RSS

რუბიკონი – თხა თხაზე ნაქნები…

16 Jul

რუბიკა – გურამ, გადავწყვიტე ჩემი ლექსების ანთოლოგია გამოვსცე. როგორც იტყვიან – თხა თხაზე ნაქნები მგელი შაშჭამოსო…
გურამა – რაის ანთოლოგია?
რუბიკა – აი, როცა პოეტნერა თავისი სტიხები უშვებენ, წიგნზე არქვამენ – ანთოლოგია. ლოგოს ხო პა გრეჩესკი სიტყვასა ჰქვიან. ანთო კიდე, სამ ზნაეშ… მითომ ანთობილია, რო ხალხის გულები გაანათოს, რაღა.
გურამა – ესე იგი, შენი ნაღძობი ჭკუით, შენი და ბარათაშვილის ლექსები ერთნაირად ანათებს?
რუბიკა – მა რა დავარქო, ჩაქროლოგია? ჯერ იქნებ ერთი ნახო, რა მაგარი პოემა ვსწერამ:
ნეტავ რომელმან შაჰქმნა სამყარო, გვაქს უთვალამი რაც რომ ფერისა,
თანაც ზეგ ამ დროს არც მისუნითა, ყვნა ვაბშეე ზეცით მონამ ბერისა…
გურამა – რაც არ უნდა ჩახლართო, ვეფხისტყაოსანს მაინც ამევიცნობ. შენ კიდე პლაგიატობას დაანებე თავი.
რუბიკა – მითომ რათა, ცუდად ჟღერამს – რუბენ პლაგიატი! პაჩტი როგორც დეპუტატი…
გურამა – მერე? სხვისი შედევრის მითვისება კარგია?
რუბიკა – შედევრი, თორე ვმალამ. რაც მეტი ვინმე გამეორებს, მით უფრო კარგი არ იქნება? თანაც, თითონაც ხო იძახის – ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანევი, დავჯე, რო ლექსად ვარდაქნემ, საქმე ვქნემ საჭ..მაჭუნები…
გურამა – ფუჰ, შენი! ნუ შემაძულე მაგ წიგნი. სხვა ვერაფერი ნახე? წადი და, თუ კაია, თუმანიანის “ანუში” იმასქენი.
რუბიკა – რა პრაბლემაა.
ანუშ, შენი თვალები, მაყვალოვნი შავია, რაზე არ გებრალები, სარო დამნაშავია?
ყველაფერში ვინავატი დედიშენის თავია, ორ ტრედს შუა ჩაკვეტული ერთი ვრედნი ყვავია.
გურამა – ეე, ხო ხედავ, რო ეგ უკვეთესად გამოგდის. აქეთ აღარასფერს მიეკარო, თვარა ისე გაგლექსავ, ლუსიკამ ვერ გიცნოს.
რუბიკა – აი ჩემი გლავნი დარდიც ეგ იყოს. ისე, ეგ შენი ჰარიფი პოეტები კარგა შაინახე, მე პუშკინიც მეყოფა.
უ ლუკამორე დუბ ზელონი, ზლატაია ცეპ ნა დუბე ტომ,
სნიმატ ხატელ, ნო ტაკოი წიჟოლი, დავაი უნისიომ ვ დვაიომ…
გინდაც ფეტი აიღე: ია პრიშოლ კ ტებე ს პრივეტომ, რასსკაზატ ჩტო სოლნცე ვსტალა, ეს კუბოი თაღემ, როზა–ჯან, ზაჩემ ვ შკოლუ აპაზდალა?
გინდაც ესენინი: შაგანე ტი მაია, შაგანე, მოი, დამიჯექი აქანე…
აი, ხედამ? სხვა ენაზეც ლექსები იწერება. პა უკრაინსკიც გინდა? დივლუს ია ნა ნებო და დუმკუ გადაიუ, კაკ ნა ფაიტონე როზუ პრაკატაიუ.
სომხურიც გინდა? ჰენც ზანგი ტალისა, მერ გურამა გალისა.
გურამა – რაიო, გურამა რაო?
რუბიკა – აბა მე მაგდენი სომხური სად ვიცი, უჟე ორმოცი წელია ქართულადა ვბაზრობ.
გურამა – თავს ნუ იკატუნებ! შენ არ იყავი, ერევნელ ტურისტ გოგოებს რო ელაზღანდარებოდი ამწინებზე ქობულეთში.
რუბიკა – იი! შენ რო რუსის ტურისტკებს ელე–ზღანდარ–უნებდი, მითომ რა, რუსული იცი? სიყვარულის ენა განა პირშია. შიგ გულიდან ტელეპატნი ბუკვებით რაპრაკობს და მაგიტომ ყველა იგებს, ელი.
აი, თუ გინდა ეგ ზანგის ტურისტკა რო მოდის, ქართულად ვუთხრამ და ყველაფერიც გაგებს.
მადამ! ერთი აქეთ მოდი, ამ ბუტკაში ჩემ წინ დაგსო, მერე კარო ჩავკეტო და დეკოლტეშიც ცხვირი ჩავდო…
ქალი – იი! წადი და ეგ ბანჯგვლიანი ცხვირი ლუსიკას დეკოლტეში ჩადე, შენ ჩათლახო, შენა!
რუბიკა – ვაი! ჩემი სიდედრი ქობულეთიდან დაბრუნებულა…

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: