RSS

რუბიკონი – ბაქტრიანი

21 Jun

გურამა – ბიჭო, ეგ თქვენი არამა რაცხა უცხო აქცენტით მელაპარიკა და სიდოურია თუ იცი?

რუბიკა – ვაჰ! საღოლ. შენა გქონია ხაჩატურიანის სლუხი.

საქმე მაგაშია, რო არამა დიდი ხანი არაბისტანში მუშაობდა, როგორც საბჭოთა გუმანიტარნი დახმარობა, და ეგ აქცენტიც მანდ აიკიდა.

გურამა – ჩამოლაპარიკებით ინჟინერს არ გავს და რა მოხელე–ნაჩალნიკია?

რუბიკა – ზუბნოი ტეხნიკ, ელი. ეგ არაბები ხო ვასნავნომ ფინიკი თოხლამენ და ყველას ეგეთი კარიესი აქთ, როგორც ჩვენ იჟოგა.

ჰოდა არამაც მანდ თავის შნორიკასთან ერთად ჩავიდა.

არაბები კიდე, ტრაპზე რო არ დაინახეს, ეგრევე თავის კრივოი ენაზე დაიყვირეს – აი, მამა–ჯან – და ასვალტზე თავები არტყამენ.

ეხლა თურმე რატო ეგა შვრებიან.

საქმე მაგაშია, რო ეგენი ეგრე აქლემზე ლოცვილობენ, როგორც რო ჩვენ ფულზე.

ოღონდ ფული ხო იმდენნაირია, რამდენიც გინდა და მაგიტომ, სადაც გინდა, იქ ილოცე.

აი, აქლემი კიდე ვაბშე სულ ორნაირი სერბობს. ადნაკუზნი და დვაკუზნი, ანუ ცალკუზანოვი და ორკუზანოვი.

ჰოდა, ეგ არაბები რო ნახეს, არამა ტრაპიდან რამხელაზე გადააფურთხა, ფიქრობენ რო ეგ არის აქლემნი ბაჟესტვო და მაგიტომ ეგეთი გამოთაყვანი სცეს.

ადნაკუზნი აქლემს უჟე მეცნიერებისგან სახელი ჰქონდა – დრომადერი.

აი, ორკუზანოვს კიდე არამას საპატივსაცემოდ ბაქტრიანი რქვია.
.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: