RSS

ძველეგვიპტურ ღვთაებათა ანარეკლი ქართულში

07 Jul

ერთი ვერსიის თანახმად სამყაროს შეიქმნა ცოლ-ქმრად წარმოდგენილ ღვთაებათა ოთხი წყვილის მიერ თავდაპირველი ქაოსიდან.

ამ ღვთაებათა ჯგუფს ოგდოდი ჰქვია და ისინი არიან პირველსაწყისი ქმნილებანი.

მამრი ღვთაებანი გამოისახებიან ბაყაყის თავით მამაკაცის სხეულზე, ხოლო მდედრები – გველის თავით ქალის სხეულზე.
ამ ღვთაებებს თაყვანს სცემდნენ ჰერმოპოლისში.

ღვთაება რა მათ მიერ შექმნილ ტურტლის (მეჰტურტ) გორაში იშვა.

ჰუჰი და ჰუჰეთი უსასრულობის გამგებელნი არიან, ნუნი და ნუნეთი – პირველსაწყის წყალთა, ამუნი და ამუნეთი – დაფარულთა (უხილავთა), კუკი და კუკეთი კი წყვდიადისა.

თუმც ამავე დროს, კუკი (კეკი) და კუკეთი სინათლის შექმნაშიც მონაწილეობდნენ. კუკი, როგორც ღამის ღვთაება, სინათლის მომტანად ითვლებოდა, რაც შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ იგი განაგებდა ღამის მდინარებას და მზის მშობელ ბინდბუნდს.

რას ეძღვნება ჩვენებური როკვა ფარცაკუკუ (კუკილით ხლტომა – საბა). რატომ უნდა ეძახდეს ქართველი წყვდიადს – კუკუნეთსა და კუკუნახს, ხოლო თამაშს – კუკუდამალობანას (კუკუმალულობია).

გავიხსენოთ აგრეთვე თამაში – კეკე, კეკე, მალულა და წარმოვიდგინოთ, რა დროიდან მოდის ჩვენამდე ლექსი:

კეკე, კეკე, მალულა ტყიდან გამოპარულა, დაიჭირა ღამურა, შეწვა, შეახრამუნა.

კუკუნეტი ჩუქჩების ენაზე ჰქვია ბალახს, რომელიც პირველი არღვევს წყვდიადს და მზისკენ მიისწრაფის. ამ ბალახს ჩუქჩის ქალები აგროვებენ, პროცესს კი კაცები უთვალთვალებენ და თავისთვის სასურველ ქალს არჩევენ.

კუკუნა ჰავაიურად მზის სხივია.

კუკუნეთი – უკუნეთი – უკანასკნელი,

კუკი – რაღაცგვარ თოჯინას ქვია, ერთი ახსნით საფრთხობელასაც. იქნებ ეს კუკ-ღვთაების შესახედაობიდან გადმოდის.

ღვთაება შუ ცასა და მიწას შუა შრეა. გარდა ამისა, მისი ერთერთი სახეა შუქი (შეადარე შუმერულ ლილს, რომელიც ერთდროულად შუაშრეა და მასში მოძრავი მზეც და აქვე გაიხსენე სვანური ლილე). ეს ცოდნა გვაფიქრებინებს, რომ იმ დროს გააზრებული ჰქონდათ ატმოსფეროს მიერ სინათლის გარდატეხა და გაფანტვა.
შუ – შუა, შუქი
შუ ბასკურად ცეცხლია

მთვარის მამრი ღვთაება იშვიათია. თოთი ერთი ამათგანია. მან მთვარის ღვთაება ხნუმი (ხმუნი) დაამარცხა და მთვარის შუქის გამოყენებით დღეები დააწესა(?)
თოთი – თუთა (მეგრ. მთვარე)

ნილოსის ყოველწლიურ მოდიდებას ღვთაება ჰაპი განაგებდა.
ჰაპი – ხაპი – ხაპვა

დედაღვთაება მუტი კომენტარსაც არ საჭიროებს.
.

 
5 Comments

Posted by on July 7, 2009 in ეთნოლოგია

 

ტეგები: , ,

5 responses to “ძველეგვიპტურ ღვთაებათა ანარეკლი ქართულში

  1. ფორრესტერმცლეოდ

    July 20, 2009 at 6:49 pm

    წორდს ა პაინტინგ სოფტ
    დანცინგ ლეტტერ ლიკე ტო ლაუგჰ
    ას ტჰეყ ჰიდე სეცრეტს

    Hავე ა Gრეატ Oნე!

     
  2. მარი

    October 28, 2009 at 7:04 pm

    მაგარიააააა

     
  3. მედეა

    November 22, 2009 at 12:18 pm

    დზალიან მაგარია

     
  4. ელდორადო

    July 6, 2010 at 8:00 am

    ზალიან მომწონს და მაინტერესებს ზველი მიტები .განსაკუტრებითსჰუმერული.ზველეგვიპტური .

     
  5. ცისანა ზიზიკორე

    February 4, 2011 at 11:00 am

    მადლობა კობა .ძალიან კარგია .მომავალმა თაობამ წაიკითხოს მაინც

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: