RSS

რუბიკონი – შავი ოქრო

23 Jun

რუბიკა – გურამ, ერთი ეგ უთხარი, ეს ანტიჩნი ისტორიანები რო სწერამენ, მითომ ქართველები ჰქონდათ ზალატოი რუნო, შენა გჯერა ეგ ამბავი?

სომეხებზე რო ეწეროს, უფრო ლაგიჩნი არ იქნებოდა? სად თქვენა და სად ფული, ტო.

ვრაცი რო ხანდახან, სლუჩაინა, ბევრი ფული იშოვნებს, რესტორანში ვაზაში მაგებზე ცეცხლი უკიდებს და მაგის შუქზე თვრალი ტანცაობს.

აი ეგეთი საქციელისთვინ ღმერთი თქვენ რუნო მოგცემდათ?

გურამა – შენ მაგ საწმისის ამბავი ვერ გაგიგია კარგად, ჩემო რუბიკა. ჩვენ ხომ მაგ ოქროს საწმისში სომეხი გვყავს ნაგულისხმები.

აბა, თვითონ იანგარიშე – მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ჩვენი ეკონომიკა თქვენზე არ იყო დამოკიდებული? ამ ქვეყანაში ვინცხამ ხო უნდა იჩალიჩოს, რო ჩემი ცხოვრება შემსუბუქდეს. რა ვქნა მეც, ნიჭიერი ვარ, მაგრამ…

რუბიკა – ზარმაცი! ჰო, აბა რა მეთქმის. რაც მართალია, მართალია. ოქროს ლოგიკაა.

გურამა – ჰოდა, შენ ხარ ჩემი ოქროს ცხვარი. აპა მეტი რა სიკეთე მაქვს შენგან. რომელი ნაომი კემპბელი შენ მყავხარ, რო შენი ცქერით დავატკბო თვალი. ისე, შავი ქე ხარ მასავით…

რუბიკა – ოქროსი როგორღა ვარ, როცა პასტაიანა შავი მეძახი?

გურამა – მერე? შავი ოქრო არ გაგიგონია შენე?

რუბიკა (ცხვირში) – ვაა.

გურამა – რა ვაა?

რუბიკა – არა ხუმრომ?

გურამა – რა არის აქ სახუმარო?

რუბიკა (ცხვირში) – ვაა. მაგას კოტიკას თანდასწრებითაც იტყვი?

გურამა – გააჩნია რას იკისრებ.

რუბიკა – ერთი კაი ქაბაბი, თავის რამე–რუმებით…

გურამა – უუჰ… ეგ რა მკადრე! ერთ პორცია ქაბაბზე გავყიდო სამშობლოს ისტორია?

რუბიკა – რა გაყიდო, სად გაყიდო, ვის მიყიდო, თორე კი.

მეც ეხლა ეგ ამბავი ავიღებ და სან–ფრანცისკოში წავდივარ, რაღა. რო მოვკვდები, ისევ აქ, ხოჯევანქზე არ უნდა ჩამდოთ?

გურამა – აჰ! მაგ დროს საღა იქნება სასაფლაოები. ხალხი ისე კურდღელივით მრავლდება, რო მალე ჩასაცუცქი ალაგი სანატრელი გახდება და ხალხი ზეზეულა გავა კუჭში.

რუბიკა – მა რას მიზამენ, ჩემგან სუჯუხი გააკეთამენ?

გურამა – აპა, ბიჭო. სუჯუხი არა, სალიამი. სივიწროვე კი იქნება, მარა მასთე კი არ წახდება საქმე. ვის რათ უნდა შენი შავი ხორცი, მაგ დროს, სულო და გულო, იმდონნაირი პლასტმასის კალბასი იქნება გამოგონილი.

შენ კიდო კრემატორიუმში გიკრავენ თავს. შეგასრიალებენ შიგნით და გამოხვალ უკან ერთი მუჭი.

რუბიკა – იი! მაშინ ეხლავე მამკალი, ელი. პაპიროსის ბოლივით ცაში უნდა წავიდე? ძირს კიდე ერთი სამსე პეპელნიცა?

არა, მაგასა შჯობიან საზოგადოებრივი მოძრაობა შავქმნა – “კრემატორიუმის მორატორიუმის… პლანეტარიუმი”. ჩვენი ლოზუნგი იქნება –

როცა მოვკვდე, ნუ შამბრაწამთ,
მირჩევნიან ვიყო უმი,
გურამასთვინ შაინახეთ
თქვენი კრემატორიუმი!

ვა! ნახე რა კარგი რამე მოვიგონე. კასმიჩესკი კლადბიშა. ჩაგდებენ სპეციალნი გრობში და გიშვებენ კოსმოსში. იქაც ხო შეიძლება ვინმე რაზვიტი ცივილიზაციამ გიპოვნოს და თავიდან გაგაცოცხლოს, ელი.

გურამა – იფშუ! მერე ხო უნდა ეგონოთ, რო აქ ყველა შენნაირია და პირდაპირ დაგვარტყან ერთი დიდი ატომური ლაზერი.

არა, ძმაო, მაგას მირჩევნია ცოტა ჩემ საფლავში ჩევიჩოჩო და შენც იქ ჩაგაკვეხო სადმე.

რუბიკა – რო იმ ქვეყანასაც არ მამასვენო არა? მაგას მირჩევნიან ჩემი სკილეტი ჩემი სკოლის ანატომნი კაბინეტზე ვაჩუქო. ბავშების განათლებლობას მაინც სარგებელი მივცემ.

გურამა – ვაა–ხა–ხა–ხა! შენ ჩონჩხს ზოოლოგიის კაბინეტი თუ ეიღებს, თვარა ანატომიისას რაში გამოადგება…

რუბიკა – მაშინ… მაშინ არ მოვკვდები…
.

 

ტეგები: , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: