RSS

რუბიკონი – შარიანი დღე

16 Jun

გურამა – რუბიკ, შენ ხო ბოვშობიდან ამ ეზოში ცხოვრობ?

რუბიკა – დაჟე უფრო ადრე, როცა ჯერ კიდე პაპალამ დედიჩემის და მამიჩემის შიგნიდან ვიყავი.

გურამა – ჰოდა, შენ გეცოდინება ვინ და რატომ წააწერა კედელზე – უბნის შავი დღე!

რუბიკა – კანეშნა მე. მაშინ კაკრაზ შკოლა ვათავებდი.

ეგ ამბავი მაგ დროს მოხდა, როცა რო ჩვენი სეროჟაზე ტრამვაი დაეჯახა და ტრამვაი–ტროლოგიული კლინიკაში რო წაღეს, რო იქ ბალნიცაში წვინონ.

ეგ იყო სეროჟა იქ წაღეს, რო ვართანოვებთან პაჟარი გაჩდა და მერე ჩვენც მოეკიდა.

მარტო ეგა? ეგეთი თარსი დღე უბანში არა ყოფილა.

მერე ბაბოჩემი ქნარიკა ორი კილო ინჟირი ხეთქა და ეგეთი ტრაწაკანი მოუვიდა, რო სუ ორ–ორი პორცია ლოვამიცეტინი გლატამდა.

ეგაც ადგა და ჩეჩმის პოლნი ოკუპაცია მოახდინა. შიშით კარის გაღვა არ უნდოდა და სულ შიგა ზიოდა, რო მერე სხვისგან ზანიატი არ დახვდეს.

ჩვენ კიდე, მთელი ეზოს ხალხი, კილომეტრში დავრბოდით, გორკის კლუბის უბორნიაში.

იქაც დამპალი ადმინისტრატორი გატრაკა, რო ეგ უბორნია მარტო კლიენტებზეა და მაგიტომ ორსერიანი კინოს ბილეთები გვატენამდა.

ეგრე მთელი ჩვენი ეზო კაკ მინიმუმ სამ–სამჯერ ნახა “ზვუკი მუზიკი”. გინდა მაზიანი – ვისაც არა ჰკითხამ, მაგ კინოდან ლუბოი მუზიკა დაგისტვინამს.

ჩემი პირველი შეყვარებული ანჟელა ანდალუზიანიც მაგ დღეს გაბოზდა.
გურამა – რას ქვია გაბოზდა, ანჟელა მე პატიოსანი ქალი მგონია.

რუბიკა – ვის როგორ. მე კიდე მაგ დღეს ლიჩნა ჩემი თვალითა ვნახე, როგორ არტურამ ეგ მუსკომედიაში დაპატიჟა.
იქ კიდე, ზალში რო შუქი ქრება, ვინ იცის რაები არა ხდება.

ადრე ეგეთი რამე სკანდალი იყო. განა როგორც ეხლა რო სირცხვილი ვაბშე დაკარგეს და ვისაც როცა უნდა რისთვინაც უნდა ვინც უნდა სადაც უნდა, იქაც რო წაიყვანებს.

მეც ავდექი და ვ ზნაკ პრატესტა ლუსიკა შავირთე.

გურამა – ნუ ბოდავ რაცხას. არტურას ზალში რა უნდოდა. ეგ ხო მაგ დასში საყვირზე უკრავდა და ალბათ მაგიტომ დაპატიჟა.

რუბიკა – ეგ რო უკრამდა, საყვირი კი არა საბღავი უნდა რქვოდეს. მთელი დღე ამ ბალკონიდან ტრუბაზე ეგეთი დურაკობები უკრამდა, რო სასედები ტრუბადური ეძახდნენ.

გურამა – მერე დაქორწინდნენ კიდეც და ახლა მშვენიერი კულტურული ოჯახი აქვთ.

რუბიკა – მერე მე რა რო?

გურამა – ხოხ, ეტყობა იმდროინდელი ბოღმა აქამდე მოგდევს. რას ერჩი, ყველა ქალი შენი ხო არ იქნება ამ ქვეყანაზე. აქეთ ლუსიკა, იქით როზა, მოსკოვშიც ქე გყავს ვიღაცა.

ახლა კიდე ამ იეღოველ ქალებს დეერიე და რაცხა კრიშნაიტებსაც ცერად უყურებდი იმ დღეს…

რუბიკა – იცი არასწორი სარწმუნოვნებას რას ეძახიან? მწვალებლობა. მეც მაგიტომ მაგათ ვაწვალებ. რა, ახი არ არი? მაგათი დასაჯვა კეთილი საქმეა.

გურამა – არა მგონია ეგ მონდომება ზეცაში დაგიფასდეს. მისიონერი ხარ თუ მუსუსიონერი?

ჩვენი არტურა კიდე დღესაც ხელოვნებას ემსახურება. იმ დღეს შტირლიცის მუსიკას უკრავდა ისე ლამაზად, რო მთელი ეზო გასუნგული ვისმენდით.

მაგ მუსიკის კომპოზიტორი აქოური სომეხია ხომ? ვედრო–ტარიანი თუ რაცხა…
რუბიკა – იი! რა ვედროტარიანი, ტარივერდიანი, ელი.

.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: