RSS

რუბიკონი – ხაზეინის ბასეინი

20 Jun

გურამა – უხ, რუბიკ, რა ვიქეიფეთ გუშინ ბიჭებმა ბეთანიაში. რა ადგილია, რო იცოდე. გახვალ თუ არა, აქვე, ქალაქის ყურისძირში, პატარა სამოთხეში მოხვდები.

ვარდკესა (კლიენტი) – იი! მე მეგონა მარტო მე…

გურამა – რა მარტო შენ, ვაბშე ვინ ხარ და რა შუაში ხარ?

ვარდკესა – ეხლა შენ თითონ არ უთხარი, რო მანდ ყურისძირში სამი–ოთხი მოგხვდება? მე კიდე მეგონა, მარტო მე მამხვდა. ნეუჟელი მანდ წესია ეგეთი?

გურამა – ოოო, გააჩნია რას მიჰქარავ.

ვარდკესა – იი! სიმართლისთვინ დასაჯვა რა წესია. რო მბობენ, რო მართლის მთქომი ცხენი დაქოქილი უნდა ედგას, ეგრე ყოფილა.

მე და სერიკა ჯაზოიანი მანდ ხაზეინის დაჩის სტროიკაზე ვმუშაობდით.
მაგდენი საქმე იყო, რო ღამე ტუფლის გახდა ვერ ვასწრებდით, ეგრე გვეძინებოდა. ბოლოს პრარაბი გივია ბარაკიდან გაგვაგდა და უთხრა – სინამ ნასკი არ გარეცხამთ, აქ არა გნახოთ.

ჩვენც წავედით და ეგ ნასკები იქვე რეჩკაში ჩავდეთ.

მაგ დროს კიდე კუსტებიდან პრიროდაზაშიტნიკების მთელი კოდლა გამოვარდა და – ეგაო თქვენაო სპეციალნა შვრებითო, რო თევზი მაიწამლოსო, თქვენ დედა ბუნების მტერებო, აბა, ეხლავე იმღერეთ “ტყეებს ნუ კაფებ ძმობილო, კანებს მოგვაჭამს გალიაო” და რამე.

მერე თითონ შარიანი ზაკაზჩიკიც მოვიდა, ბონდო ილიჩი.

ჯერ ბასეინი რო ნახა, სერიკა ეგრევე შიგ გადაგდო, კრუშკა წყლის ჩასხმაც არ დააცადა, ელი.

მერე, ჩემგან კეთვილი სანტეხნიკა რო ნახა, სულ გამკეთებლის ხელებზე ეგა ვქენიო – იძახდა.

მეთქი – თუ ჩემი ხელები მაგ ფირმა უნიტაზს გირჩევნია, რა მეთქმის, ა ვკუსახ ნე სპორიატ.

ეგაც უთხრა – ეხლა ზემოთ წამოდი, გემოვნების უროკი იქ ჩაგიტარებო.
მაგის მერე სპალნაში ავიდა და იქაც სერიკასგან გაჯით ლესვილობა არ მეეწონა.

მოტრიალდა და მე მკითხებს – კარგი, ამაზე რაღას იტყვი?

მეც ჩესნად უთხარი – კარგა უნდა გაგაჯვა, ელი.

მაგის მერე ცოტა ხანს ვიფრინე.

როცა ჩემი თავი გაზონში ვნახე, მეთქი ვარდკეს, აბა ეხლა შუსტრად აქედან ბაყაყური მოუსვი, სინამ კრიშაც არა ნახა, თორე ფრენა მერე ნახე…

გზაზე კიდე ვიღაც მუტრუკი იდგა და მთელი ჩემი ჯამაგირი თავის ჯიბეში დადო.

რუბიკა – ვაა! მთელი თვის ნაოფლარები წაგართვა, ტო?

ვარდკესა – არა, დედის მაგისამ, ნებით მივცემდი.

რუბიკა – ვაჰ! ხედამ შენა? გესმის გურამ, რა უსამართლობა ტრიალებს.

არა, იმ საწყალ სერიკას რო რამე მოსვლოდა?

გურამა (ზმორებით) – სერიკა არა, სირიკა…

რუბიკა – დაიცა კაცო, სუხოი ბასეინში ხტომა ვის გაუგია. ვდრუგ იქ რამე არმატურა იყოს…

გურამა – არმატურა არა სირმატურა… (ამთქნარებს)

რუბიკა – შენ ფიქრობ, რო წყალი ჯერ მაგიტომ არ სხვოდა, რო კოროზია არ იყოს?

გურამა – კოროზია არა, სიროზია…

რუბიკა – რა მყრალი რამეები იძახი, წადი პეროჟნი ჭამე, პირი დაიტკბე.

გურამა – პეროჟნი არა, სიროჟნი… ( კიდე ამთქნარებს)

რუბიკა – აგე, მანდვე, მარკეტში…

გურამა – მარკეტი არა, სირკეტი… (კიდე ამთქნარებს)

რუბიკა – ეე, დაიცა რა, თუ მოყვასი არ გეყვასება, ეგრე მარტო დარჩები, როგორც მეფე ლირი.

გურამა – ლირი არა, სირი. ნამეტანი პახმელია ვარ ახლა და ერთი ლუდი თუ არ იკისრე, გლახათ არი შენი საქმე. კიდე რამდენი სიტყვა მაქ მაგნაირი თუ იცი: ხირომანტია, კარაოკე, ფეხბურთი, სოროსი, კარმენი, ქორბუდა, ფარვანა, ტირადა, კარეტა, პარტია, ბარმენი, პურმარილი, ლირიკა და სირტაკი კიდო, თუმცა ამას რაღა გადაკეთება უნდა, გამზადებულია პირდაპირ…

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: