RSS

რუბიკონი – პირვლად იყო ფული

05 Jul

“ფულები არის ჩვენი გამხარებელი!”
მაკარ ტყვილ–კოტრიანცი

რუბიკა (თავისთვის) – არა, ვიღაც პერეპისჩიკი ბიბლის გადაწერაში სპეციალნა დიდი აშიბკა ქნა. მანდ რო წერია, რო პირვლად იყო სიტყვა, მანდ ეწერა, რო ვაბშე პირვლად იყო ფული. თითონ ნახე, მა ბეზ განარარა ეგ სიტყვა ვინ მუქთად დაწერამდა?

აი, ვინც ეგ ფული პირველმა მოიგონა, განა ეგ კაცი მუზეუმში არ უნდა იდოს? მაგრამ უმადური ხალხი მარტო ნაპალიონი და ეგეთი დარმაედები იხსომებენ.

გურამა – არა, ბიჭო და მევახშეებს და ბარიგებს დევინახსოვრებ. საქმე არ მაქ მეტი. ან ეგ ფული რაღა მოსაგონი იყო, მე მართლა მაგის მამგონის…

რუბიკა – არ გინდა! მე შამაგინე, მაგას არა! უფლება არა გაძლევ ჩემი წმინდა რამეები მაგ შენი მყრალი ენით გასვარო.

გურამა – რა არის ბიჭო წმინდა? ხელის ჭუჭყი ქვია მაგას.

რუბიკა – ვაი, მაგ ჭუჭყში ყელამდე ვზიოდე და მეტი არც რამე ვინატრებ.
შენ ყველაფერი იოლი გგონია. მაგას იცი რა პატარა ბავშივით მოვლა სჭირდება? შენ დაუკააა:

ჩვენი ხალხი, როგორც წესი, კაპიკ–კაპიკ აგროვს ფული,
გინდა შამოდგომი იყოს, გინდაც კიდე გაზაფხული,
ხანდახანაც მაგის დათვლა არის დიდი სიხარული,
მაგრამ, როცა დაგროვდება, მაშინ მალვაც არის რთული,
ხო ინფარქტი მოგივიდა, ეგ რო ნახო მოპარული,
ანდაც თუნდაც ცოლისაგან საკაბეში დახარჯული,
რა ვქნათ, ბედმა ეგ გვარგუნა, ეგეთია ჩვენი რჯული,
ფულის ფლანგვა ვინ გაიგო, ფული ფულობს შანახული,
ბოლოს ხვდები, რო თანდათან ხდები მაგის ყარაული,
მთელი ღამე, ქურდის შიშით აღარ მოდის თვალზე რული,
ბანკაში რო აღარ ჩადის, შიშით რამის გულის მანკი,
მაგისათვის ყიურებმა მოიგონეს ფულის ბანკი,
სპეციალნი სახლი არის, სულ რკინისგან, როგორც ტანკი,
კრუგავოი ნიკელებში, ვერსად ნახამ გრამი ჟანგი,
ეხლა იქეთ გვეძახიან – ნუ ინახამთ ფული სახში,
დეპოზიტზე შაინახე, რო მოიგო დიდი ვახში,
ფულმა ფული რო მოიგოს, მოდი ჩადე ამ ჩემს ბანკში,
თორე, თუკი გაგიბონდა, შაიყარე მერე ტრაკში.
მანეთებო – შრიალებო, მონეტებო – წკრიალებო,
ხან წითელო, ხანაც მწვანო, ჰამაც პროსტა პრიალებო,
თქვენი თავი დიდი სუმკით ზურგზე მედოს გინდაც ტონა,
თუ სირბილით არ წაგიღოთ, მოკვდეს თქვენი რუბიკონა, ა–ვო–იეეე!
.

 

ტეგები: , ,

One response to “რუბიკონი – პირვლად იყო ფული

  1. tamuna

    September 22, 2009 at 7:32 pm

    მაგათი გონება ფულზეა მხოლოდ აწყობილი.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: