RSS

რუბიკონი – როგორ მოვიპოვოთ "ახტამარი"

24 Jun

რუბიკა – ისე, ჩემო გურამ, მე რო ხანდახან რამეები ვიძახი, შენ ხო არა გწყენს?

გურამა – მე მწყენს შაქრიანი ღვინო და ძაან ცხიმიანი კერძი.

რუბიკა – ჰოდა, თუ არა გწყენს, მაშინ გეტყვი, რო ძალიან კარგები ხართ ვრაცები, სხვებს კიდე თქვენ გვირჩევნიხართ, მაგრამ ჩვენთან როგორ თქვენ მოხვალთ, როცა რო იუნესკოს ამბავში და რამე ჩვენ ვართ ვტარაია ნაცია ვ მირე.

გურამა – პირველი ვინღაა, სან–ფრანცისკო?

რუბიკა – არა, ეგ წყალებშია პირველი, ნაციებში კიდე – ფრანცია.

გურამა – რა ფრანცია! თუ ფრანცია პირველია და თქვენ მეორე, ესე იგი ჩვენ მესამეზე ჩამოგვახოხეთ ხომ?

რუბიკა – მაპატიე, მაგრამ მე ძმაკაცს ტყუილი ვერ ვეტყვი, გინდაც პრიატნი. ხო გაგიგია – მოყვარეს პირში უძრახეო.

ჰოდა, თუ მოყვარე ხარ, მეც ვინუჟდენი ვარ, რო შენი პირში ვძრახო, ელი. მეორე და მესამე ადგილები უჟე ზანიატია, ანგლია და იტალია.

გურამა – გასა–გებიაა! ისე, ფრანციის პირველობას რატომ აღიარებ?

რუბიკა – ვაჰ! მაგათ იცი რა მაგარი ვინმეები ჰყამთ? აზნავური, ლეგრანი, ტრუაია, როზი არმენი, სილვა ვართანი, ჟილბერ ბეკო…

გურამა – კი, მარა ეგენი ყველანი სომხები არ არიან? თან ფანტომასიც გამოგრჩა.

რუბიკა – იი! ეგ რო მე მეთქვა, ხო ერთი ჰამბავი ატეხამდი. თანაც, მარტო ხალხი ხო არ არი, მაგათ კიდე ვერსალი აქვთ…

გურამა – ეჩმიაძინი რითია ნაკლები?

რუბიკა – ლუვრიც აქვთ…

გურამა – ერთბაშად მატენადარანს არ შეედაროს.

რუბიკა – ეიფელოვი ბაშნი…

გურამა – არარატი მაგაზე ოცჯერ მაღალი მაინც იქნება.

რუბიკა – კარგი რა ძმაოჯან, არ გვინდა ეგ პირველობა, ზედმეტი შარია ელი. ნაპრასნა კი არა თქმულა, რო ზომიერობას არაფერი სჯობნის.

შენ კიდე, თუ დალევა გინდა, პირდაპირ უთხარი, თორე ეხლა იმასაც იტყვი, რო ყველაზე მაგარი ტუფლები მე ვკერამ.

გურამა – არ ვიტყვი, თუ გინდა, მარა ფაქტს სად გეექცევი?

რუბიკა – აჰა, სუ ერთი ბოთლი “ახტამარი” დამრჩა. აიღე და შაქრად შაგარგოს. მე რო ჩემთითონ დამელია, ეგეთი სლადკი რამეები ხო მაინც ვერ ვიტყოდი.

არა, ხო ვიცი, რა აფერისტიცა ხარ, მაგრამ ამ გულს ვერ გავაგებინე ეგა. რო გისმინებ, მაინც ცრემლი მამდის, შენ ოხერო.

გურამა – სუჯუხიც ქე გექნება მანა სადმე, მსოფლიოში საუკეთესო კალბასი…

რუბიკა – აჰა…
.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: