RSS

თამარ მეფის პორტრეტის შექმნის ისტორია

15 ივნ

თამარი

“ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირითა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენს თანა არს”.
თამარ მეფე

ერთ მშვენიერ დღეს გამიჩნდა კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ფრესკებზე შემონახულ თამარის გამოსახულებათა მიხედვით მისი სინამდვილესთან მიახლოებული ხატის აღდგენა.

 

ჩემში ყველაზე დიდ ეჭვს ბადებდა მისი გადაბმული წარბები, რაც შემდგომი თაობის მხატვართა შემოქმედებაში ლამის კანონიკურ ელემენტად იქცა.

ამიტომ, ჩემს ამოცანას დავარქვი – “თამარის გათავისუფლება სპარსული წარბების უღლისგან!”

ამის შემდეგ ბიზანტიური სტილის გამორიცხვა იყო საჭირო.

ასევე გავითვალისწინე მისი დედის (ეროვნებით ოსის) ერის ქალთა დამახასიათებელი იერიც.

ძიების პროცესში ვიპოვნე ბეთანიის ფრესკის ქვედა ფენის რენტგენული გამოსახულება, რომელმაც მთავარ კითხვას მოჰფინა ნათელი – ნახატს აქვს სწორი წარბები, ბევრად დიდი თვალები და ბაგე. გამომეტყველებაც უფრო ცოცხალია და პორტრეტულად სანდო.

რაც მთავარია, მივხვდი, რომ სწორ გზას ვადექი.

ასეთივე გზით შევეცადე მისი სამოსის აღდგენას – ვიპოვნე საღებავთა სხვადასხვაგვარი გამოხუნების ნიშნები, აგრეთვე სიმეტრიისა და ფერთა შეთამაშების ლოგიკა.

ამის მერე, სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ქალბატონ ქეთი გოგნაძეს, რომელსაც მრავალი საერთო აღმოაჩნდა ჩემს წარმოსახვაში არსებულ თამარის ხატთან.

ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანი და დავიწყე ხატვა.

კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა დაახლოებით ორი ათეული ესკიზი. პორტრეტი ძირითადად ბეთანიის ფრესკას ეყრდნობა. ფონი სრულად გადმოვიტანე, ხოლო გამოსახულება სანახევროდ ფრესკული დავტოვე.

ჩანაფიქრიდან დასრულებამდე თითქმის ხუთი წელი გავიდა (2000 – 2005წ.წ.), მაგრამ ეს წვალება უცბად აანაზღაურა პორტრეტიდან თამარის შემოხედვამ.

კობა ჭუმბურიძე

Advertisements
 
20 Comments

Posted by on ივნისი 15, 2009 in პორტრეტი, Portrait

 

ტეგები: ,

20 responses to “თამარ მეფის პორტრეტის შექმნის ისტორია

  1. სა

    აპრილი 24, 2009 at 10:52 PM

    პირველად აღვიქვი თამარ მეფის სლამაზე. მადლობთ 🙂

     
  2. რევაზიჩ

    აპრილი 25, 2009 at 11:49 AM

    ძაან მაგარი საიტია, კობა.
    მომეწონა ძლიერ.
    გაიხარე.

     
  3. ნიკა

    აპრილი 27, 2009 at 3:53 PM

    სალამი კობაჯან,
    ნახატი მაგარია, მაგრამ ქეთი გოგნაძეს მაინც ჰგავს:)

     
  4. admin

    აპრილი 28, 2009 at 1:07 AM

    ქეთი რომ არ მენახა, ალბათ ვერც დავხატავდი.

     
  5. ფორრესტერმცლეოდ

    ივლისი 3, 2009 at 9:11 PM

    Hello Koba!

    dropping a hello
    in your sea of goddesses
    swimming through your brush

    Have a Great One…

     
  6. ფორრესტერმცლეოდ

    ივლისი 7, 2009 at 7:31 PM

    Hello Koba!

    I keep meaning to ask you who this painting is of? I really love it.

     
  7. ლადო

    იანვარი 3, 2010 at 1:38 PM

    დზაან საინტერესო იდეაა ამ პორტრესტის მიგმა:პორტრეტების არცჰეოლოგია:, ტუ აპირებ სხვა მეპეების აპორტრეტის არცჰეოლოგიას!?

     
    • matekari

      იანვარი 4, 2010 at 11:16 PM

      დრო თუ ვიპოვნე, უკეთესს რას ვიზამ, სამწუხაროდ ხატვა მხოლოდ თავისუფალ დროს მიწევს, რომელიც ცოტა მაქვს

       
  8. ზურაბი

    მარტი 19, 2010 at 12:41 PM

    სუპერ!!
    მადლობ კობა ამ მმვენიერი ხატისტვის!!!

     
  9. ტამუნა

    მაისი 14, 2010 at 1:27 PM

    ულამაზესია მართლაც.თკვენი შრომა ჩანაფიქრი და მონდომება დაუფასებელი.გაიხარეთ

     
  10. ელდორადო

    ივლისი 6, 2010 at 10:47 PM

    ეს პოტო გადმოწერილი მაქს ძალიან მომეწონა ნაკვთები ფერები შესანიშნავია.

     
  11. ცისანა ზიზიკორე

    თებერვალი 4, 2011 at 2:47 PM

    თინათინ აქმ ნახატში შენს სახეს ვხედავ

     
  12. მზია

    თებერვალი 10, 2011 at 8:51 PM

    თამარ მეფის პორტრეტი მშვენიერია!
    ვებგვერდიც ძალიან მომეწონა!
    მომავალ წარმატებებს გისურვებთ !

     
  13. გოგი მახარაძე

    ივლისი 17, 2011 at 12:54 PM

    არ ვიცი რამდენად გავს თამარს, მაგრამ ჩემ წარმოდგენაში თამარის სახეს სრულად პასუხობს

     
  14. ქეთი

    ივნისი 28, 2012 at 9:14 AM

    ძლივს არ დავინახე ქართული გამოხედვა!

     
  15. ქეთი

    ივნისი 28, 2012 at 9:16 AM

    კობა, მგონია ლია ელიავას ტიპაჟი უნდა ყოფილიყო…

     
  16. ნანუცა

    ნოემბერი 15, 2012 at 3:23 PM

    mometsona , lamazia , madloba

     
  17. ეკა

    ნოემბერი 15, 2012 at 10:37 PM

    ბევრმა შეიძლება ნახოთ მსგავსება ვინმესთან,რადგან ქართული სახე აქვს თამარს და ეს ესეც უნდა იყოს!

     
  18. მამუკა კიკალეიშვილი

    დეკემბერი 9, 2012 at 12:58 AM

    საოცარი ნამუშევარია!!! ძალიან მომეწონა! ძალიან ლამაზია, გაოცებული ვარ როგორი ტალანტი აქვს ბატონ კობას! ან რა უნიკალურ წიგნებს წერს! ასეთ ადამიანებს ყოველივე ქართველმა მადლობა უნდა მოუხადოს და მთავრობამ ხელი უნდა გაუმართოს, რომ მისი ნაშრომები გამოაქვეყნონ და დააფასონ მისი და გვერდში მდგომი კოლეგების შრომა საქართველოსთვის!უდიდესი პატივისცემით, მამუკა კიკალეიშვილი.

     
  19. Tinatin

    იანვარი 17, 2013 at 9:12 PM

    Reblogged this on TINATIN'S ART.

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: