ იმუშაოს:
სარეგისტრაციო მაგიდასთან
პრესასთან
პოლიციასთან (თუ ეს ღონისძიებაა)
თავად კრებაზე როლების კოორდინაციისათვის
6. საჭიროა თუ არა დამხმარე საშუალებები? ვინ მოიტანს მათ?
7. საჭიროა თუ არა რაიმე სპეციალური ტექსტები დღის წესრიგის გარდა?
8. ვის სჭირდება სატრანსპორტო მომსახურება? ვინ უზრუნველყოფს მას?
9. თუ ხმარობთ აუდიოსისტემას, იცის ვინმემ მასზე მუშაობა?
10. კრების შემდეგ შეკრიბეთ ხელმოწერის ბარათები, ჩაწერეთ არქივში ახალი სახელები. დაწერეთ ყველა აუცილებელი დამადასტურებელი წერილი.

მოლაპარაკებები

მოლაპარაკება საორგანოზაციო კამპანიის კრიტიკული ეტაპია, რადგანაც სწორედ ამ ეტაპზე აღწევთ გამარჯვებას ან მარცხდებით.

1. მოლაპარაკება აწარმოეთ მუდმივი ძალის პოზიციიდან. ასეთმა პოზიციამ შეიძლება მიიღოს ბევრი ფორმა. ეს შეიძლება ნიშნავდეს კრების ჩატარებას თვითონ რაიონში და არა ქალაქის ცენტრში. თუ ოპონენტმა თქვა, რომ შეხვდება მხოლოდ ხუთ ადამიანს, ეს შეიძლება ნიშნავდეს მართლაც ხუთ ადამიანთან შეხვედრას, მაგრამ ამასთანავე გარეთ იქნება 50 კაცი მხარდაჭერის ლოზუნგებით.

ეს იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ ითხოვთ მოწინააღმდეგისგან, გამოვიდეს რაიონის წარმომადგენლებთან და აუწყოს მიღებული შეთანხმების შესახებ. ეს შეიძლება ნიშნავდეს შეთანხმების განსაცხადებლად მოწყობილ ერთობლივ პრესს–კონფერენციას.
არასდროს წარმართოთ მოლაპარაკებები მარტომ. . .

2. მოლაპარაკება აწარმოეთ მხოლოდ უფლებამოსილ წარმომადგენელთან. დარწმუნდით იმაში, რომ იმ ადამიანს, რომელთანაც გაქვთ საქმე, საკმაო უფლებამოსილება და ძალაუფლება გააჩნია იმისათვის, რომ განახორციელოს ის, რაც თქვენ გსურთ. თუ ვინმე კრებაზე თავის თანაშემწეს გიგზავნით, პირველი რაც უნდა შეეკითხოთ, არის “ყველა უფლებამოსილება გადმოგცათ თქვენმა უფროსმა?” ან “თქვენი უფროსი მთლიანად მიიღებს თქვენთან დადებულ ხელშეკრულებას?” არავითარი აზრი არა აქვს ბანკის სესხების პოლიტიკის განხილვას ბანკის მცველთან, რომელიც კარებში დგას.

3. მოლაპარაკება აწარმოეთ კონკრეტულ საკითხზე – ზუსტად უნდა იცოდეთ რა გინდათ.
ა. თუ ეს შესაძლებელია ყოველ მოთხოვნას მიეცით “კი” ან “არას” ფორმა:
დახვეტავთ ქუჩებს სამი დღის განმავლობაში – კი ან არა?
ეს თავიდან აგაშორებთ ყოველგვარ უზუსტობას, ყოველგვარ “შეიძლება”–ს.
ბ. თქვენს მოთხოვნებს შორის განსაზღვრეთ პრიორიტეტები: რომელ მათგანზეა საჭირო აუცილებელი გამარჯვების მოპოვება, რომელზე შეგიძლიათ კომპრომისზე წასვლა და რომელი შეგიძლიათ დათმოთ?
გ. მოლაპარაკება აწარმოეთ ყოველ მოთხოვნაზე ცალკე. ნუ გადახტებით პირველი პუნქტიდან მეორეზე და უკან, ეს ხალხს აბნევს და საშუალებას აძლევს თქვენსა მოწნააღმდეგეს დაუძვრეს პასუხს. ნუ გადახვალთ ერთი პუნქტიდან მეორეზე მანამ, სანამ მას არ გადაწყვეტთ, ან სანამ არ დარწმუნდებით, რომ მეტს ვეღარაფერს მიაღწევთ თქვენი მოწინააღმდეგისგან. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით შემდეგ პუნქტზე.
დ. მოლაპარაკება აწარმოეთ მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე! არც ერთი პროფკავშირი არ მიდის მოლაპარაკებაზე მოთხოვნით “გვინდა ხელფასის მომატება.” მათ ყოველთვის აქვთ კონკრეტული მოთხოვნა, გარკვეული თანხის მომატება ერთ სამუშაო საათში. ასე რომ არ ღირს კრებაზე ამ კითხვით მისვლა “შეგიძლიათ ქუჩების დაგვა?” იმიტომ რომ პასუხი იქნება “დიახ… 10 წლის შემდეგ!”

4. მოლაპარაკებისათვის ძირფესვიანად მოემზადეთ.
ა. იცოდეთ და შეგეძლოთ თქვენი გამოკვლევების მონაცემთა გამოყენება. ციფრები და ფაქტები აუცულებელია, მაგრამ შეეცადეთ ისინი გაამაგროთ მაგალითებით რეალური ცხოვრებიდან. ის ფაქტი, რომ გასულ წელს გაზის გამორთვის გამო გაიყინა 50 ადამიანი, ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ისეთი ეფექტური ალბათ არ არის, როგორც მეზობლის მონაყოლი იმის შესახებ, თუ როგორ იპოვა გაყინული მისის ჯოუნზი საკუთარ ბინაში გაზის გამორთვის გამო.
ბ. დაადგინეთ საკონტროლო ვადები. მოლაპარაკება მიშვებული სახლის მფლობელთან იმის თაობაზე, რომ ის გაარემონტებს სახლს, მაგრამ არ დაუთქვამთ საკონტროლო ვადას, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.
გ. გამოიყენეთ სტრატეგიის წინასწარ მოფიქრებული და დამტკიცებული ვარიანტები, იმისათვის, რომ თუ მოწინააღმდეგე კონტრწინადადებას გააკეთებს, ჯგუფი მზად იყოს.
დ. როლების თამაში. დაანაწილეთ თქვენი გუნდისა და მოწინააღმდეგის როლები და ჩაატარეთ რეპეტიცია იმ სცენარის მიხედვით, რომლის თანახმადაც ჩაივლის, თქვენი აზრით, მოლაპარაკება. ეს თქვენს ჯგუფს მისცემს გრკვეულ გამოცდილებას, თუ როგორი რეაქცია ქონდეს მოწინააღმდეგეს კითხვებსა და უარზე.
ე. დაასწარით თქვენს მოწინააღმდეგეს. “როდესაც ვიტყვით ამას, როგორი იქნება მისი პასუხი და როგორ ვუპასუხებთ ჩვენ?”

5. დანიშნეთ მოლაპარაკების წარმოების მთავარი პირი და მისი დამხმარე პიროვნებები. ყოველმა მათგანმა უნდა იცოდეს, რომელია მოლაპარაკების წამყვანი მთავარი პირი და რა როლს ითამაშებს თითოეული მათგანი მოლაპარაკებისას.

6. საჭიროების მიხედვით გამოიყენეთ საიდუმლო თათბირის უფლება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, უყოყმანოდ დატოვეთ მაგიდა, გააანალიზეთ სიტუაცია, მიაღწიეთ შეთანხმებას და დაუბრუნდით მოლაპარაკებას. თუმცა საიდუმლო მოლაპარაკების ბოროტად გამოყენება ააშკარავებს სისუსტეს, ყოყმანსა და ცუდ მომზადებას.
7. ყოველ შეთანხმებას უნდა მოყვებოდეს კონტროლი.

ა. ინფორმაციის გადაცემა განსაზღვრეთ რა ფაქტები და ინფორმაცია უნდა გადაეცეს, რათა უზრუნველყოთ მიღწეული შეთანხმების შესრულება.
ბ. ანგარიშმგებლობა როგორ უნდა გახადოთ მოწინააღმდეგე ანგარიშგების ვალდებული?
1. წერილობითი ინფორმაცია?
2. Mმომავალი კრება 30 დღის შემდეგ?
3. ანგრიშები?
4. მისვლა და შემოწმებები?

8. შეთანხმებებზე დასტური მიიღეთ წერილობითი ფორმით. ეს შეიძლება მოწინააღმდეგის ხელმოწერა იყოს წერილობით მოთხოვნებზე, ან შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ იდება ხელშეკრულება, რომელსაც ორივე მხარე აწერს ხელს.

თუ ეს შეუძლებელია, ორგანიზაციამ მაშინვე უნდა გაგზავნოს მოწინააღმდეგესთან დადასტურებული წერილი:
როგორც გამოირკვა გუშინდელი კრების შედეგად თქვენ თანახმა ხართ მეი
სტრიტზე არსებული თქვენი კუთვნილი სახლი გაარემონტოთ 19… წლის 15
სექტემბრისათვის და 19… წლის 16 სექტემბერს 14.30–ზე შეხვდებით
შემოწმების ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რათა შეამოწმონ რემონტი.

9. რაიონის საზოგადოება საქმის კურსში გყავდეთ. ეს შეიძლება გაკეთდეს ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებებით, საინფორმაციო ბიულეტენებით ანდა ახალ ინფორმაციას გამოიტანთ ორგანიზაციის შემდგომ კრებაზე.

ეს განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ ხელმძღვანელთა გუნდი. თუ მოლაპარაკება მარცხს განიცდის, ხოლო რაიონის საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის, ძალიან ძნელი იქნება ბრძოლისათვის ადამიანების ხელახლა მოზიდვა.

10. იზეიმეთ გამარჯვება! მოაწყეთ საზეიმო წვეულება, დაარიგეთ ჯილდოები, იზეიმეთ! რადგანაც როგორც თქვა ვინს ლომბარდიმ:
გამარჯვება ჯერ ყველაფერი არ არის – მაგრამ ის ერთადერთია!

ფაქტებისა და გამოკვლევის მონაცემების წარმოდგენა
ფაქტებისა და გამოკვლევების წარმოდგენისას უნდა გვახსოვდეს სამი ძირითადი მითითება:

1. წარმოვადგინოთ ისინი ადამიანებისათვის გასაგები კატეგორიებით. ჩიკაგოს ერთმა ბანკმა ნავთობის სპეკულატიურ სესხებზე დაკარგა 1,3 მილიარდი დოლარი. 1,3 მილიარდი დოლარის კატეგორია არ არსებობს; მე ვიცი მხოლოდ, რომ ეს არის დიდი თანხა. ზარალი უნდა გადაიყვანოთ იმ კატეგორიაში, რომელთანაც ადამიანები შეძლებენ რაიმე კავშირის დამყარებას. ქვემოთ მოყვანილია შემუშავებული მონაცემების ცხრილის ნაწილი:

1,3 მილიარდი დოლარი “არამუშა სესხებში” (დაკარგული სესხების საბანკო ტერმინი) შეიძლება ჩიკაგოს სასარგებლოდ გამოყენებულიყო შემდეგი სახით:
სესხების რაოდენობა თანხა შედეგიანი გამოყენება
26,000 50,000 დ პირველი საწინდო
260,000 5,000 სესხები რეკონსტრუქციისათვის
650 2,000,000 მრავალმიზნიანი სესხები
520,000 2,500 სესხები კლიმატური პირობების გასაუმჯობესებლად
ან შეიძლებოდა ჩიკაგოს ყოველი მცხოვრებისათვის მიეცათ 371 დოლარი, რაც ასევე ინვესტირება იქნებოდა ჩიკაგოს ეკონომიკაში, და არა წაგება დაუბრუნებელ სესხებში

როგორც ავღნიშნეთ, მთელი ეს ცხრილი იგნორირებული იყო პრესის მიერ, მაგრამ მას იყენებდნენ უამრავ რაიონულ კრებებზე და ადამიანები ხვდებოდნენ წაგების მასშტაბებს,
რადგანაც ციფრები იმ კატეგორიებში იყო გადაყვანილი, რომელთა გაგებაც მათ შეეძლოთ.

2. ფაქტების გადაყვანა იმ კატეგორიებში, რომლებიც შეესაბამება ჩემი საფულის შიგთავსს. თუ კომუნალური მომსახურება იზრდება 20%–ით, მაშინ შემდეგი ცხრილი შეესაბამება ჩემი საფულის შესაძლებლობებს.

თუ თქვენი ყოველ 20%–ით გაზრდის შემ– ერთი წლის შემდეგ
თვიური გათბობის დეგ გადაიხდით: თქვენი ანგარიში
გადასახადია: გაიზრდება:
100 $ 120 240
200 $ 240 480
300 360 720

მე მართლაც არ მესმის 10 000 000 დოლარის თანხა, მაგრამ 240–მა დოლარმა შეიძლება გამაცოფოს. ასეთი ცხრილი იმისთვისაც არის კარგი, რომ შემიძლია შევეფარდო ამ კატეგორიას და დავინახო თუ რა დამიჯდება გაძვირება.

3. წარმოდგენა რაც შეიძლება კონკრეტული უნდა გახადოთ, მოწინააღმდეგის განსაზღვრაში, ან პრობლემისათვის ინდივიდუალური და არა სტატისტიკური მონაცემების მინიჭებაში.
მოწინააღმდეგისათვის ინდივიდუალური თვისებების მინიჭების ერთ–ერთ კარგ ხერხს წარმოადგენს მისი ხელფასის დასახელება.

მისის ჯოუნზის, როგორც მიწის საფარის სარემონტო სამუშაოების განყოფილების უფროსის ხელფასია 42000 დოლარი. თუმცა ჩვენი რაიონის ყველა ქუჩაზე ორმოებია. რატომ ვუხდით იმაში, რომ არ ასრულებს თავის სამუშაოს?

ძალიან სწრაფად შეიძლება ხალხის გაბრაზება, თუ მათ შევაიარაღებთ ასეთი ინფორმაციით. ჯერ ეს ერთი ისინი ალბათ ვერ შოულობენ იმდენს რამდენსაც მისის ჯოუნზი. მეორეც ის, რომ მისის ჯოუნზი მათი გადასახადებიდან იღებს ხელფასს. ხოლო მესამე, მათ კარგად იციან, რომ თუ სამუშაოს არ შეასრულებენ, მათ დაითხოვენ სამსახურიდან. ჯოუნზი, კი თავის ასრულებს, მაგრამ ხელფასს მაინც იღებს.

როდესაც პრობლემას აძლევთ კონკრეტულ ინდივიდუალურ ხასიათს, ციფრები გადაიყვანეთ ისეთ მასალაში, რაც ადამიანებში ინტერესს იწვევს.

ჩვენ უნდა გადავცეთ ბილი 1142 იმისათვის, რომ მოიხსნას დაგირავებული ფერმების გამოსყიდვის აკრძალვა. მიმართეთ სენატორ ბილი სმიტს, კაპიტოლიუმი, მიდტაუნი, 243–7856, უთხარით კენჭისყრისას უპასუხოს “დიახ” 1142–ზე!

იცით თუ არა, რომ წლის დასაწყისიდან 249 დაგირავებულ საოჯახო ფერმას არ მისცეს გამოსყიდვის უფლება? ეს შეადგენს კვირაში 10 ფერმას. მაგრამ ეს ციფრები ვერ გამოხატავენ მათი მფლობელების სასოწარკვეთილებას.
ორი თვის წინ გამოსყიდვის უფლება წაართვეს ჯონსონის ფერმას:
*240 აკრის ფართობის ფერმა ოჯახის კუთვნილება იყო სამი თაობის განმავლობაში.

*მისტერ და მისის ჯონსონი ყოველთვის ოცნებობდნენ, რომ მათი შვილები ღირსეულად განაგრძობდნენ ოჯახური ფერმერობის ტრადიციას. ახლა ეს ოცნება მკვდარია.
*ასეთი სტრესის გამო მისტერ ჯონსონს გულის შეტევა დაემართა. ახლა, პირველად თავისი ცხოვრების მანძილზე აღმოჩნდა საზოდაოებრივ დახმარებაზე.
*მათ ქალიშვილს, ემის, კოლეჯის დატოვება მოუხდა, რათა დაბრუნებულიყო სახლში და დახმარებოდა ავადმყოფი მამის მოვლაში.

ეს მხოლოდ ერთია 249 საშინელი ისტორიიდან. შეეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ ბილი 1142 გავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ნომერი 250.

როდესაც ზემოთ აღნიშნულის მსგავს ინფორმაციას აქვეყნებთ, მის გავრცელებამდე დარწმუნდით, რომ ოჯახი, რომელზეც არის ლაპარაკი, წინააღმდეგი არ არის გამოქვეყნების.

აი ის სამი ძირითადი შენიშვნა, რომელსაც უნდა მისდიოთ. ბოლო შენიშვნა გამოკვლევების მონაცემების წარდგენის შესახებ: ეფექტური საშუალებაა გრაფიკული გამოსახულების გამოყენება, რომელიც თქვენს მაგივრად მოყვება თქვენს ისტორიას.

როდესაც პოლიციას იძახებთ დროის სახიფათო კოეფიციენტი
ჩვენს რაიონში, საჭიროა დაახლოებით 16 წუთი 16 წუთი 2,5 წუთი მის მოსვლამდე.
როდესაც იძახებთ პოლიციას, როლინგ ჰილზის რაიონში პოლიცია დაახლოებით 2,5 წუთში მიდის გამოძახების ადგილზე.

ეს 13,5 წუთის სხვაობა შეიძლება აღმოჩნდეს საბედისწერო თქვენი და თქვენი ოჯახის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

ჩვენ დღეს იმისათვის შევიკრიბეთ, რომ მოვთხოვოთ მეთაურ სმიტს ჩვენს რაიონში პოლიციის გამოძახებაზე რეაგირების დრო შეამციროს 2,5 წუთამდე. ის რაც შესაძლებელია როლინგ ჰილზში, შესაძლებელია ჩვენთანაც.

გახსოვდეთ, როგორც არ უნდა წარმოადგინოთ ინფორმაცია და გამოკვლევის მონაცემები, მათი მიზანია განამტკიცოს თქვენი პოზიცია, შეასუსტოს თქვენი მოწინააღმდეგის და საკმაოდ გააბრაზოს ადამიანები იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ საორგანიზაციო კამპანიაში.

საშტატო თანამშრომლების შეკრება

საშტატო თანამშრომელთა კრება ტარდება სტრატეგიის შესამუშავებლად და თავისი საქმიანობის მიმართულების განსასაზღვრავად. რა თქმა უნდა ის იდეები, სტრატეგია და გადაწყვეტილებები, რომლებსაც საშტატო თანამშრომლების კრებაზე იღებენ, სანამ კამპანიის დღის წესრიგის ნაწილი გახდება, უნდა განიხილონ ხელმძღვანელობასთან.

ზოგიერთ ორგანიზაციაში საშტატო თანამშრომლების კრებას მაშინ ატარებენ, როდესაც მასზე დასწრება ხელმძღვანელობასაც შეუძლია. ეს მაშინ არის ეფექტური, როცა ხელმძღვანელები ერთი და იგივე პირები არიან, ამრიგად განსახილველ პრობლემას თავისი ისტორია უჩნდება.

იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც არ ჰყავთ საშტატო თანამშრომლები, ან მათი რიცხვი შეზღუდულია, ხელმძღვანელთა გუნდის კრებებისათვის, რომელიც რეგულარულად ტარდება, ასევე შეიძლება გამოიყენონ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები.

თანამშრომელთა კრება ემსახურება რამოდენიმე მიზანს და მათ სერიოზული დამოკიდებულება სჭირდებათ. კრებისათვის ყოველი თანამშრომელი სერიოზულად უნდა ემზადებოდეს.

1. ანგარიშგებადობის უზრუნველყოფა თუ საშტატო თანამშრომელი ამბობს, რომ ამ კვირაში ჩაატარებს სამ შეკრებას, მაშინ მომდევნო კვირას სხვა საშტატო თანამშრომლებმა უნდა შეატყობინოთ, რომ ეს სამი კრება ჩატარდა და რა განიხილეს მათზე.

თუ რომელიმე არ სამი კრებიდან არ ჩატარდა, თანამშრომელმა უნდა ახსნას მიზეზი. მიზეზი დამაჯერებელი უნდა იყოს! საშტატო თანამშრომელთა კრებებზე აღებულ ვალდებულებებს ძალიან სერიოზული მიდგომა სჭირდება.

ჩვენ შეიძლება ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან ველოდოთ ტყუილსა და დეზინფორმაციას, მაგრამ როდესაც ჩვენი კოლეგა იღებს ამა თუ იმ ვალდებულებას, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ შეასრულებს მას.

2. ორგანიზაციის საქმიანობის მთელი სურათის წარმოდგენა და იმისა თუ ჩემი კონკრეტული სამუშაო როგორ შეესაბამება ორგანიზაციის ცხოვრებას. თუ ერთ–ერთი საშტატო თანამშრომელი ატარებს საზოგადოების კრებას განათლების საკთხების შესახებ, ყველა საშტატო თანამშრომელმა თავისი რაიონებიდან უნდა მოიზიდონ ის ადამიანები, რომლებიც, რამდენადაც მათთვის არის ცნობილი, დაინტერესებულები არიან განათლებით.

მაშინაც კი, თუ განსახილველი საკითხი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას იმ რაიონისათვის, რომელზეც პასუხისმგებელია ეს თანამშრომელი, მასში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც ძალიან არის დაინტერესებული განათლების საკითხებით, და იმის წყალობით, რომ კრებაზეა მოწვეული, ის იწყებს მონაწილეობის მიღებას ორგანიზაციის საქმიანობაში.

3. სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დახმარების გაწევა კარგი ორგანიზატორები ყველაფერს თვითონ შეიმუშავებენ, მაგრამ ისინი იზოლირებულ გარემოში არ ფიქრობენ. ხელმძღვანელთა შეკრებებზე ყველაზე ღირსშესანიშნავი ის მომენტები იყო, როდესაც ვიწყებდით ფიქრს უკიდურეს სტრატეგიულ სვლებზე.

ხანდახან მათი მიღება შეუძლებელია იმიტომ, რომ ხელმძღვანელობა არ არის თანახმა, ან იმიტომ, რომ ზედმეტად ძლიერი ფორმებია. მაგრამ თუ სტრატეგიის განხილვას შემოვსაზღვრავთ მხოლოდ იმით, რაც შესაძლებელია, შედეგში, რა თქმა უნდა, მივიღებთ მხოლოდ შესაძლებელ სტრატეგიას. თუ გამოვიყენებთ საკუთარ წარმოსახვას შეუძლებელი სტრატეგიის აზრით, თავისდაგასაკვირად შესაძლებელი გახდება შეუძლებელის გაკეთებაც.

იმ შემთხვევის მსგავსად, როდესაც ტბის ნაპირას მდგომ ერთ–ერთ შენობას შევუტიეთ წინიდან ავტობუსებითა და ფეხით მოსიარულე ჯგუფის მსვლელობით, ტბის მხრიდან ამ მიზნისთვის დაქირავებული გემით და ზემოდან ორგანიზაციის დროშიანი თვითმფრინავით. და ეს ნამდვილად მოხდა! მაგრამ ეს არ მოხდებოდა რომ უკიდურესი ზომების სტრატეგია არ განგვეხილა.

4. ინფორმაციის მიღება და გავრცელება თუ ერთი საშტატო თანამშრომელი ატარებს საზოგადოების კრებას გარკვეული თანამდებობის პირის დასწრებით, ხოლო მეორე თანამშრომელი აპირებს კრების ჩატარებას იგივე პირის მოწვევით, საჭიროა გადასცეთ ის ინფორმაცია რაც მივიღეთ პირველი შეხვედრის შედეგად, თუ როგორ რეაგირებს ეს თანამდებობის პირი მუქარაზე, მოთხოვნებზე, ემოციების გამოხატვაზე და სხვ. ყოველი საზოგადოების კრება, ეს არის ორგანიზაციის ისტორია და, რამდენადაც შესაძლებელია ყველა საშტატო თანამშრომელი და ხელმძღვანელი უნდა უზიარებდეს ერთმანეთს ამ ისტორიას და უნდა შეეძლოს მისი გამოყენება მიმდინარე მიზნებისათვის.

5. მოტივაციისა და დაინტერესების ქონა ყოველთვის მომწონდა შეჯიბრის სული საშტატო თანამშრომლებს შორის. ამ მიზნით მოვაწყეთ რაღაც შეჯიბრის მსგავსი სპეციალური ღონისძიებების ან განსაკუთრებით დიდი კრების დროს, ანდა იმ შემთხვევებში, როდესაც საშტატო თანამშრომლები სპორტულ ფორმას კარგავენ.
ა. ვის შეუძლია ყველაზე მეტი ხალხის მოზიდვა კრებაზე?
ბ. ვის შეუძლია ყველაზე მეტი ხალხი მოიზიდოს კრებაზე ამ კვირას?
გ. ვინ შეძლებს ყველაზე მეტი საზოგადოების კრების ჩატარებას ამ კვირაში?

6. გუნდური სულისკვეთების შექმნა ეს მიიღწევა ორგანიზაციის ყველა კრებაში მონაწილეობით, სტრატეგიის ერთობლივი შემუშავებით, კრების დღის წესრიგის ერთობლივი განსაზღვრით და იმ ფაქტის აღიარებით, რომ ყოველი კრება მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ცხოვრებისათვის. თუ რომელიმე კოლეგა ლაპარაკობს თავისი კლუბის შეკრებაზე, მე ყურადღებით უნდა ვიყო ისევე, თითქოს ლაპარაკი იყოს 500 ადამიანის შეკრებაზე.

როდესაც ატარებთ კრებას, იქნება ეს მხოლოდ საშტატო თანამშრომელთა, საშტატო თანამშრომელთა და ხელმძღვანელთა თუ მხოლოდ ხელმძღვანელთა კრება, პასუხი უნდა გასცეთ შემდეგ კითხვებს:

კრებამდე
ა. რა გსურთ ხელმძღვანელების/საზოგადოების ამ კრებისგან?
ბ. რა სტრატეგია შეიმუშავა ხელმძღვანელობამ?
გ. რა არის შემდგომი ნაბიჯი იმ შემთხვევაში, თუ სტრატეგია არ იმუშავებს?
დ. როგორ მოიზიდებიან ადამიანები?

კრების შემდეგ
ა. რამდენი ადამიანი იყო კრებაზე?
1. რატომ ასე ცოტა?
2. რა ხერხით მოიზიდეთ ასე ბევრი?
ბ. რაში მიაღწიეთ გამარჯვებას?
გ. როგორია შემდეგი ეტაპი?
დ. რა მოხდა კრებაზე ყველაზე კარგი?
ე. რა მოხდა კრებაზე ყველაზე ცუდი?
ვ. თავიდან რომ მოგიწიოთ კრების ჩატარება, რას შეცვლიდით?
ვ. გესაჭიროებათ თუ არა რაიმე დახმარება მომდევნო საქმიანობაში?

საშტატო თანამშრომელთა და ხელმძღვანელთა კრებები წარმოადგენს ორგანიზაციის სიცოცხლის საფუძველს. ის ორგანიზაციები, სადაც საშტატო თანამშრომელთა და ხელმძღვანელთა კრებები რეგულარულად არ ტარდება, ან მათდამი არასერიოზული დამოკიდებულებაა, გზას ასცდებიან და შეცდომებს დაუშვებენ მიმართულების უქონლობისა და მოქმედებისადმი შინაგანი იმპულსის არ ქონის გამო.

საინფორმაციო ფურცლები

ფურცელი უმთავრესად ადამიანს უნდა ეუბნებოდეს:
1. როგორია პრობლემა
2. სად და როდის შედგება კრება
3. დაესწრებიან თუ არა კრებას სტუმრები
4. რა ჰქვია ორგანიზაციას და მისი ტელეფონის ნომერი დამატებითი ინფორმაციისათვის.

ეცადეთ შეინარჩუნოთ ფურცლის უბრალო ფორმა. თუ კრება ეხება ვირთხებს, ნუ მეუბნებით თუ რა სახიფათონი არიან ისინი – მე მათ ვიცნობ! ეფექტური მეთოდიკა მდგომარეობს იმაში, რომ დასვათ აშკარა კითხვა. ეს მიღვიძებს სურვილს ვუპასუხო თქვენს ფურცელს.

გრაფიკული გამოსახულება დაგეხმარებათ ადამიანების ყურადღების მოზიდვაში. შეინარჩუნეთ ფურცლების აკურატული ფორმა. უსიამოვნო ფურცლები და არასწორი ორთოგრაფია მიგვანიშნებს უწესრიგობაზე ორგანიზაციაში.

ნუ დაეყრდნობით ადამიანების მოზიდვაში მხოლოდ საინფორმაციო ფურცლებს; ყველაზე უკეთესი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ – შეხსენებაა. ფურცლების დარიგების შემდეგაც კი მოგიწევთ ტელეფონით დარეკვა და კრების შეხსენება.

მეორე ხერხია ფურცლების გავრცელება კრებამდე ორი, სამი დღით ადრე. შემდეგ, კრების დღეს, კრების ჩატარების რაიონში შემოიარეთ მოსახლეობა, მიუტანეთ ბინადრებს იგივე ფურცლები და უთხარით “მოვედი, რომ შეგახსენოთ კრების შესახებ, იმედია მოხვალთ.”

ერთ საათში დაახლოებით 100 სახლი უნდა შემოიაროთ.

საინფორმაციო ბიულეტენები

ორგანიზაციის მასშტაბიდან და რესურსებიდან გამომდინარე შეიძლება თქვენ უკვე უშვებთ საინფორმაციო ბიულეტენს, ან შეიძლება ფიქრობთ მის შექმნაზე. ბიულეტენს შეიძლება ქონდეს ბეჭდური გამოცემის ფორმა ან უბრალოდ იყოს დაბეჭდილი ერთი, ორი გვერდი.

მიუხედავად ფორმისა, ბიულეტენმა ორგანიზაციისათვის უნდა შეასრულოს შემდეგი ამოცანები:
1. აუწყოს ხალხს მოსალოდნელი კრებებისა და ღონისძიებების შესახებ
2. აღნიშნოს თქვენი გამარჯვებები და წარმატებები
3. გამოააშკარაოს თქვენი ორგანიზაციის პოზიცია გადასაწყვეტი პრობლემის მიმართ.
4. დაუთმოს პლატფორმა და ტრიბუნა ხელმძღვანელების გამოსვლებს
5. გამოააშკარაოს და დასცინოს თქვენს მოწინააღმდეგეს
6. გამოისყიდოს თავი თუ ყიდით ხელმოწერას ან ადგილს განცხადებებისათვის

არსებობს თქვენი საინფორმაციო ბიულეტენის გავრცელების სხვადასხვა საშუალებები:
1. ყველა შეკრებაზე დარიგება
2. ფოსტით გაგზავნა აბონენტთა სიის მიხედვით
3. გავრცელება ეკლესიის საშუალებით
4. წვრილი მეწარმეების მოზიდვა თავისი კლიენტებისათვის ბიულეტენების დასარიგებლად
5. მოთავსება თვითმომსახურეობის სამრეცხაოებში
6. ჩადება ყოველდღიურ გაზეთში ან ადგილობრივ საინფორმაციო ფარზე მოთავსება

თქვენი საინფორმაციო ბიულეტენის კიდევ ერთი ეფექტური გამოყენებაა გაუგზავნოთ ის თქვენს ახლანდელ და პოტენციალურ დაფინანსების წყაროებს. თუ ბიულეტენი საკმაოდ კარგადაა გააზრებული, ის დაამოწმებს იმას, რომ თქვენ ხართ კანონიერი ორგანიზაცია და რომ თქვენი საქმიანობის წყალობით რაიონის ცხოვრება უკეთესი გახდა. ასევე საჭიროა გააგზავნოთ თქვენი ბიულეტენი საინფორმაციო საშუალებებში.

სტატიებს თქვენი ბიულეტენიდან მაშინვე არ დაბეჭდავენ, მაგრამ ეს საფუძველს ჩაუყრის ნდობას თქვენი ორგანიზაციისადმი და იმის იმედს, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მოგვიანებით დაბეჭდავენ თქვენს შეტყობინებებს.

ერთი გაფრთხილება საინფორმაციო ბიულეტენების გამოშვებისას: ნება არ მისცეთ ბიულეტენის გამოშვებამ ხელი შეუშალოს თქვენს საორგანიზაციო საქმეებს! “შემდეგ კვირას ვერ ჩავატარებთ კრებას, რადგანაც საინფორმაციო ბიულეტენი უნდა მოვამზადოთ.” თუ არჩევანი დგას საორგანიზაციო საქმეებსა და ბიულეტენს შორის, არ მახსოვს ისეთი შემთხვევა, რომ საორგანიზაციო საქმეებს არ ქონოდათ პრიორიტეტი.

მუშაობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან
შეტყობინებები მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში იგზავნება არა იმდენად იმ მოლოდინით, რომ მათ დაბეჭდავენ, რამდენადაც იმ იმედით, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები დაესწრებიან კრებას ან ღონისძიებას და უფრო ფართოდ გააშუქებენ მას.

შეტყობინება საინფორმაციო საშუალებებბისათვის უნდა იყოს მოკლე, ყურადღების მიმქცევი და კონკრეტული. თავის საფუძველში ის უნდა მიანიშნებდეს ვინ, როდის, სად და რა.

თქვენ რომ ყოფილიყავით პასუხისმგებელი რედაქტორი, რომელი შეტყობინება გაიძულებდათ კრების გასაშუქებლად გაგეგზავნათ რეპორტიორი – მაგალითი 1 თუ მაგალითი 2?

მაგალითი 1

ორგანიზაცია აბვ მოხარულია შეგატყობინოთ იმის შესახებ, რომ საქალაქო გეგმარების განყოფილების დირექტორი დაგვთანხმდა დაესწროს კრებას, რომელიც ჩატარდება ა.წლის 12 ოქტომბერს 19.30–ზე, ი. ჩერჩ სტრიტი 24. ეს კრება მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველად გვეძლევა საშუალება დავუსვათ დირექტორ სმიტს კითხვები ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის შესახებ და გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები, თუ როგორ შეიძლება პროექტის შეცვლა ისე, რომ მისი განხორციელება არ ნიშნავდეს დიდი რაოდენობის სახლების აღებას.

მაგალითი 2

ორგანიზაცია აბვ აცხადებს ისტორიული მოვლენის შესახებ! საქალაქო გეგმარების განყოფილების დირექტორი სმიტი პირველად დაგვთანხმდა დაესწროს რაიონის კრებას (ა.წლის 12 ოქტომბერს, სამშაბათს 19.30–ზე, ი. ჩერჩ სტრიტი), რომელიც ეძღვნება ჩქაროსნული გზის მშენებლობას.

რაიონის მცხოვრები მერი ბრაუნი გამოხატავს აბვ–ს განწყობილებას, როდესაც აცხადებს: “თუ სმიტი ფიქრობს, რომ აიღებს ჩემს სახლს, მაშინ იგი რაღაც–რაღაცეებისათვის უნდა მოემზადოს. სმიტს ურჩევნია მოიმარაგოს შესაფერისი პასუხები, თორემ ეს შეკრება შეიძლება მისთვის ცუდად დამთავრდეს!”

სარა ჯოუნზმა, აბვ–ს პრეზიდენტმა განაცხადა: “სმიტის გეგმა ჩქაროსნული
გზის შესახებ არა მხოლოდ სულელურია, არამედ საძაგელიცაა. ამ კრებაზე წარმოვადგენთ აბვ–ს ალტერნატიულ გეგმას, რომელიც არა მხოლოდ გადასახადის გადამხდელებს შეუნახავს მილიონებს, არამედ სახლების უაზრო დანგრევასაც აგვაცილებს თავიდან.

დარწმუნებულები ვართ, რომ სმიტი დაინახავს ჩვენი გეგმის გონიერებას, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა ჩვენ გამოვაცხადებთ ომს!
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სარა ჯოუნზს, 555–9074

აშკარაა, რომ მეორე შეტყობინება უკეთესია: ეს კრება არ არის; ეს არის ისტორიული მოვლენა. ეს არ არის კრება “განხილვისათვის”, ეს ისეთი კრებაა, რომელიც შეიძლება ცუდად დამთავრდეს და გადაიზარდოს ომის გამოცხადებაში. მეორე შეტყობინება შეიცავს ადამიანის ფაქტორს კონკრეტული ადამიანების ციტატების სახით და ააშკარავებს რაიონში უკმაყოფილების დონეს.

რედაქტორმა, რომელიც წაიკითხავს პირველ შეტყობინებას შეიძლება თქვას: “მერე რა?”, ხოლო მეორეს, რომ წაიკითხავს ალბათ გაიფიქრებს “ეს ცხელ–ცხელ ამბავს ჰგავს, ჯობს გავაშუქოთ.”

კრების ჩატარების დღეს დაურეკეთ საინფორმაციო საშუალებების იმ თანამშრომლებს, რომლებსაც გაუგზავნეთ შეტყობინება და ჰკითხეთ, მიიღეს თუ არა შეტყობინება და გეგმავენ თუ არა ვინმეს გამოგზავნას კრების გასაშუქებლად. თუ პასუხი იქნება “არა”, შეეცადეთ დაარწმუნოთ ისინი, რომ შეიძლება გამოტოვონ მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა.

როდესაც კრებაზე მოდიან მასობრივი საინფორმაციო საშუალებები
საჭიროა ვინმე დანიშნოთ საინფორმაციო საშუალებებთან სამუშაოდ, ისინი რომ მოვლენ, ამ ადამიანმა მოკლედ და კონკრეტულად უნდა აუხსნას პრობლემის არსი და ის, თუ რა ხდება ამ წუთას კრებაზე.

ცუდი არ არის გქონდეთ საინფორმაციო ფურცელი რეპორტიორისათვის მისაცემად, რათა თან წაიღოს. თუ შესაძლებელია, ის ადამიანი, რომელიც პირველად დაელაპარაკება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელს, უნდა იცნობდეს სხვა ადამიანებსაც, რომლებსაც პრესის წარმომადგენლები პრობლემის შესახებ დაელაპარაკებიან. თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები კრების დამთავრებამდე წავლენ, დაურეკეთ და შეატყობინეთ შედეგები.

ტელევიზიასთან მუშაობისას დაიცავით კომენტარების მოკლე ფორმა, ილაპარაკეთ მხოლოდ არსის გარშემო. არავითარი გრძელი სიტყვა, ის თავის არსებობას სამონტაჟოს იატაკზე დაასრულებს. თქვენი აზრი გამოხატეთ გარკვევით და დაელოდეთ მომდევნო შეკითხვას.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით მისტერ ჯოუნზის სახლში, მ–რ ჯოუნზს გააჩნია
საკუთრება ჩვენს რაიონში და უარს ამბობს მის გარემონტებაზე.

ნუ გადაუხვევთ პრობლემის არსს.
რეპორტიორი: მ–რ ჯოუნზმა თქვა, რომ თქვენი ჯგუფი კომუნისტური
ფრონტია. რას უპასუხებდით ამაზე?
ხელმძღვანელი: მე ვიცი, რომ ჩემს სახლს უნდა მოვუარო დადგენილი წესის
შესაბამისად და ვფიქრობ ჯოუნზმაც იგივე უნდა გააკეთოს.
რეპორტიორი: და რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ თქვენ ხართ კომუნისტი?
ხელმძღვანელი: მისი ბრალდება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენს რაიონში
ყველაზე მიშვებული შენობის მფლობელია და აბვ–ს სურს
იცოდეს, როდის შეძლებს მის გარემონტებას.

ტელევიზიასთან მუშაობისას შეეცადეთ ისე მოახერხოთ, რომ თქვენი ორგანიზაციის სახელი რეპორტაჟში არა მხოლოდ ახსენონ, არამედ აჩვენონ კიდეც. ეს შეიძლება მოახერხოთ ინტერვიუს ჩატარებით თქვენი ორგანიზაციის წარწერის წინ ან ხელმძღვანელის ტანსაცმელზე ორგანიზაციის სამკერდე ნიშნის მიმაგრებით.

გადაღების დროს ეცადეთ, რომ კადრში მოხვდეს ბავშვი სამკერდე ნიშნით, რომელზეც დაწერილი იქნება თქვენი ორგანიზაციის დასახელება. თუ საზოგადოების კრებაზე ბავშვებიც არიან, გაუკეთეთ მათ ორგანიზაციის სამკერდე ნიშნები, განსაკუთრებით თუ სძინავთ. გაურკვეველი მიზეზების გამო საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს განსაკუთრებით უყვართ ასეთი კადრები.

სტატია გაზეთში ან ჟურნალში როდესაც ცდილობთ გაზეთში ან ჟურნალში დაიბეჭდოს სპეციალური სტატია პრობლემის ან თქვენი ორგანიზაციის შესახებ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპორტიორთან პირადი შეხვედრა.

უნდა ჩათვალოთ, რომ ამ შეხვედრაზე დამსწრე რეპორტიორმა არაფერი იცის თქვენი პრობლემის და ორგანიზაციის შესახებ.
ყოველგვარი სქემები და გრაფიკული გამოსახულებები, რომლებსაც დაუტოვებთ რეპორტიორს საინფორმაციო ფურცელთან ერთად, შეიძლება სასარგებლო გამოდგეს.

ეს უადვილებს მუშაობას საინფორმაციო საშუალებებს და მეტყველებს იმაზე, რომ მართლაც გიმუშავიათ თქვენს მასალაზე. აგრეთვე ჩაიწერეთ იმათი სახელები და ტელეფონის ნომრები ვისაც პრობლემა უშუალოდ ეხება.

ეს საშუალებას მისცემს რეპორტიორს ინტერვიუ აიღოს იმ ადამიანისაგან, ვისაც დაინტერესებული თვალსაზრისი გააჩნია. რა თქმა უნდა ამ ადამიანებს დაურეკეთ, რათა მომზადებულები შეხვდნენ რეპორტიორს, თუ ეს უკანასკნელი დარეკავს.

რაც შეიძლება ბევრი იმუშავეთ რეპორტიორისათვის. რაც მეტ ფაქტს, ციფრს, და ადამიანს დაასახელებთ, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ, რომ მასალა გამოქვეყნდება.

ნუ დაელოდებით იმას, რომ თქვენი ორგანიზაციის დასახელება თავისთავად გამოჩნდება სტატიაში. გაიგეთ, შეიძლება თუ არა, რომ თქვენი ორგანიზაციის დასახელება გამოჩნდეს პირველივე წინადადებაში (სათაურში უფრო კარგი იქნებოდა) ან გამოიყენებენ თუ არა ორგანიზაციის პრეზიდენტის განსაკუთრებულ გამონათქვამს.

გახსოვდეთ, რომ რეპორტიორებს მოსწონთ იმაზე ფიქრი, რომ ისინი ობიექტურები არიან. თქვენს დასასუთებაში უნდა გამოჩნდეთ მოაზროვნედ:

ახლა თუ დაელაპარაკებით ქალაქგეგმარების განყოფილების დირექტორს სმიტს, ის ალბათ გეტყვით, რომ შეკრებაზე ჩვენ ვიქცეოდით შეურაცმყოფელად, ხოლო ჩქაროსნული გზის მშენებლობის ჩვენი გეგმა დილეტანტურია.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ კრება მართლაც ბობოქრად ჩატარდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ადამიანის სახლებზე ვლაპარაკობდით. ჩვენი რაიონის მცხოვრებლებს სჯერათ, რომ “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”.

მზად ვარ დაგენიძლავოთ, რომ სმიტი გაცოფდება, ვინმემ მისი სახლის აღება, რომ გადაწყვიტოს. მე ვიცი, ჩვენ გეგმარების სპეციალისტები არა ვართ, მაგრამ ჩვენი გეგმა ვაჩვენეთ დ–რ ჯოუნზს, რომელიც უნივერსიტეტში ასწავლის საქალაქო გეგმარებას, და როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ გეგმას თავისი ღირსებებიც გააჩნია.

აი ჩვენი გეგმის ასლი, დ–რ ჯოუნზის ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ჩვენი რაიონის 10 მაცხოვრებლის, რომლებთანაც შეიძლება გასაუბრება მოინდომოთ, სახელი და ტელეფონის ნომრები. გარდა ამისა მამა ბრაუნმა წმინდა იოანეს ეკლესიიდან თქვა, რომ თქვენთან საუბარი სურს თავის სამრევლოზე ჩქაროსნული გზის გაყვანის შედეგებზე.

ეს საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ მეტს, ვიდრე უბრალოდ “სმიტი – სულელია, რომელსაც ჩვენ სულაც არ ვანაღვლებთ.”

მასობრივი ინფორმაციის მხოლოდ ერთ საშუალებაში გამოსაქვეყნებელი მასალა ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აძლევთ მასალას ინფორმაციის მხოლოდ ერთ საშუალებას.

ჩიკაგოს ერთი ორგანიზაციის საქმიანობა საერთოდ არ შუქდებოდა ან უმნიშვნელოდ შუქდებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. მაშინ მან მოიწვია ერთი რეპორტიორი და შეატყობინა, რომ სურს მას გადასცეს ერთი მასალის გამოქვეყნების განსაკუთრებული უფლება. ერთ–ერთ ყოველდღიურ გაზეთში გამოჩნდა კარგი სტატია ამ ორგანიზაციაზე.

ორგანიზაციამ მხოლოდ ამ გაზეთს კიდევ სამი სტატია მისცა გამოსაქვეყნებლად. ინფორმაციის სხვა საშუალებებმა დაიწყეს ორგანიზაციაში რეკვა და ჩივილი, რომ ეს დისკრიმინაციაა მათდამი და სურთ ორგანიზაციამ ეს პრაქტიკა შეწყვიტოს!

როდესაც მასალას გამოსაქვეყნებლად აძლევთ მხოლოდ ერთ საინფორმაციო საშუალებას, გარკვეული პირობების შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობა მნიშვნელივნად იზრდება.

თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ თქვენი ორგანიზაციის დასახელება მოათავსონ სათაურში ან პირველ გვერდზე. თუმცა რეპორტიორს ამის უფლებამოსილება არ გააჩნია, მას შეუძლია სთხოვოს ამის შესახებ და თუ დაპირდებით უფრო მეტი მასალის გადაცემას გამოქვეყნების განსაკუთრებული უფლებით, შეიძლება თქვენი ორგანოზაციის დასახელების პირველ გვერდზე მოხვედრისათვის იბრძოლოს კიდეც.

განაგრძეთ ინფორმაციის გაგზავნა მასობრივი ინფორმაციის წყაროებისათვის მაშინაც კი თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარკვეული წარმომადგენელი არ აშუქებს თქვენს საქმიანობას, განაგრძეთ მათთვის შეტყობინებების გაგზავნა, სანამ მასალების განსაკუთრებული უფლებებით გამოცემის მიცემით არ მოიპოვებთ კეთილგანწყობას.

თითქმის ერთი წლის განმავლობაში ერთი ტელესადგური არ აშუქებდა ჩვენს საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად იღებდნენ ჩვენს საინფორმაციო შეტყობინებებს. ერთხელ, მოულოდნელად დაგვირეკა რეპორტიორმა, გამოირკვა, რომ არქივის გადასინჯვის დროს მან აღმოაჩინა ჩვენგან მიღებული 50–ზე მეტი საინფორმაციო შეტყობინება – ვინ ვართ და რას ვმოღვაწეობთ? შედეგად ის ჩვენთან მოვიდა და მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომელიც რიგით პირველ ახალ ამბებში აჩვენეს.

საზოდადოებრივი განცხადებები საზოგადოებრივი განცხადებებიEარსებობს რადიოშიც და ტელევიზიაშიც. განცხადებები უნდა შეიტანოთ გადაცემამდე რამოდენიმე კვირით ადრე, და ჩვეულებრივ “საზოგადოებისათვის” ისეთ დროს უშვებენ, როგორიც ღამის 2 საათია.

მაგრამ ამ ქვეყნად ბევრ ადამიანს ჭირს უძილობა; ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაინტერესდეს თქვენი ორგანიზაციით. ყოველ სადგურს აქვს თავისი პოლიტიკა; ორგანიზაციამ კი ყველა სადგურის პოლიტიკა უნდა იცოდეს.

სარედაქციო შეტყობინებები ან სტატიები თუ საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია ან საკმაოდ აშუქებდნენ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, თქვენი მასალა შეიძლება გამოაქვეყნონ სარედაქციო შეტყობინების სახით ტელევიზიაში ან გაზეთის რედაქტორის გვერდზე.

ასეთ შემთხვევაში ალბათ მას გადასცემენ ყველაზე მომგებიან დროს და კარგადაც გააშუქებენ. კარგია თუ ვინმე უპასუხებს ამ სარედაქციო შეტყობინებას, მაშინ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოხვიდეთ შეკითხვით ამ პასუხზე.

*****
და ბოლოს, არ მოატყუოთ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები! თუ თქვენს შეკრებაზე იქნება 50 ადამიანი, არ თქვათ, რომ იქნება 500. თუ შეატყობინებთ, რომ მიდიხართ მერთან სახლში, ასეც მოიქეცით. თუ პრობლემა უშუალოდ ეხება 150 ადამიანს, შეგიძლიათ თქვათ 250, მაგრამ არ თქვათ 10000. თუ აძლევთ მასალას განსაკუთრებული უფლებით, შეასრულეთ მიცემული პირობა და აღარ მისცეთ ის სხვა ინფორმაციის საშუალებებს.

თქვენი მიზანია შექმნათ ნდობის ღირსი ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს თავის სამუშაოს, გააჩნია ფაქტები, შეუძლია მათი კარგად წარმოდგენა და ასრულებს იმას რასაც აცხადებს.

საკონტროლო კითხვარი ამოცანებზე და ჩვევების შეძენაზე
ზოგიერთი ის მიზეზი, რის გამოც საშტატო თანამშრომლებმა უნდა შეავსონ ეს კითხვარი:
1. გავიგოთ რას ვაკეთებთ განსხვავებულს ჩვენს ხელმძღვანელებთან შედარებით.
2. გავიგოთ პირადად ჩვენ რა უნდა/სასურველია ვისწავლოთ.
3. გავიგოთ რის განსახორციელებლად გვსურს ხელმძღვანელთა მომზადება.
4. გავიგოთ რა უნდა/სასურველია ისწავლონ ჩვენმა ხელმძღვანელებმა.

საკონტროლო კითხვარის შევსება ასეა საჭირო:
1. ამოირჩიეთ კამპანიის სამი ხელმძღვანელი, ვისთანაც მუშაობთ.
2. სამუშაო ჩვევების შემდგომი დონეების შესაბამისად შეავსეთ ყოველი გრაფა ამოცანაზე/ჩვევაზე და მიეცით შესავსებად ამ სამთაგან ყოველ ხელმძღვანელს:
X არასდროს შემისრულებია ეს ამოცანა
1 შესანიშნავი
2 დამაკმაყოფილებელი
3 ცუდი
3. ბოლოს აღნიშნეთ ის ჩვევები, რომლებითაც უნდა დაიწყოთ ხელმძღვანელთა სწავლება.
4. პირველ რიგში აღნიშნეთ ის სამუშაო ჩვევები, რომლებიც თქვენ, როგორც საშტატო თანამშრომელმა, გსურთ გაიუმჯობესოთ.

[შენიშვნა: თქვენ შეიძლება მოისურვოთ საკუთარი საკონტროლო კითხვარის შემუშავება, რათა უკეთ უპასუხოს თქვენს კონკრეტულ მიზნებს. ამას სჭირდება დრო და გარკვეული ძალისხმევა, მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ დახარჯული დრო და ძალისხმევა ფუჭად არ მიდის. საშტატო თანამშრომლები, რომლებიც იყენებენ ასეთ კითხვარებს, ჩვეულებრივ გაკვირვებულები რჩებიან, როდესაც ხედავენ, თუ რამდენად მეტის გაკეთება შეუძლიათ საორგანიზაციო კამპანიის ხელმძღვანელებს. და თუ სწორად მივუდგებით, ხელმძღვანელები დიდი სურვილით ცდილობენ უფრო მეტის გაკეთებას, ვიდრე აკეთებენ მოცემულ დროს.]

საშტატო თანამშრომელი / ხელმძღვანელი
ამოცანა/ჩვევა

მცხოვრებთა შემოვლა
ყურადღების მიქცევა
მინდა გავაუმჯობესო ჩვევის დონე

პრობლემის ძიება
ადამიანების მოზიდვა მონაწილეობის მოსაღებად
ვინმეს მოზიდვა მოსახლეობის შემოსავლელად თქვენთან ერთად
დღის წესრიგის შემუშავება
ხელმძღვანელების კრების დღის წესრიგი
რაიონის კლუბის შეკრების დღის წესრიგი
საზოგადოების შეკრების დღის წესრიგი
საქმიანობის შეფასებისათვის შეკრების დღის წესრიგი
საშტატო თანამშრომლების შეკრების დღის წესრიგი

წერილების მომზადება
მოსაწვევი წერილები
დამადასტურებელი წერილები
ინფორმაციის მოთხოვნის წერილები

ფურცლების შექმნა
რაიონის კლუბის კრების განცხადებით
საზოგადოების მთავარი კრების შესახებ
ღონისძიების/დემონსტრაციის შესახებ
გამარჯვების შესახებ
სამუშაო აღჭურვილობის, საბეჭდი მანქანის და ა.შ. შესახებ
წერილობითი საეკლესიო ბიულეტენი

სატელეფონო ზარები
სტუმრის მოსვლის დადასტურება
ინფორმაციის შეკრება
ადამიანების მოწვევა კრებაზე

საზოგადოების შეკრება
მუშაობა სარეგისტრაციო მაგიდასთან
დარბაზის აღჭურვა კრებისათვის
ხელმძღვანელების მოკლე ინსტრუქტაჟი კრების დაწყების წინ
ხელმძღვანელებთან კრების შედეგების განხილვა მისი დამთავრების შემდეგ
დარბაზის დალაგება კრების დამთავრების შემდეგ
პრობლემის გამოკვლევა
ინფორმაციის შეკრება, ბიბლიოთეკა, მუნიციპალიტეტი
იურიდიული საფუძვლების ძიება
ინფორმაციის მოთხოვნა
საინფორმაციო ფურცლების შექმნა
გრაფიკული გამოსახულებებისა და სქემების შექმნა
საინფორმაციო ბიულეტენი
სტატიების დაწერა
ფოტოგრაფიები
მაკეტი
გადაწყვეტილება შინაარსზე
გამოშვებების გავრცელება
სახსრების შეგროვება
სახსრების პოტენციური წყაროების ძიება
განცხადების შედგენა
თხოვნა შეხვედრაზე
ფინანსისტებთან შეხვედრა
ანგარიშების შედგენა სახსრების დახარჯვაზე
სამადლობელო წერილების შედგენა
ადგილობრივი სპეციალისტის მომზადება სახსრების შეგროვებისათვის
მასობრივი ინფორმაციის წყაროები
შეტყობინებების დაწერა მასობრივი ინფორმაციის წყაროებისათვის
დარეკვა მასობრივი ინფორმაციის წყაროებში
საზოგადოების განცხადებების დაწერა
საუბარი კრებებზე მას. ინფ. წყაროებთან
კრებებზე და ღონისძიებებზე მუშაობა მასობრივი ინფორმაციის წყაროებთან
ინფორმაცია პრობლემის შესახებ
სპეციალური საქალაქო პროგრამებისა და მათი მუშაობის პრინციპების გაგება, ისეთების როგორიცაა პატარა პროცენტიანი სესხების პროგრამა, კლიმატური პირობების გაუმჯობესების პროგრამა და ს.შ.
ვინ ხელმძღვანელობს და აგებს პასუხს ქალაქის კომუნალურ მომსახურეობაზე: ნაგვის გატანა, ვირთხებთან ბრძოლა, უპატრონო ძაღლები, მიტოვებული შენობები, ქუჩების განათება, გაჩერებების აღმნიშვნელები და სხვ.

იმ დაწესებულებების როლისა და პრინციპების გაგება, რომლებსაც შეიძლება შეეჩეხოს ორგანიზაცია თავისი საქმიანობის პერიოდში: ადგილობრივი საავადმყოფოები, პოლიციის განყოფილებები, ადგილობრივი კომუნალური სამსახური, განათლების განყოფილება და სხვ.

საჯარო გამოსვლები
თავმჯდომარეობა კრებაზე
გეგმარებაზე კრების მუშაობის დახმარება
გამოკვლევის მონაცემების წარმოდგენა
მოთხოვნების წამოყენება
მოთხოვნების განხილვა
გამოსვლა ოფიციალური მოწმის როლში
ღია კრებები
დახურული კრებები
მუშაობა ქუჩის მასასთან
ორგანიზაციის დაცვა
ორგანიზაციის პროპაგანდა
სხვა და სხვა
მოწმობის დაწერა
სტრატეგიის საკითხები
პრობლემის გადაწყვეტისათვის ბრძოლის გეგმის შედგენა
კამპანიის კოორდინაცია
პირადი მიზნების დაყენება
ორგანიზაციის მიზნების დასახვა

დასკვნა

არსებობს ძველი ჩინური ანდაზა: “ლაპარაკით ბრინჯს ვერ მოხარშავ.” ამ სახელმძღვანელოს კითხვა და შესწავლა თავისთავად ვერ მოახდენს თქვენი რაიონის მაცხოვრებლების ორგანიზებას. მხოლოდ ვიღაცის კონკრეტული მუშაობით შეიძლება ბრინჯის მოხარშვა; და მხოლოდ ვიღაცის რეალური ორგანიზაციული მუშაობის წყალობით შეიძლება რაიონის მცხოვრებთა ორგანიზება.

სხვანაირად იგივე აზრი გადმომცა ერთმა ორგანიზატორმა, რომელმაც თქვა: “ხალხს სურვილი უნდა ჰქონდეს თავისი ნატვრა რეალობად აქციოს.”
რომელი ანალოგიაც არ უნდა გაწყობდეთ, რეალობა ასეთია, სანამ ვიღაცა – ანუ თქვენ და თქვენი მეზობელი – არ მოინდომებს თქვენი რაიონის მცხოვრებლების ორგანიზების მძიმე სამუშაოს თავის თავზე აღებას, თქვენი რაიონის მომავალს განსაზღვრავენ გარე ძალები.

თუმცა ამ მძიმე სამუშაოსთან ერთად მოდის ძალის შეგრძნება და გამარჯვების გემო.
მაშ დასცხეთ მათ!
გაუკეთეთ ორგანიზება!

 

ტეგები: , ,

One response to “შელ ტრეპი – ორგანიზების ხელოვნების საფუძვლები

  1. მირიანი

    February 2, 2011 at 9:57 pm

    ნამდვილად საჭირო ინფორმაციაა! დიდი მადლობა ჩემო კობა!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: