RSS

დავით სოსლანი

14 Jul

ახლახანს შესრულდა 800 წელი დავით სოსლანის გარდაცვალებიდან

დავით სოსლანი საქართველოს ოქროს ხანის ერთ–ერთი სიმბოლოა და მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთობით.

სწორედ ეს აშინებს ჩვენს საერთო მტერს და ჯერჯერობით ახერხებს კიდეც თავისას.

თუმცა, ულევი რესურსი არც ამ სიგლახეს აქვს და ჩვენც ჩვენი საკეთებელი რომ უნდა ვაკეთოთ, ესეც ცხადია.

ჰოდა, იქნებ დროა, რომ საქართველომ ამ თარიღის აღსანიშნავად ძეგლი დაუდგას თავის საამაყო სარდალს.

მე ამგვარად წარმომიდგენია ეს ამბავი:

– საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, თუნდაც სიმბოლური წვლილი შეიტანონ მონუმენტის დაფინანსებაში, რათა პროექტმა საერთო–სახალხო მასშტაბი შეიძინოს.

შესაძლოა ეს იყოს სატელევიზიო საკონცერტო მარათონი თანხის სატელეფონო გადარიცხვით, ან უშუალოდ მონუმენტისთვის ფერადი ლითონის შეგროვება.

– ძეგლის აგებას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი კამპანია, ანუ მომზადეს გამოფენები, სპექტაკლები, კონკურსები, სამეცნიერო სიმპოზიუმი თუ სემინარი, სასკოლო ღონისძიებები და ა.შ.

– ალბათ ასევე უნდა შეირჩეს სკოლა, ქუჩა, სკვერი თუ მოედანი, რომელსაც მიენიჭება დიდი მხედართმთავრის სახელი.

ჰო, და…
ერთხელაც ეს ჩემი ნაფიქრალი და ხედვა გავუზიარე ჩემს მეგობარს, თეიმურაზ მურვანიძეს, რომელიც იმდენად დაიმუხტა, რომ იქვე დაიწყო სკულპტურის კონცეფციის განვითარება.

ხოლო სულ მალე ამ ამბიდან მიხმო გია ჯაფარიძის სახელოსნოში, სადაც ჩვენი დროის ამ ორმა დიდმა ხელოვანმა დამახვედრა საოცარი, სწორედ მათი ნიჭის საკადრისი სკულპტურული კომპოზიცია.

ახლა კი მთელი ეს ამბავი თქვენს სამსჯავროზეა.

ჩემი მხრივ ერთს დავძენ მხოლოდ – დავით სოსლანი ოსი და ქართველი ხალხის საერთო სიამაყეა და მას შეუძლია კიდევ ერთი დიდი სამსახური გაუწიოს ჩვენს ურთიერთობებსა და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებას.

სოსლანი

სოსლანი 2

 
4 Comments

Posted by on July 14, 2009 in საზრისი

 

ტეგები: , , ,

4 responses to “დავით სოსლანი

  1. endi

    August 29, 2009 at 1:41 am

    shesanishnivia!!!!
    xolo Tu es idea saqmed iqca, mashin kidev uketesi!!!

     
  2. snicy

    April 22, 2010 at 2:17 pm

    შესანიშნავია

     
  3. ხოგაის მინდი

    April 25, 2010 at 11:41 am

    გენიალური იდეაა !

     
  4. ქეთევან ჩიკაშუა

    October 29, 2012 at 3:50 pm

    დიდებული იდეაა!…ნეტა რა შეიძლება გაკეთდეს ამ იდეის ხორცშესასხმელად?

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: