RSS

ჩემს თაობას

28 Jun

 
წისქვილის ქვა დასცვეთია თავზე ჩემს თაობას, ჯოჯოხეთში ნაგვემს, თუმცა ზოგი, ჩემი ცოდვით სავსე, იმ დროს ნატრობს, მისტირის და აქებს.

ნუ იფარებთ დოგმებსა და წესებს, ეს დროება ვეღარაფერს გვავნებს მოწრიალეს პაწაწინა წრეზე ნაცრისფერი კარუსელის მგზავრებს.

უცნაური ბედისწერით დაღლილს სული მგლის გვაქვს, მიხვრა-მოხვრა ძაღლის. იქნებ დროა, ნაშიერი ჩვენი, უკეთესი ხედვა რომ აქვს ახლის, წინ გავიგდოთ და მივსდიოთ კვალში, სიცოცხლესთან რომ არ დავრჩეთ ვალში.
და ამგვარად ჩვენც გავტეხოთ ნავსი, ავიქლითოთ უძრაობის ხავსი,

ჯერ კი, ვაზის მონაჟურით სავსე, ეს ჯიხვის რქა შევიგრიხოთ მკლავზე…

.

 
2 Comments

Posted by on June 28, 2009 in ლექსები

 

ტეგები: , ,

2 responses to “ჩემს თაობას

  1. ელდორადო

    July 6, 2010 at 9:27 am

    ძნელია სიტყვები გეყოს ამისთვის ადამიანს.შესანიშნავია.

     
  2. ნატალია ქადაგიძე

    August 25, 2010 at 9:11 pm

    “ჯერ კი, ვაზის მონაჟურით სავსე, ეს ჯიხვის რქა შევიგრიხოთ მკლავზე…” და კიდევ – “ავიქლითოთ უძრაობის ხავსი” – შესანიშნავია!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: