RSS

რუბიკონი – ვტარასტიპენნი აზრები

19 Jul

რუბიკა – გურამ–ჯან, ჩემი თავში ერთი აზრი წვალობს და იქნებ შენ მიშველო.

გურამა – აგერ ვარ და მიმსახურე, ოღონდ ვალის ამოღებას არ უნდა შეეხებოდეს.

რუბიკა – შენ კიდე რა სუ ფულზე ფიქრობ, მე ხო არა ხარ?

გარდა ფულისა, ადამიანს ხო ხანდახან სხვა ვტარასტიპენნი აზრებიც მოსდის, ნაპრიმერ სულის საზრდოვანობა და რამე.

ჰოდა, მეც მინდა რო ჩემი პუჭურა ღვარწლი შავიტანო ჩვენი კულტურნი გამდიდრობაში, რის გამოც დედიჩვენის ენაზე ავამეტყ… დაიცა, მარცხი რამე არ მამივიდეს, კაროჩე, გავაჟღერანე ალიკ სეროჟიჩ ზარბაზანიანი.

გურამა – ეგ ვინ ოხერია?

რუბიკა – ალეკსანდრ სერგევიჩ პუშკინი, ელი. დაიცა, რატომ ვერ გაგე, ნეუჟელი ეგეთი ცუდი თარგამია?

გურამა – მერე, შე ჩურჩუტო, თუ თარგმნი, ლექსი უნდა თარგმნო, თვარა გვარ–სახელის თარგმნა ვიღას გოუგია?

რუბენა – ვის გოუგია და მე გოუგია. აი, კაკრაზ შენისთანა კანსერვატორები არიან, რომლებიც რო ატორმუზებენ კაცობრიობის განვითარებრიობის ნაყოფიერებრიობის დინამიურობრიობის… ვობშემ, როგორც არის.

გურამა – ესე იგი, როგორც მე გევიგე, პუშკინი გაქ თარგმნილი ქართულად, ხომე? გვაჩვინე ერთი რა მოაიმასქენი მაგ შენი გაჭივრებული ტვინით.

რუბიკა – რეშოტკების უკან ვზივარ, ბნელ, ნესტიან კამერაში, მთლად ჯეელი არწივი ვარ, გამოზრდილი ტყვეობაში… შენ დაუკაა! აბა ტაშიი! დუმპ ტილაგომ, ტაგლი ტაგო…

ეგ ბოლოში მე დავამატე, თორე, ხო იცი რო ეხლა კლასიკას უჭირს. მაგიტომ, ახალი პადხოდებია საჭირო, რო ხალხამდე ეგ მიიტანო. პაპულარიზაცია, ელი. დაიცა, რას იცინი? ეგ ხო ტრაგიკული ლექსია. თუმცა, თქვენგან რა მიკვირს, მაგაზე უარესზეც არ იცინით, რო.

იმ დღეს რო იძახდი – ბაგრამიანი ცხენს რას შეწვდებოდა, ალბათ ვირზე იჯდაო, – და სიცილით კვდებოდი. არა, რა გაცინებდა, ეგრეც რო ყოფილიყო, ცოდო არ იყო?

გურამა – ვაიიჰ! უიიჰ, დედაია! შენ შეგაჩვენებს გამჩენი. კიღამ სული არ შემეხუთა. მეიცა, შენ ისე ხარ გატრუნული, კიდე გექნება რაცხა. აქიდან იქით ნათარგმნი თუ გაქ რამე?

რუბიკა – კი, ვეფხისტყავსანი. შენ კი იძახი – მაგას თავი განებეო, მაგრამ ერთი რამე ვერა ხვდები. რუსეთში, კაკ მინიმუმ, დვუხმილიონნი ჩვენი დიასპორა გვიზის. ეგენი კიდე ბალმონტის პერევოდში ვერაფერი იგებენ.

მაგიტომაც საჭიროვანია, რო ჩვენებური რუსულით მივუთარგმნოთ, ელი.

აბა უსმინე: ეტატ სკაზ, ვაბშე პერსიდსკი, ვ გრუზინსკომ პერესკაზანი, კაკ ჟემჩუჟინა სიროტა, რუკამი სბერეგატელნი, სელ ია ი ვ სტიხახ ვილაჟილ, ტრუდ მოი ბილ სამნივატელნი…

ჰა, როგორია?

გურამა – რავარც შენი შეკერილი ტუფლი.

რუბიკა – გრან მერსი, მონ შერ ამი, მერ ჯიგარ ტღა გურამი, გენაცვალოს რუბიკამ, რომ გამიგე მუღამი.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: